„ტექნიკური რეგლამენტი – ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტი – ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 303
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020012
303
26/06/2017
ვებგვერდი, 27/06/2017
300160070.10.003.020012
„ტექნიკური რეგლამენტი – ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №303

2017 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტი – ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი – ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/11/2016, 300160070.10.003.019574) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“:

1. მე- 8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. აკრძალული, შეზღუდული და შემოწმებას დაქვემდებარებული ნივთიერებები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ით – „ნივთიერებები, რომელთა გამოყენება სურსათში აკრძალულია, შეზღუდულია ან ექვემდებარება გამოკვლევას“ განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება, თუ სურსათს ემატება ან სურსათის წარმოებაში გამოიყენება სხვა ნივთიერება, გარდა ვიტამინ(ებ)ისა და მინერალ(ებ)ისა, ან ინგრედიენტ(ებ)ი, რომელიც (რომლებიც) შეიცავს სხვა ნივთიერებას, გარდა ვიტამინ(ებ)ისა და მინერალ(ებ)ისა და ასეთი სურსათის გამოყენების შედეგად ამ ნივთიერების მოხმარება მნიშვნელოვნად აღემატება იმ რაოდენობას, რომელსაც ორგანიზმი იღებს ნორმალურ პირობებში, დაბალანსებული და მრავალფეროვანი რაციონის მიღებისას, ან/და ეს ნივთიერება მომხმარებლის ჯანმრთელობას უქმნის პოტენციურ რისკს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცვლილებების განხორციელებისათვის დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ერთ-ერთი პირობა:

ა) პოტენციური რისკი დაკავშირებული უნდა იყოს ნივთიერების იმ რაოდენობით მიღებასთან, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ორგანიზმის მიერ ნორმალურ პირობებში, დაბალანსებული და მრავალფეროვანი რაციონის მიღებისას ამ ნივთიერების რაოდენობას, იმ პირობების შესაბამისად, რომელშიც ხდება ნივთიერების სურსათში დამატება ან რომელიც გამოიყენება სურსათის წარმოებისათვის;

ბ) პოტენციური რისკი დაკავშირებული უნდა იყოს ზრდასრული მოსახლეობის ან სხვა კონკრეტული ჯგუფის მოსახლეობის მიერ ამ ნივთიერების მოხმარებასთან.

3. პირობები, რომლებშიც მიღებული ნივთიერების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ადამიანის ორგანიზმის მიერ ნორმალურ პირობებში, დაბალანსებული და მრავალფეროვანი რაციონის მიღებისას ამ ნივთიერების რაოდენობას, დადგენილი და შეფასებული უნდა იქნეს რეალურ პირობებში, ცალკეული კონკრეტული შემთხვევისათვის. აღნიშნული შედარებული უნდა იქნეს ზრდასრული მოსახლეობის ან სხვა კონკრეტული ჯგუფის მოსახლეობის მიერ, რომლისთვისაც გამოვლინდა ჯანმრთელობის პოტენციური რისკი, ამ ნივთიერების საშუალო რაოდენობით მიღებასთან.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია, თუ დასაბუთება მოიცავს ხელმისაწვდომ, მნიშვნელოვან, საერთაშორისოდ აღიარებულ სამეცნიერო მტკიცებულებებს, რომლის თანახმადაც:

ა) სურსათს დამატებული აქვს ნივთიერება ან მისი გამოყენება მოხდა სურსათის წარმოების დროს;

ბ) დამატებული ნივთიერება მნიშვნელოვნად აღემატება ადამიანის ორგანიზმის მიერ ნორმალურ პირობებში, დაბალანსებული და მრავალფეროვანი რაციონის მიღებისას ამ ნივთიერების რაოდენობას. მტკიცებულება მოპოვებული უნდა იქნეს სურსათის მოხმარების უახლესი კვლევების შესაბამისად და უნდა შეიცავდეს სამეცნიერო მონაცემებს ამ ნივთიერების ფაქტობრივ მიღებასთან დაკავშირებით;

გ) მოცემულია ამ ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები. ეს მტკიცებულება უნდა შეიცავდეს შესაბამის სამეცნიერო მონაცემებს, მათ შორის, გამოუქვეყნებელ, დასაბუთებულ ანგარიშებს, რისკის შეფასების სამეცნიერო დასკვნებს ან დამოუკიდებელ, რეცენზირებულ ნაშრომებს. მტკიცებულებებში მითითებული უნდა იქნეს სამეცნიერო მონაცემების რეზიუმე და მათი მინიშნებების ჩამონათვალი.

5. თუ გამოვლენილია ადამიანის ჯანმრთელობაზე არასასურველი ზეგავლენა, ნივთიერება ან/და ინგრედიენტი, რომელიც შეიცავს ამ ნივთიერებას, შეტანილი უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ის ერთ-ერთ ნაწილში:

ა) „ა“ ნაწილში – „აკრძალული ნივთიერებები“ და მისი დამატება სურსათში ან გამოყენება სურსათის წარმოებაში უნდა აიკრძალოს;

ბ) „ბ“ ნაწილში – „შეზღუდული ნივთიერებები“ და მისი დამატება სურსათში ან გამოყენება სურსათის წარმოებაში ნებადართული უნდა იქნეს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

6. თუ გამოვლენილია ნივთიერების ან/და ინგრედიენტის, რომელიც ამ ნივთიერებას შეიცავს, ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის ალბათობა, მაგრამ მეცნიერული მონაცემები არასაკმარისი და არასრულია, აღნიშნული ნივთიერება შეტანილი უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ის „გ“ ნაწილში – „ნივთიერებები, რომლებიც ექვემდებარება გამოკვლევას“.

7. ბიზნესოპერატორს ან სხვა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) შეფასებისათვის წარუდგინოს საერთაშორისო მეცნიერული მტკიცებულებებით განსაზღვრული დასაბუთება, რომლითაც დადასტურებული იქნება სურსათში ან სურსათის კატეგორიაში გამოყენებისას ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ის „გ“ ნაწილით განსაზღვრული ნივთიერებების უვნებლობა და მათი გამოყენების მიზანი.

8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტომ შესაძლებელია ბიზნესოპერატორს ან სხვა დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დასაბუთების წარდგენისას. ბიზნესოპერატორმა ან სხვა დაინტერესებულმა პირმა დოკუმენტები უნდა წარადგინონ მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში.

9. ნივთიერების ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ის „გ“ ნაწილში შეტანიდან ოთხი წლის განმავლობაში, სააგენტოში შესაფასებლად წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით, დასაშვებია ეს ნივთიერებები შეტანილ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ის „ა“ ან „ბ“ ნაწილში.“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამ ტექნიკური რეგლამენტის №3 დანართის „გ“ ნაწილით განსაზღვრული ნივთიერებების შესახებ, რომელთა გამოყენება დაშვებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი