„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 19/06/2017
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 19/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 040170030.57.069.016126
30
19/06/2017
ვებგვერდი, 22/06/2017
040170030.57.069.016126
„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №30

2017 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

 

„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის №617 კანონის მე-2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებულ „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესსა და პირობებში“ (www.matsne.gov.ge, 25.05.2015, 040170030.57.069.016061) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. წესის მიზანი

„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია კონკურსის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონკურსი – სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომლითაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შეისყიდოს საპროექტო მომსახურება, მათ შორის, დიზაინერული, დაგეგმარების, ხარჯთაღრიცხვის, არქიტექტურული, საინჟინრო გეგმები ან პროექტები;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge, რომელიც უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში;

გ) რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი/პრეტენდენტი/მიმწოდებელი, რომელიც, დადგენილი წესით, დარეგისტრირდა სისტემაში;

დ) უფლებამოსილი წარმომადგენელი – რეგისტრირებული მომხმარებლის სახელით სისტემაში დადგენილი წესით დარეგისტრირებული (დამატებული) და მოქმედი ფიზიკური პირი;

ე) რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი (შემდგომში – მომხმარებლის პროფილი) – სისტემაში არსებული რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი, რომელშიც აისახება მონაცემები რეგისტრირებული მომხმარებლისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების შესახებ;

ვ) კონკურსის ჩატარება – კონკურსის მეშვეობით გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების დადების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებათა და ქმედებათა ერთობლიობა;

ზ) საკონკურსო პირობები – საკონკურსო განცხადებითა და საკონკურსო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების ერთობლიობა;

თ) საკონკურსო განცხადება – კონკურსის ჩატარების შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში განთავსებული განცხადება, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის საკონკურსო პირობების ნაწილი;

ი) საკონკურსო დოკუმენტაცია – საკონკურსო განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის საკონკურსო პირობების ნაწილი;

კ) საკონკურსო წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და საკონკურსო პირობების შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და საკონკურსო წინადადების ფასი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშება;

ლ) ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს საკონკურსო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ. ტექნიკურ დოკუმენტაციას პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;

მ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საკონკურსო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.). სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;

ნ) კონკურსის მიმდინარეობის სტატუსი (შემდგომში – კონკურსის სტატუსი) – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით კონკურსისთვის მინიჭებული ამ პუნქტის „ო“–„ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კონკურსის სტატუსი, რომელიც ასახავს კონკურსის მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს. კონკურსს კონკურსის სტატუსი ენიჭება ქრონოლოგიურად, ამ პუნქტის „ო“–„ღ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მხოლოდ კონკურსის მიმდინარეობის წინა ეტაპის სრულყოფილად გავლის შემდგომ;

ო) გამოცხადებულია – კონკურსის სტატუსი, რომელიც მოიცავს საკონკურსო პირობების გამოქვეყნებიდან კონკურსში წინადადებების მიღების დაწყებამდე კონკურსის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს საკონკურსო პირობებს, ხოლო საკონკურსო კომისიას – ამ წესის შესაბამისად, შეიტანოს ცვლილება საკონკურსო პირობებში, გარდა შესყიდვის ობიექტისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსი კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;

პ) წინადადებების მიღება დაწყებულია – კონკურსის სტატუსი, რომელიც მოიცავს კონკურსის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს/პრეტენდენტს უფლება აქვს, წარადგინოს საკონკურსო წინადადება და სისტემის შესაბამის ველში მიუთითოს საკონკურსო წინადადების ფასი. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსი კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;

ჟ) წინადადებების მიღება დასრულებულია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს სისტემის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება მას შემდეგ, რაც დასრულდება საკონკურსო წინადადებების მიღება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსი კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;

რ) შერჩევა-შეფასება – კონკურსის სტატუსი, რომელიც მოიცავს კონკურსის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ფასდება პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსი კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი სისტემაში ატვირთავს საკონკურსო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმს;

ს) გამარჯვებული გამოვლენილია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც საკონკურსო კომისია დაადგენს პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას, სისტემის შესაბამის ველებში დააფიქსირებს საკონკურსო წინადადებების ხარისხის ჯამურ ქულებს, ეს ქულები სისტემის მეშვეობით აგრეგირდება საკონკურსო წინადადებების ფასთან და სისტემის მეშვეობით გამოვლინდება საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტი;

ტ) მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშება შეესაბამება საკონკურსო პირობებს, ასევე საკონკურსო კომისია მიიწვევს გამარჯვებულ პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად;

უ) ხელშეკრულება დადებულია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებას, აგრეთვე სისტემის შესაბამის ველში მიეთითება მიმწოდებლის სახელწოდება და ხელშეკრულების რეკვიზიტები;

ფ) შეწყვეტილია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს კონკურსის შეწყვეტის შესახებ საკონკურსო კომისიის დასაბუთებულ სხდომის ოქმს, რომელშიც მითითებული იქნება კონკურსის შეწყვეტის მიზეზი და საფუძველი. კონკურსისთვის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსის მინიჭება დასაშვებია კონკურსის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსს მინიჭებული აქვს კონკურსის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „არ შედგა“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“;

ქ) არ შედგა – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც კონკურსს მიენიჭა კონკურსის სტატუსი „წინადადებების მიღება დასრულებულია“ და ამ კონკურსში მონაწილეობა არცერთ პრეტენდენტს არ მიუღია;

ღ) დასრულებულია უარყოფითი შედეგით – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც კონკურსში მონაწილე ყველა პრეტენდენტი კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე უარს იტყვის საკონკურსო წინადადებაზე ან კონკურსში მონაწილე ყველა პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას;

ყ) კონკურსის საბოლოო სტატუსი – კონკურსის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“, „არ შედგა“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“;

შ) ხელშეკრულების მიმდინარეობის სტატუსი (შემდგომში – ხელშეკრულების სტატუსი) – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით ხელშეკრულებისთვის მინიჭებული ამ პუნქტის „ჩ“–„ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს;

ჩ) მიმდინარე ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობას. ეს სტატუსი ხელშეკრულებას ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც კონკურსს მიენიჭება სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“;

ც) შესრულებული ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემაში აიტვირთება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია;

ძ) შეუსრულებელი ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემაში აიტვირთება ხელშეკრულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);

წ) საკონკურსო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია (შემდგომში – ელექტრონული გარანტია) – საკონკურსო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით;

ჭ) ელექტრონული გარანტიების რეესტრი – საბანკო დაწესებულების ან/და სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული ელექტრონული გარანტიების მონაცემთა ბაზა;

ხ) CPV კოდი – „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით გათვალისწინებული კლასიფიკატორის 8-ნიშნა კოდი;

ჯ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;

ჰ) საბჭო – კანონის 23-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.“.

3. მე-3 მუხლის

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსის ჩატარებისას უნდა იყოს დაცული შემდეგი პრინციპები:

ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა;

ბ) შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენცია;

გ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობა;

დ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული მოთხოვნების დადგენა;

ე) საჯაროობა და გამჭვირვალობა.

3. საკონკურსო წინადადების განხილვასა და კონკურსის მეშვეობით მიმწოდებლის შერჩევაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლითა და, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. კონკურსი სისტემაში აღინიშნება აბრევიატურით CNT.“.

4. მე-4 მუხლის

ა) მე-7 და მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკონკურსო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს საკონკურსო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება მხოლოდ საკონკურსო კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. საკონკურსო კომისიის ნებისმიერი სხდომის ოქმი, გარდა საკონკურსო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმისა, სისტემაში უნდა აიტვირთოს ხელმოწერისთანავე.

8. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) საკონკურსო კომისიის დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა (მათ შორის, დათქმა იმ წევრებზე, რომლებიც არ ესწრებიან სხდომას);

დ) განხილვის საგანი;

ე) საკონკურსო კომისიის მსჯელობა;

ვ) სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული ექსპერტებისა და კონსულტანტების მოსაზრება (არსებობის შემთხვევაში);

ზ) ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომელსაც ეყრდნობა საკონკურსო კომისია;

თ) კენჭისყრის შედეგები;

ი) მიღებული გადაწყვეტილება.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმს ხელს აგრეთვე აწერს საკონკურსო კომისიის აპარატის წევრი, რომელიც ჩართულია კონკრეტული კონკურსის ჩატარების პროცესში.“.

5. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

მუხლი 41. მიმოწერა შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს/მიმწოდებელს შორის

შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს/მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით. სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.“.

6. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) კონკურსის სტატუსს;“;

ა.ბ) ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;“;

ა.გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) საკონკურსო წინადადებების მიღების დასრულების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ე“, „ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია საკონკურსო განცხადებაში ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კონკურსში საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებისა და საკონკურსო წინადადებების მიღების დასრულების ვადის ათვლა იწყება საკონკურსო განცხადების სისტემაში განთავსების მომდევნო დღიდან.“;

დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. საკონკურსო პირობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, საკონკურსო პირობების გაცნობის ვადა გრძელდება კონკურსის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე გასული ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკონკურსო პირობებში ცვლილება ეხება მხოლოდ საკონკურსო კომისიის ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში საკონკურსო პირობების გაცნობის ვადის გაზრდას.“.

7. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ხელშეკრულების პროექტს;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) მითითებას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონკურსო დოკუმენტაცია, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის მოთხოვნას, რაც უნდა დასაბუთდეს საკონკურსო დოკუმენტაციაში. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე.“.

8. მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონკურსო კომისია, ყოველი კონკრეტული კონკურსის შემთხვევაში, განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი და შესყიდვის ობიექტი.

2. პრეტენდენტთა მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს მათი ცოდნის, გამოცდილების, სანდოობის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების მიზნით.“.

9. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. განმარტების მიღების უფლება

1. კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, საკონკურსო კომისიას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოსთხოვოს საკონკურსო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. საკონკურსო კომისია ვალდებულია, კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთოს შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

2. კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან კონკურსის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ყველა პრეტენდენტს, ხოლო კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებიდან კონკურსის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე – საუკეთესო საკონკურსო წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს. ასეთ შემთხვევაში საკონკურსო კომისია ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში.

3. მიმწოდებელს „კითხვა-პასუხის“ მოდულით სარგებლობის უფლება აგრეთვე აქვს ხელშეკრულებისთვის ხელშეკრულების სტატუსის „შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში.

4. შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტება არ უნდა იყოს ბუნდოვანი და კონკრეტულად უნდა პასუხობდეს დასმულ კითხვას.“.

10. მე-9 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. აფიდავიტის ფორმა და პირობები განისაზღვრება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით.“;

ბ) მე-5–მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის დღგ-ის გადამხდელი, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა. პრეტენდენტის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით.

6. საკონკურსო წინადადების ფასის მითითების შემდეგ, პრეტენდენტს უფლება არ აქვს, შეცვალოს წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და საკონკურსო წინადადების ფასი.

7. სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და საკონკურსო წინადადების ანონიმურობას კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე. პრეტენდენტების ვინაობა და მათი ტექნიკური დოკუმენტაციები საჯარო ხდება კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე, ხოლო საკონკურსო წინადადებების ფასი საჯარო ხდება პრეტენდენტების საკონკურსო წინადადებების ხარისხის ჯამური ქულების სისტემის შესაბამის ველებში დაფიქსირებისა და მათი საკონკურსო წინადადებების ფასთან სისტემის მეშვეობით ავტომატურად აგრეგირების შემდეგ ხარისხის ჯამური ქულების სისტემის შესაბამის ველებში დაფიქსირების შემდეგ, დაუშვებელია ხარისხის ჯამური ქულის ცვლილება, გარდა ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კონკურსში ამხანაგობის მონაწილეობის საკითხი, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, წესრიგდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“;

დ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. საკონკურსო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება საკონკურსო პირობებს.“.

11. მე-10 მუხლის მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) თუ ელექტრონული გარანტია გაცემულია ელექტრონული გარანტიების რეესტრის მეშვეობით –კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებიდან არანაკლებ 120 დღე;

ბ) კონკურსისთვის კონკურსის საბოლოო სტატუსის მინიჭებიდან 10 დღე, თუ ელექტრონული გარანტია წარდგენილია საბანკო პლასტიკური ბარათიდან სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით.

4. კონკურსისთვის საბოლოო სტატუსის მინიჭების შემდეგ, სტატუსის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შერჩევა-შეფასების წესების არასათანადო გამოყენებით გამოწვეული შედეგების გამოსწორების აუცილებლობით, სააგენტოს ახალი ელექტრონული გარანტია წარედგინება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადით. ასეთ შემთხვევაში, გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს სააგენტოში სისტემის გამოყენების გარეშე. კონკურსს სტატუსი ეცვლება მხოლოდ სააგენტოში ახალი გარანტიის წარდგენის შემდეგ.

5. კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ მინიჭებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში პრეტენდენტს უბრუნდება ელექტრონული გარანტია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“.

12. მე-12 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს საკონკურსო კომისია აფასებს დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში. მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 2 სამუშაო დღით, მხოლოდ საკონკურსო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/პრეტენდენტები არ დააზუსტებს/არ დააზუსტებენ ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს/დააზუსტებენ ან/და არსებითად შეცვლის/შეცვლიან ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს, იგი/ისინი ექვემდებარება/ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ კონკურსში მოთხოვნილია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა, საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, საკონკურსო კომისია ამ პრეტენდენტს მიმართავს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას. პრეტენდენტის მიერ წარსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი გაცემული უნდა იყოს კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე არაუგვიანეს ოცდაათი დღისა. წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობა უნდა დადგინდეს მათი წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.“.

13. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას;“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. გარდა ამ წესის მე-12 მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია ენიჭება ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ ერთ-ერთი ქვეპუნქტის საფუძველზე.

4. თუ პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, იგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, იმავდროულად არსებობს თუ არა მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის სხვა საფუძველი.“.

14. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. კონკურსის შეჩერება ან შეწყვეტა

1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეაჩეროს კონკურსის მიმდინარეობა კანონის 23-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონითა და „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით დადგენილი წესით.

2. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ხელშეკრულების დადებამდე შეწყვიტოს ელექტრონული კონკურსის მიმდინარეობა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

3. კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და დაუყოვნებლივ უნდა აიტვირთოს სისტემაში.“.

15. მე-15 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ კონკურსში მოთხოვნილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა, იგი შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური სახით ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრულ ვადაში.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. პრეტენდენტი, რომელიც არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას დადგენილ ვადაში ან რომლის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე პრეტენდენტი, რომელიც არ გამოცხადდება ხელშეკრულების დასადებად, უარს იტყვის ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კონკურსისთვის სტატუსის „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“ მინიჭების მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაუშვებელია ხელშეკრულების დადება.

6. ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემაში უნდა აიტვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულებასთან ერთად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში).“.

16. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. ხელშეკრულებას არ სჭირდება თარგმნა, თუ იგი იდება ერთ დოკუმენტად, პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები. დაუშვებელია ხელშეკრულებაში ისეთი დამატებითი პირობების გათვალისწინება, რომლებიც არ ყოფილა მითითებული საკონკურსო დოკუმენტაციაში.“;

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და ანგარიშსწორების პირობები

კონკურსის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების საკითხები და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანგარიშსწორების პირობები წესრიგდება კანონითა და, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“.

18. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

კონკურსის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლთან დაკავშირებული საკითხები, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, წესრიგდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 37-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“.

19. მე-20 მუხლი:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხელშეკრულების ეტაპობრივი შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის შესაბამის ველში ტვირთავს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და ასახავს ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში) ხელშეკრულების კონკრეტული ეტაპის შესრულებიდან/შეუსრულებლობიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციად ჩაითვლება ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან (მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ხელშეკრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის დასკვნა, ექსპერტიზის დასკვნა, კორესპონდენცია, ფოტოსურათი და სხვ.).“.

20. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22. სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის არასწორი ქმედების ტექნიკური კორექტირება

1. სააგენტო კონკურსის ან/და ხელშეკრულების სტატუსს ცვლის, ასევე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს მიუთითებს, ცვლის ან აუქმებს შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე, ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში:

ა) შემსყიდველი ორგანიზაცია არასწორად მიანიჭებს სტატუსს ელექტრონულ კონკურსს ან/და ხელშეკრულებას;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემაში არასწორად მიუთითებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს;

გ) კონკურსის სტატუსის შეცვლა, ასევე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძვლის შეცვლა ან გაუქმება გამოწვეულია საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ:

ა) ელექტრონულ კონკურსს არასწორად მიენიჭა კონკურსის სტატუსი, სააგენტო ამ ელექტრონულ კონკურსს უბრუნებს შესაბამის კონკურსის სტატუსს;

ბ) ელექტრონულ კონკურსს მინიჭებული აქვს კონკურსის საბოლოო სტატუსი და არ არის საჭირო საკონკურსო კომისიის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს მიუთითებს ან ცვლის სააგენტო;

გ) ელექტრონულ კონკურსს მინიჭებული აქვს კონკურსის საბოლოო სტატუსი და საჭიროა საკონკურსო კომისიის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააგენტო ელექტრონულ კონკურსს უბრუნებს შესაბამის კონკურსის სტატუსს და აუქმებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს, ხოლო ახალ საფუძველს სისტემაში უთითებს თავად შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

დ) ელექტრონულ კონკურსს არ აქვს მინიჭებული კონკურსის საბოლოო სტატუსი, სააგენტო აუქმებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს, ხოლო ახალ საფუძველს სისტემაში უთითებს თავად შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

ე) ელექტრონულ კონკურსს არ აქვს მინიჭებული კონკურსის საბოლოო სტატუსი და პრეტენდენტს, რომლის შეფასების ჯერიც არ დამდგარა, მიეცა დისკვალიფიკაცია ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო, ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს მიუთითებს სააგენტო;

ვ) ხელშეკრულებას არასწორად მიენიჭა ხელშეკრულების სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“, სააგენტო ამ ხელშეკრულებას უბრუნებს ხელშეკრულების სტატუსს „მიმდინარე ხელშეკრულება“.

3. სააგენტო იხილავს შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებულ წერილობით მომართვას კონკურსის სტატუსთან დაკავშირებით არაუმეტეს 7 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ხელშეკრულების სტატუსთან დაკავშირებით – არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში და ახორციელებს შესაბამის ქმედებას ან უარს ამბობს მის განხორციელებაზე, თუ წერილობითი მომართვა უსაფუძვლოა. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას ხარვეზის გამოსწორება ან/და დამატებითი ინფორმაცია და განუსაზღვროს დრო მის/მათ გამოსასწორებლად ან/და წარმოსადგენად, რა პერიოდშიც ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 19 ივლისიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაზა ნანობაშვილი