დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 26 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 02/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.174.016218 |
|
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2016; 190020020.35.174.016192) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 12 434,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7 255,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7 585,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 330,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1 553,7 ათასი ლარის ოდენობით.“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -1 627,5 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1 627,5 ათასი ლარის ოდენობით.“; თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ლ) ა(ა)იპ – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 03 14) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური პრობლემების და მოთხოვნილებების შესწავლის, მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის განსახორციელებელი პროექტებისათვის თანხების მოძიების, დემოგრაფიულ, სოციალურ და ეკონომიკურ სკითხებზე გამოკითხვების ჩატარების, ხელისუფლების და ბიზნესსექტორის მიერ საინვესტიციო შესაძლებლობების ანალიზის, უცხოურ ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარების და განვითარების სხვა პროგრამების შემუშავების მიზნით დაგეგმილია მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯების უზრუნველყოფა სუბსიდირების გზით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების სამგანზომილებიანი მოდელირება, მასზე არსებული ინფორმაციის მიმაგრება და ინტერნეტ სივრცეში განთავსება. გეოინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა. ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით მათი ექსპლოატაციისათვის აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა. შიდა ტურიზმის, შემოყვანის ტურიზმის, სამთო ტურიზმისა და ალპინიზმის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება მოსწავლე-ახალგაზრდობაში. ტურიზმსა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური პრიორიტეტების, სტრატეგიისა და წინადადებების შემუშავება. ახალი ტურისტული ადგილების შექმნისათვის რეკომენდაციების მომზადება და მრავალფეროვანი ტურისტული პროგრამების შექმნა და შეთავაზება. ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ბ.ლ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ლ) სამუზეუმო შენობის – ერეკლეს აბანოს რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 02 14) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამუზეუმო შენობის – ერეკლეს აბანოს რეაბილიტაცია. კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები