დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 903-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 410000000.05.001.018502 |
|
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „37. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, რომელსაც გასცემს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემისას ამ საქმიანობის ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე შესაძლო გავლენის გათვალისწინება.“. 3. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აჩერებს ან კრძალავს ყველა სახის (მათ შორის, ამ მუხლის პირველ–მე-3 პუნქტებში აღნიშნულ) საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხოველთა სამყაროზე, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე, გამრავლების არეალებზე, გადარჩენის სტაციებზე, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებსა და წყლის სასმელ ადგილებზე და რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ან გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ხორციელდება.“. 4. 41-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) განმცხადებელს არ წარუდგენია გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სკრინინგის გადაწყვეტილება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 1 ივნისი 2017 წ. N903-IIს |
დოკუმენტის კომენტარები