ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 898-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.018500
898-IIს
01/06/2017
ვებგვერდი, 21/06/2017
360160000.05.001.018500
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ6) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად გაცემული გადაწყვეტილება;“.

2. მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ კოდექსით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა და მათი რეგისტრაციის წარმოება;“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პირი, რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას ან ტრანსპორტირებას, ვალდებულია ნარჩენები დასამუშავებლად გადასცეს შესაბამის ობიექტს, რომელსაც აქვს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან გავლილი აქვს რეგისტრაცია.“;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აკრძალულია ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა.“.

4. მე-16 მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პირს, რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას ან/და დამუშავებას, უნდა ჰქონდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან გავლილი უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია ამ კოდექსის VII თავის შესაბამისად.“.

5. მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა;

დ) სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ნარჩენების დამუშავების ობიექტის გარეთ დამუშავება.“.

6. 21-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ნაგავსაყრელზე დასაშვებია მხოლოდ დამუშავებული ნარჩენების განთავსება. ეს არ ეხება იმ ინერტულ ნარჩენებს, რომელთა დამუშავება ტექნიკურად ვერ განხორციელდება, აგრეთვე ისეთ ნარჩენებს, რომელთა ტექნიკურად განხორციელებადი დამუშავებით ვერ მიიღწევა ამ კოდექსის მიზანი.“.

7. 23-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის ამოქმედების დროს არსებული ნაგავსაყრელი ფუნქციონირებას განაგრძობს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვა. ამ ნებართვის მფლობელი ვალდებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედების შემდეგ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა.“.

8. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა და რეგისტრაცია“.

9. 24-ე და 25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ექვემდებარება

1. გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და მათი შინაარსისადმი მოთხოვნები განისაზღვრება ამ კოდექსით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსითა და მათ საფუძველზე მიღებული და გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. თუ პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ერთზე მეტ საქმიანობას ახორციელებს და ეს საქმიანობები ერთმანეთთან არსებითად არის დაკავშირებული, აღნიშნული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ერთი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება.

მუხლი 25. ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია

ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა წარედგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) დასამუშავებელი ნარჩენების სახეობა (კოდი და დასახელება ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მიღებული დადგენილების შესაბამისად);

ბ) დასამუშავებელი ნარჩენების რაოდენობა და წარმოშობა;

გ) ნარჩენების აღდგენის ან განთავსების ოპერაციების კოდები და აღწერილობა ამ კოდექსის I ან II დანართის შესაბამისად;

დ) გამოსაყენებელი საშუალებები და მოწყობილობები, აგრეთვე მათი წარმადობა;

ე) მოსაწყობი ნაგავსაყრელის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია.“.

10. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებისა და რეგისტრაციების რეესტრი

ამ კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და რეგისტრაციები აისახება ნარჩენების მონაცემთა ბაზაში ამ კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად.“.

11. 30-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებზედაც ამ კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად გაიცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება;“.

12. 36-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

4. სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ნარჩენების დამუშავების ობიექტის გარეთ დამუშავება –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“.

13. 47-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 ივნისი 2017 წ.

N898-IIს