დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 943-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 100030010.05.001.018478 |
|
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის: ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის, გენერალური ინსპექციის, საგამოძიებო დეპარტამენტისა და სხვა საჯარო მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.“; ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის, გენერალური ინსპექციის, საგამოძიებო დეპარტამენტისა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. 2. მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი, აგრეთვე ამ კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საკითხები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 4. პენიტენციურ დაწესებულებას ხელმძღვანელობს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. პენიტენციური დაწესებულების დირექტორს დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“. 3. მე-10 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ზ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.“. 4. 101 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 101. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება 1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. 2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. 3. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე. 4. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირობებითა და ვადით დატოვოს დაწესებულების ტერიტორია.“. 5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი: „მუხლი 102. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება 1. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. 2. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. 3. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე.“. 6. 121 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათზე მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. აუდიოსაშუალებებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“. 7. მე-14 მუხლის: ა) პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება.“; ბ) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით − გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში.“. 8. მე-15 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 1 მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვ. მეტრზე ნაკლები.“. 9. მე-16 მუხლის: ა) პირველი−მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერა აკრძალულია. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება. 3. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს იგი საწერი საშუალებითა და ქაღალდით. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია მოწმდება. შემოწმება მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა. შეზღუდვის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს.“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პენიტენციურ დაწესებულებას ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.“. 10. მე-17 მუხლის მე-5−მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ინფორმაცია მიეწოდება წერილობით. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირი პენიტენციური დაწესებულების დირექტორს წარუდგენს ახლო ნათესაობის დამადასტურებელ დოკუმენტს. 6. პენიტენციური დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული. 7. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 11. 171 მუხლის: ა) პირველი−მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა და ამ კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა, უფლება აქვს, ისარგებლოს ვიდეოპაემნით (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით) ნებისმიერ პირთან. 2. ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება მსჯავრდებულს ეზღუდება დისციპლინური სახდელის მოხდის, დისციპლინური პატიმრობის ან პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებისა და კრიზისული ვითარების პერიოდში. 3. მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ორგანიზებას მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება, ხოლო პენიტენციური დაწესებულების გარეთ – სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – პრობაციის ეროვნული სააგენტო).“; ბ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პენიტენციური დაწესებულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ახორციელებენ მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ვიზუალურ ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე მსჯავრდებულის და მასთან ვიდეოპაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა. 7. პენიტენციური დაწესებულებები, სადაც შესაძლებელია მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის განხორციელება, აგრეთვე მსჯავრდებულის მიერ ვიდეოპაემნის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. 12. 172 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხანგრძლივი პაემანი არის მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან ერთად ცხოვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, მსჯავრდებულის ან ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირის ხარჯით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წარმომადგენლის დაუსწრებლად. ხანგრძლივი პაემნის საფასური ძირითადად ხმარდება მისი მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას.“; ბ) მე-3−მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული არანაკლებ 2 კვირით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი 10 დღის ვადაში უნდა იქნეს ინფორმირებული. 5. ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არაუმეტეს 23 საათისა. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით კუთვნილი ხანგრძლივი პაემანი წელიწადში ერთხელ შეიძლება გაუგრძელდეს არაუმეტეს 47 საათამდე. 6. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა: ა) საკარანტინო რეჟიმში მყოფ მსჯავრდებულს; ბ) მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან მოთავსებულია სამარტოო საკანში.“. 13. 173 მუხლის: ა) მე-2−მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქალ მსჯავრდებულს მისი წერილობითი მოთხოვნით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან, ძმასთან საოჯახო პაემნის უფლება. 21. ქალ მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს იმ პირთან საოჯახო პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის. 3. საოჯახო პაემნის მოთხოვნით მსჯავრდებული წერილობით მიმართავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს საოჯახო პაემნის განხორციელებამდე 10 დღით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 ნაწილები: „31. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მიმართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი დეპარტამენტის დირექტორს მიმართავს შუამდგომლობით საოჯახო პაემნის განხორციელების თაობაზე ან მსჯავრდებულს წერილობით აცნობებს მოტივირებულ უარს საოჯახო პაემნის განხორციელებაზე. 32. ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის მიღებიდან 3 დღის ვადაში დეპარტამენტის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას საოჯახო პაემნის განხორციელებაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ.“; გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე დეპარტამენტის დირექტორის თანხმობის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა უზრუნველყოფს საოჯახო პაემნის ორგანიზებას, რის თაობაზედაც აცნობებს განმცხადებელს.“; დ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე დეპარტამენტის დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით უნდა ეცნობოს.“. 14. მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ხარჯითა და პენიტენციური დაწესებულების კონტროლით. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი უნაღდო ანგარიშსწორებით ახლო ნათესავს, ხოლო პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვით – სხვა პირს. მიღებული ფულადი გზავნილი ბრალდებულს/მსჯავრდებულს ნაღდი ფულის სახით არ გადაეცემა და გამომგზავნს უბრუნდება.“. 15. მე-20 მუხლის: ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო- და ტელეტრანსლაცია. პენიტენციურ დაწესებულებაში, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა, შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონული სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობა. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა იმ ბრალდებულისა/ მსჯავრდებულისა, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და მოთავსებულია სამარტოო საკანში, შეიძლება მიეცეს სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები: „21. პატიმრობის დაწესებულებაში, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ჯგუფს დაწესებულების დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი რადიომიმღების ან/და ტელევიზორის შეძენის უფლება, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სიმშვიდე. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ჯგუფმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას, რაც მოწმდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 22. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს პირადი რადიომიმღები ან/და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდე.“. 16. 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით, აგრეთვე საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ. პენიტენციურ დაწესებულებას უფლება აქვს, მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენის დაცვის აუცილებლობა.“. 17. 22-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით, რომლის ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.“; ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. პენიტენციურმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს თეთრეულის სისუფთავე. 4. პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია ბრალდებულს/ მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლის ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია ატაროს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი.“. 18. 23-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზრუნველყოფს სამჯერადი კვებით.“. 19. 26-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მსჯავრდებულის მიერ განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვება“; ბ) პირველი და 11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტის დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება: ა) თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე; ბ) სოციალური აქტივობის განსახორციელებლად; გ) სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით. 11. საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობის აუცილებლობის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დეპარტამენტი უზრუნველყოფს საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობას.“; გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ხარჯები ანაზღაურდება მისი ან მისი ოჯახის სახსრებით, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად მსჯავრდებულის გაყვანასთან. მინისტრის მიერ დადგენილი წესით მსჯავრდებულის სამკურნალო დაწესებულებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი ხარჯების აუნაზღაურებლად.“. 20. 27-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან რომელსაც შეფარდებული არ აქვს დისციპლინური პატიმრობა, უფლება აქვს, წელიწადში ორჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. ორსულ ქალს და 3 წლამდე ბავშვის დედას უფლება აქვთ, წელიწადში სამჯერ ისარგებლონ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.“; ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. მსჯავრდებულს, რომელიც სარგებლობს ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან რომელსაც შეფარდებული არ აქვს დისციპლინური პატიმრობა, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დამატებით წელიწადში ორჯერ მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება უმაღლესი განათლების მიღების უფლებით სარგებლობის ხელშეწყობის მიზნით. ამ ნაწილით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.“; გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადების მიუხედავად, შესაძლებელია მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება.“. 21. 28-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტის დირექტორის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გირაო 3 დღის ვადაში შეიტანება სამინისტროს ანგარიშზე.“. 22. 30-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და სამინისტროს მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები.“; ბ) მე-2 ნაწილის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაიცვას პენიტენციური დაწესებულების დებულება და შეასრულოს სამინისტროს მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები;“; ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სურვილის შემთხვევაში, იმუშაოს მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ გამოყოფილ სამუშაო ადგილზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.“. 23. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. შეტყობინება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატიმრობის აღსრულების ადგილზე/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ 1. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის პატიმრობის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს და ბრალდებულის ახლო ნათესავს, აგრეთვე ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან/და ბრალდებულის ადვოკატს. 2. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს განაჩენის გამომტან სასამართლოს და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, აგრეთვე მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან/და მსჯავრდებულის ადვოკატს.“. 24. 36-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებიდან მის გათავისუფლებამდე. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგ მისი პირადი საქმე სამინისტროს არქივში ინახება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოების წესს, ამ საქმისთვის დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალს და საქმის არქივში შენახვის ვადას განსაზღვრავს მინისტრი.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის შევსების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“. 25. 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველია, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“. 26. 38-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ინახებოდა. 3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან იგი არ შეეფერება შესაბამის სეზონს, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია უსასყიდლოდ გადასცეს მას ამ სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი.“. 27. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 39. ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება 1. ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გასათავისუფლებლად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან პენიტენციური დაწესებულების დირექტორი კანონით დადგენილი წესით, საექიმო დასკვნის საფუძველზე, გათავისუფლების შესახებ მიმართავს სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას ან სასამართლოს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 3. სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, ექიმთა კონსილიუმის შეფასების საფუძველზე. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საკითხის განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. 5. სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის წესი, უფლებამოსილება და საქმიანობის პირობები, აგრეთვე ექიმთა კონსილიუმის შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“. 28. მე-40 მუხლის: ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.“; ბ) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 29. 42-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.“; გ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. 6. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.“; დ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შესაძლებელია მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა 6 თვეში ერთხელ. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე.“; ე) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი: „8. საბჭო უფლებამოსილია მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით მიმართოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს რეკომენდაციით მსჯავრდებულისათვის დამატებითი პირობების განსაზღვრის თაობაზე.“. 30. 43-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა.“; ბ) მე-4−მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. 5. საბჭო მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენით. ამ გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის მონაცემები და საქმის ძირითადი გარემოებები. 6. საბჭო მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში. 7. მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.“. 31. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. პენიტენციური დაწესებულების მოვალეობები მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისას 1. თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური დაწესებულება მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აცნობებს მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ. 2. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.“. 32. 451 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 451. პენიტენციური დაწესებულების მოვალეობა ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისას პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, ამ კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით პენიტენციური დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ, აგრეთვე ამ კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ.“. 33. 46-ე მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ − რისკი) გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მოსამზადებლად; ბ) პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას; გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; დ) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას; ე) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; ვ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას; ზ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; თ) ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; ი) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას; კ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას.“; ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 ნაწილები: „41. მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი (შემდგომ − გუნდი). მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 42. გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) რისკის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.“; გ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე ვრცელდება წესები, რომლებიც დადგენილია ამ რისკის მსჯავრდებულისათვის და რომელთა დაცვაც შესაძლებელია სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანილი მსჯავრდებული შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრისთანავე შეიძლება დაბრუნდეს იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლიდანაც გადაიყვანეს.“. 34. 47-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პენიტენციური დეპარტამენტი უზრუნველყოფს სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნას დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები: „21. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად მიღებიდან 60 დღის ვადაში შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გუნდს მსჯავრდებულის რისკის განსაზღვრისთვის წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 22. დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებული, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა ქცევა, დამოკიდებულება ან/და რომლის იმავე პენიტენციურ დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია, დროებით, მაგრამ არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა, გადაიყვანოს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში რისკის გადასაფასებლად. აღნიშნულ ვადაში გუნდი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რისკის გადაფასებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის დადგენილი უფლებები და მოვალეობები.“. 35. 49-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე/მოსამსახურეები ამ დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით.“. 36. VIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პენიტენციური დაწესებულება“. 37. 52-ე მუხლის: ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განაწილების წესი.“; ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ვალდებულია შეამოწმოს იმ პირთა ნივთები, ტანსაცმელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შედიან პენიტენციურ დაწესებულებაში ან გადიან პენიტენციური დაწესებულებიდან. 4. ფული ან სხვა ფასეულობა, რომელიც ჩამოერთმევა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მის გათავისუფლებამდე შესანახად გადაეცემა პენიტენციურ დაწესებულებას ამ დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით.“. 38. 54-ე მუხლის: ა) პირველი−მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე − თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო-, ვიდეოსაშუალებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებით. სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერა. 2. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული/ მსჯავრდებული მის მიმართ ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის ან/და აუდიო-, ვიდეოჩაწერის განხორციელების თაობაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიმართ მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ ბრძანება გაეცნობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რასაც იგი ადასტურებს ხელმოწერით. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი.“; ბ) მე-6−მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილითა და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა პირებთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე. 7. პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. 8. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრისთანავე პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შეწყვეტის შესახებ. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის მის დასასჯელად განხორციელება.“. 39. 551 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულზე ამ დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ვრცელდება ის უფლებები და პირობები, რომლებიც დადგენილია შესაბამისი რისკის მსჯავრდებულისთვის. გამომძიებლის/ პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება მსჯავრდებულს შეეზღუდოს პაემნის, სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის უფლებები.“. 40. 572 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გაქცევად მიიჩნევა: ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დამცავი ზღუდის გადაკვეთა; ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მისი გაყვანისას/გადაყვანისას მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით დადგენილი დაცვის ხაზის გადაკვეთა.“. 41. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 573 მუხლი: „მუხლი 573. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლი 1. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლი არის ამ დაწესებულების გარე დამცავი ზღუდის გარე პერიმეტრი. 2. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის რადიუსი შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების გარე ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ინდივიდუალურად განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. პენიტენციური დაწესებულებისათვის შესაძლებელია განისაზღვროს გარე აკრძალული ზოლის რამდენიმე რადიუსი. 3. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის რადიუსი შემოღობილი უნდა იყოს ან/და გარე აკრძალული ზოლის საზღვართან შესაბამისი ამკრძალავი ნიშნები უნდა განთავსდეს. 4. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა, კერძოდ, ამ ზოლში ყოფნა ან/და სატრანსპორტო საშუალების შეყვანა (გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევისა), პიროტექნიკური ნაწარმის, ფეიერვერკის, მომწამლავი, ადვილად აალებადი ან/და სხვა ნივთის/ნივთიერების შეტანა ან/და გამოყენება, წაქეზება/მოწოდება კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისკენ/არეულობისკენ/დაუმორჩილებლობისკენ, აგრეთვე უკანონო ფორმით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის ინფორმაციის მიწოდება პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლიდან ან მისი მიმდებარე ტერიტორიიდან. აკრძალულია აგრეთვე ნივთის ან/და ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანა ან/და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის გადაცემა. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის მიერ სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან/და სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სამართალდარღვევის აღკვეთის ან სამართალდამრღვევის გამოვლენის მიზნით მიმართოს პოლიციას. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე და განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედებები. 7. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში და მისგან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე. 8. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლისგან 100 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერი მშენებლობა უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან. ამასთანავე, სამინისტროს თანხმობით პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები პენიტენციური დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის.“. 42. მე-60 მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-, ვიდეოტექნიკის და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. სპეციალურ ნებართვას გასცემს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წინასწარ შეთანხმებით.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. პენიტენციური დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.“; გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები აგრეთვე არ ვრცელდება სამინისტროს მიერ განხორციელებულ გადაღებაზე. გადაღების თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.“. 43. 602 მუხლის: ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ დაწესებულების დირექტორის ნებართვით ჰქონდეს და ისარგებლოს მაცივრით.“; ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 44. 603 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 603. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ამ დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა; ე) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ვ) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; თ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.“. 45. 62-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი − დღე-ღამეში არაუმეტეს 30 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არაუმეტეს 15 წუთისა;“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ დაწესებულების დირექტორის ნებართვით ჰქონდეს და ისარგებლოს მაცივრით.“; გ) მე-3 და მე-4 ნაწილები ამოღებულ იქნეს. 46. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 63. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი ხანმოკლე პაემანი; დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლა; ე) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; ვ) დამატებითი სატელეფონო საუბარი; ზ) დამატებითი ვიდეოპაემანი; თ) დამატებითი საოჯახო პაემანი (ქალი მსჯავრდებულისათვის); ი) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; კ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.“. 47. 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 48. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 66. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი სატელეფონო საუბარი; დ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობა; ე) დამატებითი ხანმოკლე პაემანი; ვ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; ზ) პერსონალური კომპიუტერით სარგებლობა; თ) დამატებითი ვიდეოპაემანი; ი) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; კ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.“. 49. 663 მუხლის: ა) მე-2 ნაწილის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;“; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 2 სატელეფონო საუბარი, თითოეული − არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − 1 სატელეფონო საუბარი არაუმეტეს 15 წუთისა.“; ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ გარკვეული რაოდენობის სატელეფონო ნომერზე, რომლებშიც არ შედის საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის და მსჯავრდებულის ადვოკატის სატელეფონო ნომრები. მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება დაწესებულების დებულებით. 4. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას სამინისტროს უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფს უფლება აქვს, მოისმინოს და ჩაიწეროს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები. მათი მოსმენისა და ჩაწერის შესახებ მსჯავრდებულს წინასწარ ეცნობება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; გ) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 50. 664 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 664. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ამ დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა; დ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ე) ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ვ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების მიცემა; ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; თ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.“. 51. 665 მუხლი ამოღებულ იქნეს. 52. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XI1 თავი: „თავი XI1 გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მუხლი 714. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველი 1. ეს თავი ადგენს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებებს. 2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთა აღსრულდება ამ კოდექსის შესაბამისად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის მოთავსების წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 715. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებანი 1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებული, რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული სასჯელის შესაბამისი ვადა. დაუშვებელია გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მოთავსება. 2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული თავსდება დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით და მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. წერილობით თანხმობაში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ თანახმაა, შეასრულოს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის დადგენილი ვალდებულებები, აგრეთვე ისწავლოს ან/და იმუშაოს და მონაწილეობა მიიღოს ამ დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში. 3. დეპარტამენტის დირექტორი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, გაქცევის რისკს, აგრეთვე იმ საფრთხეს, რომელიც მსჯავრდებულმა შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას. მუხლი 716. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები 1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, თავსდება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ საცხოვრებელში. 2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულზე ამ დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ვრცელდება ის უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დადგენილია შესაბამისი რისკის მსჯავრდებულისთვის. 3. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, დატოვოს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ერთ-ერთი შემდეგი პირობითა და ვადით: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში, სამუშაო ან/და სასწავლო გრაფიკის შესაბამისად; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში; გ) დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, 1 კვირის განმავლობაში არაუმეტეს 3 დღე-ღამისა. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით: ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ბ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი. 5. მსჯავრდებულს, რომელმაც ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დატოვა გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, ეკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. მუხლი 717. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ამ დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა; დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა; ე) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების მიღების უფლების მიცემა, რომელთა ქონის უფლებაც მსჯავრდებულს დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომლებიც აკრძალული არ არის. მუხლი 718. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის დისციპლინური სახდელის სახეები 1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები: ა) გაფრთხილების მიცემა; ბ) საყვედურის გამოცხადება; გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; ე) ამანათებისა და გზავნილების მიღების უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; ვ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით; ზ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; თ) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღებისა და გაგზავნის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; ი) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; კ) ფულადი გზავნილის მიღებისა და გაგზავნის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; ლ) ამ კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა 2 თვემდე ვადით. 2. თუ მსჯავრდებული არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, არღვევს პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილ მოთხოვნას ან/და თუ მან ქცევა ამ დაწესებულებაში მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი დეპარტამენტის დირექტორს მიმართავს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.“. 53. 72-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალი მსჯავრდებული სასჯელს იხდის ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც, როგორც წესი, გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ქალი მსჯავრდებული შეიძლება განთავსდეს რისკის შესაბამისად, ამ დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საჭიროების შემთხვევაში ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება ორსული ქალებისა და ბავშვებისათვის. დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვით და ამ დაწესებულების დირექტორის თანხმობით შესაძლებელია დედისა და 3 წლამდე ბავშვის ერთად ცხოვრება. ქალთა სპეციალური დაწესებულება ვალდებულია შექმნას შესაბამისი პირობები.“; გ) 32 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33–36 ნაწილები: „33. ქალ მსჯავრდებულს, რომლის 3 წელს მიღწეულმა შვილმა დატოვა ქალთა სპეციალური დაწესებულება, უფლება აქვს, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, შვილთან ურთიერთობის მიზნით, ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება. ქალი მსჯავრდებულის მიერ დასვენების და უქმე დღეებში ქალთა სპეციალური დაწესებულების დატოვების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 34. ამ მუხლის 33 ნაწილით განსაზღვრული საკითხის განხილვისას გაითვალისწინება ქალი მსჯავრდებულისაგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა, ქალი მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებაზე. 35. ამ მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქალი მსჯავრდებულის ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით: ა) ქალი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ბ) ქალი მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი. 36. ქალ მსჯავრდებულს, რომელმაც ამ მუხლის 33 ნაწილის შესაბამისად დატოვა ქალთა სპეციალური დაწესებულება, ეკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.“; დ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქალი მსჯავრდებული სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას, არაჯეროვნად ასრულებს მათ, ბოროტად იყენებს მშობლის უფლებებს, ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შემდგომი რეაგირებისათვის.“; ე) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ კოდექსის 173 მუხლით დადგენილი წესით 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი საოჯახო პაემანი.“; ვ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის: ვ.ა) მე-10 ნაწილი: „10. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.“; ვ.ბ) მე-11 ნაწილი: „11. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“. 54. 74-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ცალ-ცალკე ათავსებენ. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მიიღოს ზომები მათი ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველსაყოფად. ეს წესი გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება სხვა ბრალდებულებზედაც გავრცელდეს.“. 55. 75-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათს პენიტენციური დაწესებულება უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან განყოფილებას დაქტილოსკოპირების ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.“; ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. მას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების ექიმი. ბრალდებულის სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში პატიმრობის დაწესებულების ექიმი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.“. 56. 76-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პატიმრობის დაწესებულებიდან ბრალდებულის გადაყვანისას მისი მიმღები პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს და ბრალდებულის ახლო ნათესავს, აგრეთვე ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან/და ბრალდებულის ადვოკატს მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში.“. 57. 79-ე მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ეცვას პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, ხოლო თუ ასეთი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი არ აქვს − პენიტენციური დაწესებულების მიერ გადაცემული სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი; გ) პენიტენციური დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და 1 თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 58. მე-80 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე განხორციელება; თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებული მოწყობილობების/ სისტემების ფუნქციონირებაში პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;“. 59. 82-ე მუხლის: ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.“; ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, საბჭო.“. 60. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს.“. 61. 85-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი: „9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება გრძელდება საერთო წესით.“. 62. 87-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ბრალდებულს/ მსჯავრდებულს, რომელიც მისდამი დაქვემდებარებულ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელი.“. 63. 88-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა, აგრეთვე ეზღუდება სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება. მას უფლება აქვს, ისარგებლოს გასეირნების უფლებით − ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა.“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში მყოფი პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში, სამარტოო საკანში პირის ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე.“. 64. 89-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პენიტენციურმა დაწესებულებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დისციპლინური დარღვევის პრევენციის მიზნით და მის თავიდან ასაცილებლად.“. 65. XV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მსჯავრდებულის დისციპლინური პატიმრობა“. 66. 90-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დისციპლინური პატიმრობის შეფარდება“; ბ) პირველი−მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 30 დღე-ღამის ვადით. ეს წესი არ ვრცელდება ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაზე. 11. თუ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ჩაიდინა ამ კოდექსის მე-80 მუხლის „გ“, „დ“ ან/და „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 60 დღე-ღამის ვადით. 2. მსჯავრდებულისთვის 1 წლის განმავლობაში შეფარდებული დისციპლინური პატიმრობების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 60 დღე-ღამეს, ხოლო ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − 150 დღე-ღამეს. 3. დისციპლინური პატიმრობა არ შეეფარდება ქალ მსჯავრდებულს, რომელიც არის ორსულად ან ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, აგრეთვე 65 წელს გადაცილებულ მსჯავრდებულს. 4. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამ უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს: ა) გამომცემი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს; ბ) შედგენის თარიღს, დროსა და ადგილს; გ) სარეგისტრაციო ნომერს; დ) მითითებას იმ ნორმატიულ აქტსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე, რომელთა საფუძველზედაც თანამდებობის პირი ახორციელებს აღნიშნულ უფლებამოსილებას; ე) დისციპლინური დარღვევის ჩამდენის შესახებ მონაცემებს (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა); ვ) დისციპლინური დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს (წლის, თვის, რიცხვის, საათისა და წუთის მითითებით) და დარღვევის არსს. თუ დროის განსაზღვრა შეუძლებელია, დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროდ მიიჩნევა მისი გამოვლენის დრო; ზ) მონაცემებს მოწმისა და დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში; თ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში; ი) შუამდგომლობას სახდელის სახით დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ, სახდელის ვადის მითითების გარეშე. 6. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემისას მსჯავრდებულს განემარტება უფლება – გაეცნოს ამ განკარგულებას, მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით, გაასაჩივროს დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება. აღნიშნული განმარტების თაობაზე აღინიშნება დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში. 7. თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში. 8. დისციპლინური დარღვევის ჩამდენს, მოწმეს, დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები. ისინი დაერთვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებას. 9. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ერთი ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა მსჯავრდებულს. 10. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში წარედგინება უფლებამოსილ სასამართლოს პენიტენციური დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. მტკიცების ტვირთი ეკისრება განკარგულების გამომცემ თანამდებობის პირს. 11. მოსამართლე დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებას განიხილავს ერთპიროვნულად, ღია სასამართლო სხდომაზე, მისი წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. საქმის განხილვის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოტანილი. დაუშვებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის სხვა დროისათვის გადადება.“; გ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. დისციპლინური პატიმრობის ვადაში ჩაითვლება პირის სასამართლოში წარსადგენად გამოყენებული დრო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოსატანად გამოყენებული დრო.“. 67. 91-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ“; ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას) არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი მიიღება მხოლოდ იმ პირობით, თუ პირის მიერ შესაბამისი დისციპლინური დარღვევის ჩადენა სასამართლო განხილვის დროს სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დამტკიცდა. 2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.“; გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამართლიანია, თუ შეფარდებული დისციპლინური პატიმრობა შეესაბამება დისციპლინური დარღვევის ჩამდენის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის სიმძიმეს.“. 68. 92-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს: ა) ჩაიდინა თუ არა პირმა ამ კოდექსით გათვალისწინებული ქმედება; ბ) არის თუ არა პირის ქმედება მართლსაწინააღმდეგო; გ) შეერაცხება თუ არა პირს ბრალად ჩადენილი ქმედება; დ) უნდა შეეფარდოს თუ არა პირს დისციპლინური პატიმრობა და რა ზომით; ე) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი.“; გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასამართლო უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული რამდენიმე პირისთვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების საკითხები განიხილოს ერთობლივად, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამომცემი თანამდებობის პირის შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.“. 69. 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 94. აღსრულების ორგანიზება და კონტროლი 1. დისციპლინურ პატიმრობასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (განჩინებას) აღსასრულებლად მიაქცევს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო. აღსრულების ორგანიზება და კონტროლი ეკისრება დეპარტამენტს. 2. მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 3. დისციპლინური პატიმრობის ვადა არ ჩაითვლება მსჯავრდებულის სასჯელის ვადაში.“. 70. 95-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოთხოვნის შეტანით ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოთხოვნა რეგისტრირდება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო მისი რეგისტრაციის ნომერი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს.“; გ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 71. მე-100 მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ამ დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.“; ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს; გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პენიტენციურ დაწესებულებაში საჩივრების რეგისტრაციასა და აღრიცხვას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი.“. 72. 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გადაუგზავნოს ადრესატს. 2. პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს მისთვის განკუთვნილი საჩივარი შეუფერხებლად, ამ დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით მიეწოდება.“. 73. 104-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას. თუ კონფიდენციალურ საჩივარზე ადრესატი მითითებული არ არის ან მასზე მითითებული ადრესატის იდენტიფიცირება შეუძლებელია, პენიტენციური დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომრის და საჩივრის გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ ინფორმაციას საჩივრების ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავს. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, 2 კვირის ვადაში დაიბრუნოს კონფიდენციალური საჩივარი. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შეინახოს საჩივარი არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო ამ ვადის ამოწურვისთანავე გაანადგუროს იგი.“. 74. 108-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს იგი საჩივრის შესატანად საჭირო აუცილებელი რაოდენობის საშუალებებით, მათ შორის, საწერი საშუალებით, ქაღალდით, კონფიდენციალური საჩივრისათვის კონვერტით.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პენიტენციურმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/ მსჯავრდებულის პრობლემების ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც პენიტენციურმა დაწესებულებამ შესაძლოა ადგილზე გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოსა და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელთაც ის გაეგზავნა.“. 75. 1121 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.“. 76. 113-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 113. ბრალდებულის/მსჯავრდებულის განათლება 1. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები, რათა ბრალდებულმა/ მსჯავრდებულმა მიიღოს ზოგადი და პროფესიული განათლება. 2. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია დაწესებულებაში მოაწყოს ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გასაგებ ენაზე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო კანონმდებლობა.“. 77. 115-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 78. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1151 მუხლი: „მუხლი 1151. მსჯავრდებულის უმაღლესი განათლება 1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, დაბალი რისკის მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით. აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესი და პირობები და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 2. მსჯავრდებულის უმაღლესი განათლება ფინანსდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. ამ კოდექსის 47-ე მუხლის 22 ნაწილით ან 718 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულს შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე ეზღუდება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება. 4. მსჯავრდებულს დისციპლინური პატიმრობის მოხდისა და სამარტოო საკანში მოთავსების პერიოდში ეზღუდება სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება.“. 79. 116-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღება;“. 80. 118-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებას უზრუნველყოფს ამ დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი.“; ბ) 51 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“. 81. 121-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გაყვანილ იქნეს სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.“. 82. 1211 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნის პირობები“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანის შემთხვევაში მის მიმღებ საავადმყოფოში ეწყობა დროებითი საგუშაგო.“; გ) მე-3−მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნისას: ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავებს (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, ნაშვილები, გერი და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით მონახულების უფლება; ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულების უფლება მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირსაც, რომელიც ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არ არის; გ) თუ საავადმყოფო ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვერ უზრუნველყოფს მომვლელის მომსახურებით, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს საავადმყოფოს ხელმძღვანელის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მომვლელად ყოფნის უფლება; დ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს დამატებითი კვების პროდუქტების მიღების უფლება; ე) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში მას დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი ჰიგიენის დასაცავად საჭირო ნივთების/საშუალებების, ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვა საგნების ამანათის სახით მიღების უფლება. 4. იმ ქალი მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანისას, რომელსაც ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, ამ დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება საავადმყოფოში დედასთან ერთად ბავშვიც იქნეს გაყვანილი. 5. სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში 3 წლამდე ბავშვის გაყვანის შემთხვევაში ქალი მსჯავრდებული ქალთა სპეციალური დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, როგორც წესი, გაყვანილი უნდა იქნეს შვილთან ერთად. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დეპარტამენტის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. 6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მასზე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-17–173 მუხლებით გათვალისწინებული პაემნების უფლებები. 7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანისა და ყოფნის წესი და პირობები ამ მუხლის საფუძველზე განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. 83. 122-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სამინისტროს ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით. 2. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის თაობაზე.“. 84. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1242 მუხლი: „მუხლი 1242. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამონაცვლე ამ კოდექსის 2015 წლის 1 მაისის მდგომარეობით არსებული რედაქციის 44-ე მუხლით გათვალისწინებული სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამონაცვლეა საბჭო ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით.“. მუხლი 2 1. 2017 წლის 1 ივლისამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის მე-7 მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ბრძანების გამოცემა. 2. 2017 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის მე-20 მუხლის 21 ნაწილით, მე-19 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 29-ე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 42-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის 31 ნაწილით, 53-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლის 33 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა. 3. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-40 ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 572 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 41-ე ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 52-ე ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 714 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა. 4. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის 78-ე ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 1151 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა. 5. 2017 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის 27-ე ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 39-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 53-ე ნაწილის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა. 6. 2017 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის 25-ე ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3−მე-5 ნაწილებისა, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-15 ნაწილისა, მე-19 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-20, 25-ე, 27-ე და 28-ე ნაწილებისა, 29-ე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, 30-ე და 32-ე−34-ე ნაწილებისა, 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-40 და 41-ე ნაწილებისა, 42-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, 43-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, 45-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, 52-ე ნაწილისა, 53-ე ნაწილის „გ“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებისა, 57-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, 65-ე−69-ე, 78-ე და 79-ე ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 ნაწილი, მე-19 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 25-ე, 27-ე და 34-ე ნაწილები, 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 42-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 43-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 45-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 53-ე ნაწილის „გ“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტები, 57-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 65-ე−69-ე ნაწილები ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან. 4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3−მე-5 ნაწილები, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-20 და 28-ე ნაწილები, 29-ე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, 30-ე, 32-ე, 33-ე, მე-40, 41-ე, 52-ე, 78-ე და 79-ე ნაწილები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 1 ივნისი 2017 წ. N943-IIს |
დოკუმენტის კომენტარები