„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 15/06/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 450090050.32.057.016249
14
15/06/2017
ვებგვერდი, 21/06/2017
450090050.32.057.016249
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №14

2017 წლის 15 ივნისი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესე­ბულების – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებით (გა­ზეთი „აჭარა“ №67(23.282), 22–23 ივნისი, 2010 წელი) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  დებულების  მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სამმართველოს სისტემა

1. სამმართველოს სისტემაში შედიან:

ა) სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფები;

ბ) სამმართველოს ტერიტორიული ორგანოები.

2. სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ცენტრალური არქივის სამსახური;

ბ) ანალიტიკურ-მეთოდიკური და ტერიტორიულ ორგანოებთან მუშაობის სამ­სა­ხური;

გ) საქმისწარმოების სამსახური;

დ) იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

ე) საზღვარგარეთთან, საზოგადოებასთან, მასმედისათან ურთიერთობის, დოკუ­მენ­ტების გამოყენებისა და პუბლიკაციის სამსახური;

ვ) დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების სამსახური;

ზ) დაკომპლექტებისა და დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუ­შა­ვე­ბის სამსახური;

თ) საფინანსო-საბუღალტრო სამსახური;

ი) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამ­სახური.

3. ცენტრალური არქივის სამსახური ძირითად ამოცანებს ახორციელებს მასში შემა­ვალი შემდეგი განყოფილებების მეშვეობით:

ა) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის, ინფორმაციისა და გა­მო­ყენების განყოფილება;

ბ) ეროვნული საარქივო ფონდის აღრიცხვისა და სამეცნიერო-საცნობარო გან­ყო­ფილება;

გ) საინფორმაციო-ტექნოლოგიებისა და დიგიტალიზაციის განყოფილება.

4. სამმართველოში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სამსახურის უფროსები.

5.  სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას, იღებს გა­და­­წყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის და კურატორი სამმართველოს უფ­რო­­სის მოადგილის დავალებებსა და მითითებებს;

გ) სამსახურის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს შესაბამისი კომ­პეტენციის მიხედვით;

დ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს რეკომენდაციებს სამსახურის თანა­მშრო­­მელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყ­ე­ნე­ბის შესახებ;

ე) ადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და პასუხისმგებელია მის შე­სრუ­ლე­­ბაზე;

ვ) კვარტალში ერთხელ სამმართველოს უფროსს (კურატორ სამმა­რ­თვე­ლოს უფროსის მოადგილეს) წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სა­ქმი­ანობის შესახებ.

6. სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის წინაშე.

7. სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ფუ­ნქციები, ამოცანები, სტრუქტურა და საშტატო განრიგი განისაზღვრება სამ­მა­რ­თველოს უფროსის ბრძანებით.

8. სამმართველოს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ქობულეთის არქივი;

ბ) ხელვაჩაურის არქივი;

გ) ქედის არქივი;

დ) შუახევის არქივი;

ე) ხულოს არქივი.

9. სამმართველოს ტერიტორიული ორგანოები წარმოადგენენ სამმართველოს შე­სა­­ბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.

10. სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლებამოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო საშტატო განრიგს ამტკიცებს სამმართველოს უფროსი“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე