შპს „ხობის კომუნალური სერვისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს „ხობის კომუნალური სერვისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/1110
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 07/06/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/1110
07/06/2017
ვებგვერდი, 22/06/2017
შპს „ხობის კომუნალური სერვისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე 2/1110

განჩინება

საქართველოს სახელით

2017 წლის 7 ივნისი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

განმცხადებელი: შპს ,,ხობის კომუნალური სერვისი’’ (ს/ნ 244547200).

დირექტორი: შპს ,,რეაბილიტაცია’’

წარმომადგენელი : ბიძინა ჩიკვილაძე.

გაკოტრების მართველი : სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

კრედიტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოება

:

2015 წლის 25 ივნისს შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ბიძინა ჩიკვილაძემ და მოითხოვა შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ მიმართ გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღება და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

2015 წლის 30 ივნისს განჩინებით განმცხადებლის შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ (წარმომადენელი შპს ,,რეაბილიტაცია’’, ბიძინა ჩიკვილაძე) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 აგვისტოს საოქმო განჩინებით შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, ასევე ამავე კრებაზე აღიარებულ იქნა კრედიტორთა მოთხოვნები.

2017 წლის 05 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა (წარმოადგინა საბოლოო ანგარიში) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ქეის-მენეჯერმა ლელა ხაციკიდუმ და შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს კრედიტორთა კრება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

:

 1. შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2017 წლის 30 ივნისს 15:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით: აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის აღიარება, შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2 . კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის . №11 მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).

3 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge

4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. . ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე: გენადი მაკარიძე