„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0617/19-2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 19/06/2017
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0617/19-2
19/06/2017
ვებგვერდი, 20/06/2017
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №0617/19-2

2017 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №3 დანართში, სადაც მოცემულია იმ იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან, N139 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების 1 დანართში მოცემული რედაქციით.

2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, დაემატოს ამ ბრძანების 2 დანართში მოცემული მონაცემი.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ვ. ხასაშვილი


დანართი №1

იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან

N

ორგანიზაციის დასახელება

დასახელების სხვა ვარიანტები

მისამართი

სიაში შეყვანის თარიღი

სხვა ინფორმაცია

139

AL-NUSRAH FRONT FOR THE PEOPLE OF THE LEVANT

) the Victory Front; Jabhat al-Nusrah; Jabhet al-Nusra; Al-Nusrah Front; Al-Nusra Front

)Jabhat Fath al Sham; Jabhat Fath al-Sham; Jabhat Fatah al-Sham; Jabhat Fateh Al-Sham; Fatah al-Sham Front; Fateh al-Sham Front

) Conquest of the Levant Front

)The Front for the Liberation of al Sham

) Front for the Conquest of Syria/the Levant

)Front for the Liberation of the Levant

)Front for the Conquest of Syria

) Ansar al-Mujahideen Network-ერთეულისდასახელება

) Levantine Mujahideen on the Battlefields of Jihad - ერთეულისდასახელება

ა)სირიის არაბთა რესპუბლიკა

ბ)ერაყი (მხარდაჭერა)

14.05.14

(ცვლილება 07.06.17)

ასოცირებულია ალ-ქაიდასთან (Al-Qaida) (იურიდიულ პირთა სიაში 38), Syrian and foreign Al-Qaida in Iraq-სთან და Asbat al-Ansar-ს მებრძოლებთან (იურიდიულ პირთა სიაში 44-ე), სხვა უცხოელ აგენტებთან ერთად, სირიის არაბთა რესპუბლიკაში ადგილობრივ ელემენტებს უერთდებიან, ტერორისტული და პარტიზანული ოპერაციების განხორციელების მიზნით.

ადრე დაკავშირებული იყო Islamic State in Iraq and the Levant (ISIL) (იურიდიულ პირთა სიაში 83-ე) და მის ლიდერთან იბრაჰიმ ავვად იბრაჰიმ ალი ალ-ბადრი ალ-სამარრაი (Ibrahim Awwad Ibrahim Ali al-Badri al-Samarrai), (სიაში 284-ე), თუმცა 2013 წელს გამოეყო მათ. 2016 წლის ივლისში აბუ მუჰამედ ალ ჯავლანმა (Abu Mohammed Al-Jawlani) (სიაში 306-ე) Al-Nusrah Front for the People of the Levant-ის ლიდერმა, გამოაცხადა, რომ ჯგუფმა შეიცვალა სახელი და გახდა Jabhat Fath al-Sham და აღარ მიიღებდა სხვა გარე ორგანიზაციას.

განცხადებისა და ცდების მიუხედავად გამოყოფილიყო Al-Nusrah Front for the People of the Levant-ს, ჯგუფი რჩება ალ-ქაიდასთან და აგრძელებს ტერორისტული ოპერაციების განხორციელებას ახალი სახელით.

2013 წლის 30 მაისიდან 2014 წლის 13 მაისამდე რეგისტრირებული იყო როგორც ალ-ქაიდა ერაყში (Al-Qaida In Iraq - №83 სიაში).

 

 

 

 

 

დანართი №2

ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან

პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/

მოქალაქეობა)

ფსევდონიმი(ები, ზედმეტი სახელი(ები)

 

პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი

მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყო-ფელი

სიაში შეყვანის თარიღი

სხვა ინფორმაცია

1

2

3

4

5

6

7

393

1. ფარედ (FARED)

2. საალ (SAAL)

დაბადების თარიღი:

18.02.1989

დაბადების ადგილი:

ბონი, გერმანია (Bonn, Germany)

ეროვნება/მოქალაქეობა:

ა) გერმანელი

ბ) ალჟირელი

 

ა)აბუ ლუქმაან ალ ალმანი (Abu Luqmaan Al Almani)

ბ) აბუ ლუნგმაან (Abu Lugmaan)

 

პირადი ნომერი:

გერმანული პირადობა -5802098444, გაცემულია ბონში, გერმანიაში 2010 წლის 15 აპრილს, ვადა გაუვიდა 2016 წლის 14 აპრილს.

 

 

16.06.17

გერმანელი უცხოელ ტერორისტთა მებრძოლი Islamic State in Iraq and the Levant-ისათვის (იურიდიულ პირთა სიაში 83-ე)

ფიზიკური აღწერილობა: ყავისფერი თვალები, შავი თმა, სიმაღლე 178სმ, წონა 80 კგ.

დაჭერის შესახებ ევროპული ბრძანება გაცემულია გერმანიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს გამომძიებელი მოსამართლის მიერ 2014 წლის 13 აგვისტოს.