დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღედ გამოცხადების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 211 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/04/1993 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 6, 08/04/1993 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.09.001.000.005 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღედ გამოცხადების შესახებ
საქართველოს უახლეს ისტორიაში დიდია ცხრა აპრილის მნიშვნელობა. ამ დღეს ქართველმა ერმა ერთხმად და თამამად გამოხატა თავისი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ, ამ დღეს დაიღვარა სამშობლოსათვის თავგანწირულ მამულიშვილთა უმანკო სისხლი და ამ დღესვე აღდგენილ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ამდენად ეს დღე არა მარტო ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოა, არამედ საქართველოს ერთიანობისა და წინსვლის დღეც არის. ამ თარიღის აღსანიშნავად საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. 9 აპრილი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღედ.
2. 9 აპრილი აღინიშნოს ყოველწლიურად და გამოცხადდეს უქმე დღედ.
საქართველოს პარლამენტის
სპიკერი ვ. გოგუაძე
თბილისი,
1993 წლის 8 აპრილი.
№211
დოკუმენტის კომენტარები