გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ

გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 987-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250000.09.001.016411
987-IIს
15/06/2017
ვებგვერდი, 20/06/2017
010250000.09.001.016411
გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 
გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ

   

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-10 მუხლის მე-8 და მე-12 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, „გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნასთან დაკავშირებით წინადადების საქართველოს პარლამენტში წარდგინების თაობაზე“   საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის №1060 განკარგულებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. თვითმმართველი ქალაქი გორი და გორის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − გორის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი გორი.

2. თვითმმართველი ქალაქი ამბროლაური და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − ამბროლაურის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ამბროლაური.

3. თვითმმართველი ქალაქი მცხეთა და მცხეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − მცხეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი მცხეთა.

4. თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − ოზურგეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ოზურგეთი.

5. თვითმმართველი ქალაქი თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − თელავის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი თელავი.

6. თვითმმართველი ქალაქი ახალციხე და ახალციხის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − ახალციხის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ახალციხე.

7. თვითმმართველი ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − ზუგდიდის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ზუგდიდი.

8. ახალშექმნილი მუნიციპალიტეტების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საზღვრები ემთხვევა შესაბამისად გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების არსებულ საზღვრებს, შესაბამისი დასახლებების − თვითმმართველი ქალაქების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის არსებული საზღვრების დამატებით, და განისაზღვრება თანდართული სქემატური რუკებით (დანართები №1−№7).

9. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს. 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზვიად ძიძიგური

 

ქუთაისი,

15 ივნისი 2017 წ.

N987-IIს