დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 891-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 360000000.05.001.018501 |
|
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საქმიანობა – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა; თ) საქმიანობის სუბიექტი – საქმიანობის განმახორციელებელი პირი, ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;“. 2. მე-13 მუხლის: ა) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;“; ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 1. საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინების, აგრეთვე ადამიანის ჯანმრთელობის, ბუნებრივი გარემოს, კულტურულ და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. 2. გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის მიზნით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემამდე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად ხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა. 3. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით.“. 4. 37-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის X1 თავი: „თავი X1. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება მუხლი 411. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება 1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში სტრატეგიული დოკუმენტი ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას. 2. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება ხორციელდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით. 3. ბათილია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მიღებულია ან/და დამტკიცებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების გარეშე. მუხლი 412. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში ხორციელდება გარემოზე ტრანსსასაზღვრო შეფასების პროცედურა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსისა და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.“. 6. 581 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 581. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები და გამოსაცემი ნორმატიული აქტები 1. ამ კანონთან დაკავშირებით: ა) ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“; ბ) ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: ბ.ა) „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“; ბ.ბ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“; ბ.გ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“; ბ.დ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ“; ბ.ე) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური საშუალებებისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“. 2. 2018 წლის 1 ივნისამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება „გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების შესახებ“.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი (გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 412 მუხლისა) ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან. 4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 412 მუხლი ამოქმედდეს „ტრანსსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ კონვენციისა და მისი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“ ოქმის საქართველოსთვის ძალაში შესვლისთანავე. |
ქუთაისი, 1 ივნისი 2017 წ. N891-IIს |
დოკუმენტის კომენტარები