სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023845
  • Word
1010
25/05/2017
ვებგვერდი, 13/06/2017
000000000.00.003.023845
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1010   

2017 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო  საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, თენგიზ ჩანტლაძის I შესახვევში, №14-ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 9 კვ. მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.17.001.062), გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელეთში მდებარე 9 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.03.05.454), მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძალისში მდებარე 12 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.02.14.229) და ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩა №10-ის მიმდებარედ არსებული 9 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №61.11.21.497) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2301 (ორი ათას სამას ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №205169066).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  ერთი თვის  ვადაში.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საპრივატიზებო პირობაზე დამატებით:

ა) №01.19.17.001.062 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს ამავე უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის კარადის განთავსება;

ბ) №61.11.21.497 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს ამავე უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში  სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება და ფუნქციონირების დაწყება;

გ)  №81.03.05.454 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს ამავე  უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება და ფუნქციონირების დაწყება;

დ) №72.02.14.229 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს ამავე  უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება და ფუნქციონირების დაწყება.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი