„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 273
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 330110000.10.003.019979
273
01/06/2017
ვებგვერდი, 02/06/2017
330110000.10.003.019979
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №273

2017 წლის 1 ივნისი

   ქ. თბილისი

„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, 154, 25/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების №3 დანართის:

1. პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხრილის მე-9 პუნქტის მე-14 სვეტში არსებული ტექსტი („1499 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი“) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1499 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“.

2. მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ცხრილში არსებული გრაფა  შინაარსით – „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი 1499“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

 

 

 

1499

                                                                                                       “.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი