„საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020 წწ.) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020 წწ.) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 268
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 460080000.10.003.019977
268
01/06/2017
ვებგვერდი, 02/06/2017
460080000.10.003.019977
„საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020 წწ.) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №268

2017 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020 წწ.) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020 წწ.) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის  2016 წლის  26 თებერვლის №107 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2016, 460080000.10.003.019172) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2021 .წ.) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2021 წ.წ.) სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში − პროგრამა).“.

3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 2016-2021 წლებში პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხა განისაზღვროს 211 126 949 (ორას თერთმეტი მილიონ ას ოცდაექვსი ათას ცხრაას ორმოცდაცხრა) ლარის ოდენობით, დანართის შესაბამისად;“.

4. მე-3 მუხლის „გ.გ“, „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) პროგრამული დაფინანსების მიმღებ კლუბებში არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ, თითოეულ კლუბთან მიმართებით, ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება პროგრამის ფარგლებში დაფინანსების თაობაზე.“.

6. დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2021 ..) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება (ლარებში)

 

პრიორიტეტები

2016 წ.

2017 წ.

2018 წ.

2019 წ.

2020 წ.

2021 წ.

კლუბების საბაზისო დაფინანსება

24 671014

24 798768

21 000000

19 000000

18 000 000

18 000000

კლუბების ფინანსური სტიმულირება

1 295 000

3 448 388

7 500 000

9 000 000

10 000 000

10 000000

კლუბების  საპრიზო და პრემიალური ფონდი

150 000

6 752 844

6 000 000

6 000 000

6 000 000

6 000 000

მასობრივი სახის საფეხბურთო  ღონისძიებები  

და საფეხბურთო განათლების ხელშემწყობი პროგრამები

10 935

2 000 000

2 500 000

3000 000

3 000 000

3 000 000

ხარჯების ჯამი წლების მიხედვით

26 126949

37 000000

37 000000

37 000000

37 000 000

37 000000

საერთო ჯამი:

211 126 949.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი