დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 987-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250000.09.001.016411 |
|
გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-10 მუხლის მე-8 და მე-12 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნასთან დაკავშირებით წინადადების საქართველოს პარლამენტში წარდგინების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის №1060 განკარგულებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. თვითმმართველი ქალაქი გორი და გორის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − გორის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი გორი. 2. თვითმმართველი ქალაქი ამბროლაური და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − ამბროლაურის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ამბროლაური. 3. თვითმმართველი ქალაქი მცხეთა და მცხეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − მცხეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი მცხეთა. 4. თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − ოზურგეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ოზურგეთი. 5. თვითმმართველი ქალაქი თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − თელავის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი თელავი. 6. თვითმმართველი ქალაქი ახალციხე და ახალციხის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − ახალციხის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ახალციხე. 7. თვითმმართველი ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − ზუგდიდის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ზუგდიდი. 8. ახალშექმნილი მუნიციპალიტეტების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საზღვრები ემთხვევა შესაბამისად გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების არსებულ საზღვრებს, შესაბამისი დასახლებების − თვითმმართველი ქალაქების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის არსებული საზღვრების დამატებით, და განისაზღვრება თანდართული სქემატური რუკებით (დანართები №1−№7). 9. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს. |
ქუთაისი, 15 ივნისი 2017 წ. N987-IIს |
დოკუმენტის კომენტარები