„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯუმითი 2014“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯუმითი 2014“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023925
  • Word
1174
08/06/2017
ვებგვერდი, 19/06/2017
000000000.00.003.023925
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯუმითი 2014“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1174

2017 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯუმითი 2014“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის 15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის 365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-7 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯუმითი 2014“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის 15 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება 2019 წლის 1 2 იანვრამდე;“;

 „დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში, წარმოების პროფილის შენარჩუნება და შეთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ, არანაკლებ 210 (ორას ათი) ტონა გამომშრალი დაფნის გადამუშავება შემდეგი პირობებით:

 დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში, წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

 დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში − წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.“.

 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                       გიორგი კვირიკაშვილი