სს „ფოთის აეროპორტის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს „ფოთის აეროპორტის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2920
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/2920
01/06/2017
ვებგვერდი, 22/06/2017
სს „ფოთის აეროპორტის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე 2/2920

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

2017 წლის 1 ივნისი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

 განმცხადებელი /მოვალე/ – სს ,,ფოთის აეროპორტი’’

 ( საიდენტიფიკაციო კოდი – 215080695)

 გაკოტრების მართველი: სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

 კრედიტორი – სსიპ – შემოსავლების სამსახური

 მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოება

 

:

 

2016 წლის 29 ნოემბერს, სს ,,ფოთის აეროპორტის’’ სახლით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომართა წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ და მოითხოვა სს ,,ფოთის აეროპორტის’’ მიმართ გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღება და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებით განმცხადებლის სს ,,ფოთის აეროპორტის’’ (დირექტორის შპს ,,რეაბილიტაციის’’ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - თამარ მუმლაძის) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის საოქმო განჩინებით, სს ,,ფოთის აეროპორტის’’ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და სს ,,ფოთის აეროპორტის’’ გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო, ასევე ამავე კრებაზე აღიარებული იქნა კრედიტორთა მოთხოვნები.

2017 წლის 31 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა (წარმოადგინა საბოლოო ანგარიში) სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმი სწარმოების ქეისმენეჯერმა ლელა ხაციკიდუმ და ითხოვა სს ,,ფოთის აეროპორტის’’ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს კრედიტორთა კრება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

:

 

1. სს ,,ფოთის აეროპორტის’’ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 30 ივნისს 14:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით: - აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის აღიარება, სს ,,ფოთის აეროპორტის’’ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2 .    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის . №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).

3 .    განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე – www.geocourts.ge.

4 .    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: . ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

  მოსამართლე:                                                                     გენადი მაკარიძე