აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/06/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 28/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.057.016252
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17
28/06/2017
ვებგვერდი, 29/06/2017
010340000.32.057.016252
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/06/2017 - 06/02/2018)

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №17

2017 წლის 28 ივნისი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 34-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად:


1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულება, თანახმად დანართისა.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 52 (ორმოცდათორმეტი) საშტატო ერთეულით.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 26 დეკემბრის №59 დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტები (გაზეთი „აჭარა“, №147, 30.12.2008წ., გვ. 6).
4. დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე



დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზებისა

და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონის  შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) საქვეუწყებო დაწესებულება.

2. დეპარტამენტი თავის   საქმიანობას   წარმართავს   საქართველოს   კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებს.

4. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

5. დეპარტამენტი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.

6. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. №72-ა.


მუხლი 2. დეპარტამენტის მმართველობის სფერო და ამოცანები
1. დეპარტამენტის მმართველობის სფეროში შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომო­ბილო გზები (შემდგომში საავტომობილო გზები) და სამელიორაციო სისტემები.

2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საავტომობილო გზების და სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ) საავტომობილო გზების და სამელიორაციო სისტემების განვითარების მიზნით შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაცია;

გ) საავტომობილო გზების და სამელიორაციო სისტემების განვითარების გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებე­ბის შემუშავება და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაცია;

დ) საავტომობილო გზების და სამელიორაციო სისტემების სფეროში შესაბამისი სახსრების, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

ე) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების, გარემოსა და სახელმწიფო ინტერესების დაცვა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამების, სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა;

ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწი­ნებული შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება, მართვა და მათი განხორციელების კონტროლი;

თ) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება, მათი სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაცია. ექსტრემალურ პირობებში საავტომო­ბილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის და სამელიორაციო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

ი) საავტომობილო გზების და სამელიორაციო სისტემების სფეროში კავშირ­გაბმულობისა და საინფორმაციო საქმიანობის ორგანიზება, მიმდებარე ზოლში ინფრასტრუქტურის განვითარების რეგულირება და სხვადასხვა ობიექტების მშენებლობისა და განვითარების საქმიანობათა დადგენილი წესით შეთანხმება, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალი იმ სამუშაოების პროექტირება, რომლებიც არ საჭიროებენ საპროექტო კვლევა-ძიებას;

კ) საავტომობილო გზების და სამელიორაციო სისტემების სფეროში საექსპერტიზო საქმიანობის (გარდა სახელმწიფო ექსპერტიზისა) ორგანიზაცია;

ლ) საავტომობილო გზების და სამელიორაციო სისტემების სფეროში სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.


მუხლი 3. დეპარტამენტის კომპეტენცია
1.დაკისრებულ   ამოცანათა   შესასრულებლად   დეპარტამენტი   თავისი   კომპეტენ­ციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს  დასკვნები  და  წინადადებები  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის კანონპროექტებზე, მთავრობის დადგენილებებსა და სხვა დოკუმენტებზე;

ბ) შეიმუშაოს  და  მთავრობის  სხდომაზე  განსახილველად  წარადგინოს  საკითხები საავტომობილო გზების და სამელიორაციო სისტემების სფეროში არსებული   მდგომარეობისა და  მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ;

გ) სახელმწიფო დაწესებულებათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნას სხვადასხვა კომისიები და სათათბირო ორგანოები ცალკეულ საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;

დ) მოაწყოს   აუქციონები,   კონკურსები და  ტენდერები;

ე) კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები;

ვ) წარმართოს საკადრო პოლიტიკა, უზრუნველყოს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შეფასებისა და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარება;

 ზ) კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია დაწესებულებებიდან და  ორგანიზაციებიდან;

 თ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და დროულად მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;

ი) გამართოს თათბირები, სემინარები და კონფერენციები კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

კ) ფლობდეს და სარგებლობდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე გადაცემულ ქონებას;

ლ) გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში;

მ) პერიოდულად მოახსენოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თავისი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;

ნ) განახორციელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.


მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

2.  დეპარტამენტის უფროსი:

ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;

გ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს ბრძანებას;

დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს. დასანიშნად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების კანდიდატურებს;

ვ) დამტკიცებული დებულებისა და სტრუქტურის  შესაბამისად ამტკიცებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;

ზ) შეაქვს წინადადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე;

თ) წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშს;

ი) წარმოადგენს დეპარტამენტს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

კ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებსა და სხვა საჯარო მოხელეებს შორის;

ლ) ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს – კომისიებსა და საბჭოებს;

მ) შეაქვს წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში იმ საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება დეპარტამენტის მმართველობის სფეროს;

ნ) ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ დეპარტამენტის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას  ან  მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს წინასწარ განსაზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე.


მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა
1.  დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ტექნიკური სამსახური;

ბ) მელიორაციის სამსახური;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;

დ) ადმინისტრაციული სამსახური;

ე) საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური;

ვ) მატერიალური რესურსებისა და მექანიზაციის სამსახური.


მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.

2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის უფროსს, უფროსის პირველ მოადგილეს ან უფროსის მოადგილეს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: 

ა)  ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებულ საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

ბ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე სხვა დოკუმენტებს სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციის ფარგლებში;

გ) აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის ხელმძღვანელ  პირებს (უფროსი, პირველი მოადგილე, მოადგილე) სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ;

დ) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ერთეულის  სახელით წარუდგენს დასკვნებს უფროსს ან უფროსის მოადგილეს, რომელიც უფროსის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ ერთეულს;

ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, საქმიანობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანების შესასრულებლად;

ზ) ასრულებს ამ დებულებით დეპარტამენტის უფროსის, უფროსის პირველი მოადგილის ან  უფროსის მოადგილის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ ამოცანებს.

4. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის უფროსი.

5. სტრუქტურული ერთეული შეიძლება დაიყოს განყოფილებებად და სხვა სტრუქტურულ ერთეულებად.


მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. ტექნიკური სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საავტომობილო გზების განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაციის ხელშეწყობა;

ბ) საავტომობილო გზების განვითარების გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაციის ხელშეწყობა;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამების, სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა. საავტომობილო გზების შეკეთების, რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის სამუშაოებზე საპროექტო დავალებების დოკუმენტაციის მომზადება, განხილვა და დასამტკიცებლად დეპარტამენტისათვის წარდგენა;

დ) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა;

ე) საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, შეკეთების, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება;

ვ) საავტომობილო გზების სფეროში კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო საქმიანობის ორგანიზების ხელშეწყობა;

ზ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციების, მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა;

ი) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

2. მელიორაციის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამელიორაციო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაციის ხელშეწყობა;

ბ) სამელიორაციო სისტემების განვითარების გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაციის ხელშეწყობა;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამების, სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა. სამელიორაციო სისტემების შეკეთების, რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის სამუშაოებზე საპროექტო დავალებების დოკუმენტაციის მომზადება, განხილვა და დასამტკიცებლად დეპარტამენტისათვის წარდგენა;

დ) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა;

ე) სამელიორაციო სისტემების მოვლა-შენახვის, შეკეთების, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება;

ვ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციების, მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა; 

თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

3. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვების წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის ობიექტის მახასიათებლებისა და სავარაუდო ღირებულების დადგენის ჩათვლით;

ბ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადება;

გ) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციების, მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა; 

ე) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

4. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციების დამუშავება და მოძრაობა;

ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულების კონტროლის ხელშეწყობა;

გ) საჯარო ინფორმაციის გაცემა;

დ)  ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

ე) დეპარტამენტში დასაქმებულთა  პირადი საქმეების წარმოება. დეპარტამენტის   საჯარო მოსამსახურეთა შეფასებისა და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ვ) საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვისა და ჩანაწერების ორგანიზება. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელ საქმეთა ფორმირებისა და გაფორმების სისწორის კოორდინაცია;

ზ) ხელმძღვანელობისათვის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორეზე კონტროლის განხორციელება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციების, მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა; 

ი) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

5. საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის საფინანსო პროგნოზების შემუშავება და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;

ბ) დამტკიცებული საფინანსო გეგმის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანალიზი;

გ) დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

დ) დეპარტამენტის კვარტალური და წლიური ხარჯთაღრიცხვის ბალანსის წარმოება;

ე) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციების, მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა;

ზ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

6. მატერიალური რესურსებისა და მექანიზაციის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება, თანამშრომელთათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა, ტექნიკური საშუალებებით მათი დროული უზრუნველყოფა, კომპიუტერული და გადასამრავლებელი ტექნიკის, კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) მუნიციპალიტეტებში არსებული ყველა მატერიალური რესურსების და მექანიზმების აღრიცხვის, მოვლა-შენახვისა და გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

გ) დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტომანქანების და მექანიზმების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად მათი სათადარიგო ნაწილებით და საპოხი მასალებით უზრუნველყოფა;

დ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების, მატერიალური ფასეულობების პერიოდული ინვენტარიზაციის ორგანიზება, აუცილებელი კაპიტალური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთა ნუსხებისა და პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება;

ე) დეპარტამენტის თანამშრომლებზე პერიოდულად ტექნიკური უსაფრთხოების წესების გაცნობა;

ვ) დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური რეჟიმის დაცვის კონტროლი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციების, მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა;

თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.


მუხლი 8. დეპარტამენტის სათათბირო ორგანოები
1. დეპარტამენტის უფროსს უფლება აქვს თავის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით შექმნას სათათბირო ორგანოები კომისიები და საბჭოები.

2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

3. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია მის წინაშე მდგომი ამოცანების შესასრულებლად გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია.

4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები უნდა წარედგინოს დეპარტამენტის უფროსს.

5. პირი სათათბირო ორგანოს წევრად ინიშნება მისი თანხმობით.


მუხლი 9. დეპარტამენტის ქონება
დეპარტამენტის ქონებას შეადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე დეპარტამენტის ბალანსზე/სარგებლობაში რიცხული ქონება.

მუხლი 10. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 11. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.