სს ,,გუდვილის’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს ,,გუდვილის’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/13628-13
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 02/06/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/13628-13
02/06/2017
ვებგვერდი, 06/06/2017
სს ,,გუდვილის’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/13628-13

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

მოვალე სს „გუდვილი”

 

კრედიტორები შპს „არგო’’, გიორგი მახათაძე, შპს ,,ალიანსი-საქართველო’’, შპს ,,ევერესტი 2010’’, შპს ,,ლიტვური საცხობი+’’, შპს ,,თელავის მარანი’’, შპს ,,გაგრა პლიუსი’’, შპს ,,გეო ლატექსი’’, შპს ,,იბერია პროდაქტი’’, შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ & გ’’, შპს ,,სოლედო’’, შპს ,,ვინივერია ლოჯისტიკს’’, შპს ,,დიპლომატ ჰოლდინგი’’, შპს ,,ცენტურიონი’’, შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია სარაჯიშვილი’’, შპს ,,მასტერ თრეიდი’’, შპს ,,ივერიონი გრუპ’’, შპს ,,სიფუდ გრუპ’’, შპს ,,მარეტი’’, შპს ,,ფუდლაინ 2012’’, შპს ,,კომპანია ორბიტა’’, შპს ,,ჯეო’’, შპს ,,სუპერი’’

წარმომადგენელი ტარიელ ჩოჩიშვილი

 

მოთხოვნა სს ,,გუდვილის’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია სს ,,გუდვილის’’ გადახდისუუნარობის საქმე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს შპს ,,არგოს’’, გიორგი მახათაძის, შპს ,,ალიანსი-საქართველოს’’, შპს ,,ევერესტი 2010’’-ის, შპს ,,ლიტვური საცხობი+’’-ის და სხვათა წარმომადგენელმა ტარიელ ჩოჩიშვილმა და მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: 1. რეაბილიტაციის მმართველის 2016 წლის ანგარიშის მოსმენა/შეფასება; 2. 2017 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეაბილიტაციის მმართველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის განხილვა/შეფასება; 3. შპს ,,ჯი.ეფ.პი.კოს’’ დირექტორის წერილის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება აღიარებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ვადაზე ადრე, კერძოდ, 2017 წლის ივნისიდან; 4. რეაბილიტაციის მმართველის პოზიციიდან შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის’’ გათავისუფლება; 5. რეაბილიტაციის მმართველად შპს ,,ნექსია თიეის’’ კანდიდატურის არჩევა/დამტკიცება. 6. სს ,,გუდვილის’’ ხელმძღვანელობასა და პასუხისმგებლობაზე უფლებამოსილ პირსა და რეაბილიტაციის მმართველს შორის უფლებამოსილების გამიჯვნა განცხადებაზე დართული უფლებამოსილების გამიჯვნის დოკუმენტის (ხელშეკრულების დანართი №1) შესაბამისად; 7. რეაბილიტაციის მმართველთან ხელშეკრულების დადება.

 

სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284 -ე-285-ე მუხლებით და

 

დაადგინა:

 

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 6 მაისს, 16:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), სხდომის დარბაზი №1 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. რეაბილიტაციის მმართველის 2016 წლის ანგარიშის მოსმენა/შეფასება;

1.2. 2017 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეაბილიტაციის მმართველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის განხილვა/შეფასება;

1.3. შპს ,,ჯი.ეფ.პი.კოს’’ დირექტორის წერილის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება აღიარებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ვადაზე ადრე, კერძოდ, 2017 წლის ივნისიდან;

1.4. რეაბილიტაციის მმართველის პოზიციიდან შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის’’ გათავისუფლება;

1.5. რეაბილიტაციის მმართველად შპს ,,ნექსია თიეის’’ კანდიდატურის არჩევა/დამტკიცება.

1.6. სს ,,გუდვილის’’ ხელმძღვანელობასა და პასუხისმგებლობაზე უფლებამოსილ პირსა და რეაბილიტაციის მმართველს შორის უფლებამოსილების გამიჯვნა განცხადებაზე დართული უფლებამოსილების გამიჯვნის დოკუმენტის (ხელშეკრულების დანართი №1) შესაბამისად;

1.7. რეაბილიტაციის მმართველთან ხელშეკრულების დადება;

1.6. მის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                         თამარ ჭუნიაშვილი