სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1257
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023991
1257
22/06/2017
ვებგვერდი, 29/06/2017
000000000.00.003.023991
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1257

2017 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ უზრუნველყონ:

ა) შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამოცანის შესრულების შემდგომ სააქციო საზოგადოებაში მათი კუთვნილი აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება სრულად ან ნაწილობრივ და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება.

2. ამ განკარგულების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ გასხვისებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23 თებერვლის №303 განკარგულება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                     გიორგი კვირიკაშვილი