დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა (წამყვანი ორგანიზაცია) და სხვა თანამონაწილე ორგანიზაციების მიერ გრანტის მიღების შესახებ გასაფორმებელი დოკუმენტის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1158 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023902 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1158
2017 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა (წამყვანი ორგანიზაცია) და სხვა თანამონაწილე ორგანიზაციების მიერ გრანტის მიღების შესახებ გასაფორმებელი დოკუმენტის თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს (წამყვანი ორგანიზაცია), ა(ა)იპ – საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს (თანამონაწილე ორგანიზაცია), სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (თანამონაწილე ორგანიზაცია) და საერთაშორისო სამეცნიერო-ტენიკურ ცენტრს (ISTC) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი თემაზე: „ Mycobacterium bovis ინფექცია სამხრეთ კავკასიაში და მისი ტვირთი ჯანმრთელობაზე“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები