სს „ენერგოკავშირის“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადება

  • Word
სს „ენერგოკავშირის“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადება
დოკუმენტის ნომერი 12/856
დოკუმენტის მიმღები სს „ენერგოკავშირი“
მიღების თარიღი 27/06/2017
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
12/856
27/06/2017
ვებგვერდი, 29/06/2017
სს „ენერგოკავშირის“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადება
სს „ენერგოკავშირი“

განცხადება

სს „ენერგოკავშირის“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „ენერგოკავშირი“ იწვევს საზოგადოების აქციონერებს მესამე მოწვევის მორიგ საერთო კრებაზე 2017 წლის 20 ივლისს, ხუთშაბათს, დღის 12 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, მუხიანის დას. I მ/რ; მე-5 კორპ.

დღის წესრიგი:

1. 2016 წლის წლიური ანგარიში.

2. 2016 წლის დირექტორის ანგარიშის წარმოდგენა და დამტკიცება.

3. 2016 წლის სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის წარმოდგენა და დამტკიცება.

4. აუდიტორის არჩევა.

5. საზოგადოების აქციონერებისათვის უფასო სამედიცინო მომსახურების შესახებ საკითხის გადაწყვეტა.

დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და მმართველი ორგანოს წევრების წლიური ანგარიშის პროექტის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ენერგოკავშირის“ ოფისში.

დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა მმართველი ორგანოსაგან როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნება მმართველ ორგანოში 2017 წლის 10 ივლისამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სს „კავკასრეესტრში“ 2017 წლის 19 აპრილის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ სს „კავკასრეესტრში“ მის: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული, თბილისი 0186, ტელ: 222-07-18.

 

სს „ენერგოკავშირის“

გენერალური დირექტორი                                                    ვაჟა მაისურაძე