„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 280
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.019989
280
08/06/2017
ვებგვერდი, 09/06/2017
470000000.10.003.019989
„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №280

2017 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

 

„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, 470000000.10.003.019705) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. დანართი 18-ის (სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება):

ა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „“ ქვეპუნქტი:

„ვ) „ბ.კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეები არიან პროგრამა „საზაფხულო სკოლების“ მონაწილეები.“;

ბ) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.კ“ ქვეპუნქტი:

„ბ.კ) „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველყოფა:

ბ.კ.ა) „საზაფხულო სკოლების“ უზრუნველყოფა ექიმისა და ექთნის მომსახურებით;

ბ.კ.ბ) „საზაფხულო სკოლების“ უზრუნველყოფა მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის №01-17/ნ ბრძანებით განსაზღვრული პროგრამა „მომავლის ბანაკით“ განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად აუცილებელი მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით (დანართი №4).“;

გ) მე-4 მუხლს მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.კ“ ქვეპუნქტის (პროგრამა „საზაფხულო სკოლებით“ განსაზღვრული ღონისძიებები) ფარგლებში:

ა) თითოეულ ბანაკს ყოველთვიურად ემსახურება ერთი ექიმი და ერთი ექთანი. ყოველთვიურად ექიმის მინიმალური სახელფასო ფონდი განისაზღვრება 650 ლარით, ხოლო ექთნის მინიმალური სახელფასო ფონდი – 455 ლარით;

ბ) თითოეული ბანაკისათვის ყოველთვიურად შეისყიდება არაუმეტეს 1000 ლარის ღირებულების მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები.“;

დ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“, „ბ.ზ“, „ბ.თ“, „ბ.ი“ და „ბ.კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია დახმარების ცენტრი.“.

2. დანართი 20-ის (რეფერალური მომსახურება) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ ქვეპუნქტი:

„ა.ე) პროგრამა „საზაფხულო სკოლებით“ („დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“) განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებას, რომელთა ხარჯებიც არ იფარება სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი