შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1079
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023852
  • Word
1079
01/06/2017
ვებგვერდი, 14/06/2017
000000000.00.003.023852
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1079

2017 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: ახალსოფლის, ნორიოსა და მარტყოფის წყალმომარაგების ქსელის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების (სათავე ნაგებობის ნაწილობრივი მოწყობა: ჭაბურღილებისა და მათი შემკრები კოლექტორის, შემკრები რეზერვუარის, მდინარისაგან დამცავი გაბიონებისა და სატუმბი სადგურის მოწყობა; საქლორატოროს მოწყობა და მაგისტრალური წყალსადენის ნაწილობრივი მოწყობა (სათავე ნაგებობიდან გომბორის გზამდე)) სახელმწიფო შესყიდვა, 8 000 000 (რვა მილიონი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი