დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 15 |
დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 31/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.133.016210 |
|
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა’’ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ა” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
1.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2016წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.133.016193) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
2.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ხელვაჩაურიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 16 297 090 ლარის ოდენობით:
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 10063850 ლარის ოდენობით:
გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1,183,240 ლარის ოდენობით
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 10 52126 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: |
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7302233 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7332033 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 29 800 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 17 854 159 ლარის ოდენობით ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1,527,269 ლარის ოდენობით. |
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -1,544,763 ლარის ოდენობით,
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1 559063 ლარის ოდენობით. |
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება –
17,494 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 230 000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 11.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 12.
სპორტული და კულტურული პროგრამები |
სპორტული და კულტურული პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 13.
პრემიები |
2017 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციის მუშაკებზე პრემიების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 14.
პასუხისმგებლობა |
2017 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრების განკარგვა განხორციელდეს დამტკიცებული შესყიდვების გეგმისა და მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას. |
თავი II
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება(პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, სოფლების საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 0301) განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვის ღონისძიება. 2.2.1 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) დღე-ღამის განმავლობაში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქუჩების განათება, რის უზრუნველსაყოფად ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის- 3041 წერტის ექსპლოატაცია. 2.2.2 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 030302) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. პროგრამის შესაბამისად გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.2.3 წყალმომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 030303) მუნიციპალური მომსახურების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შპს ხელვაჩაურის წყალკანალი რომელიც უზრუნველყოფს დაბისა და სოფლების წყალსადენების სათავე-ნაგებობების და მაგისტრალური ქსელის მოვლა-შენახვას, ქლორირებასა და ფილტრაციას. სულ მუნიციპალიტეტში 41აუზია 2100 კმ მაგისტრალის ოდენობით, რასაც საჭიროების შემთხვევაში უტარდება მიმდინარე რემონტი. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 04) დაგეგმილია სოფლებში ცენტრების კეთილმოწყობა, სახლების ეზოების, სკვერების მოწყობის სამუშაოები. განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. 2.4 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, რეგისტრაციის, ზედამხედველობის და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 05) მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. აუცილებელია სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 2.5 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 04 02) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი ღონისძიებები. 2017 წელს აღნიშნულ პროგრამაზე თანხები არ არის გათვალისწინებული. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) 2011 წლიდან ხელვაჩაურის საბავშვო ბაღები გადავიდა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, UNICEF-ისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ ლიტერატურაზე: ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები და სკოლამდელი განათლების პროგრამა. აღნიშნული პროგრამის დანერგვისათვის ყველა საბავშვო ბაღში დაემატა შტატი – ინგლისური ენის პედაგოგი, ლოგოპედი და ფსიქოლოგი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 17 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1270-ზე მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ადმინისტრაციისა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია. 3.2 სკოლების ხელშეწყობის ღონისძიებები(პროგრამული კოდი 04 02) 2005 წლიდან მუნიციპალიტეტი ახორციელებს დაწყებითი სკოლების რეაბილიტაციას და დღემდე რეაბილიტირებულია 42 დაწყებითი სკოლა. 3.2.1 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 02 05) მუნიციპალიტეტი სტიპენდიას გასცემს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ბაკალავრიატის სტუდენტებზე, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, პროგრამით თანხა გაიცემა 2015-2016წლებში პირველ და მეორე სემესტრში მიღებული ქულების შესაბამისად. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება; ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
4.1.1 ააიპ ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03 01) ხელვაჩაურის სპორტული სკოლა, სადაც 410 სპორტსმენია დაკავებული, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. პროგრამის ფარგლებში 2017 წელს გაგრძელდება ხელვაჩაურის სპორტული სკოლის დაფინანსება. უზრუნველყოფილი იქნება სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობები და გაგრძელდება ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა-წახალისება. სკოლაში მომზადებას გადის სხვადასხვა ასაკის ჯგუფები სპორტის 9 სახეობაში(ფეხბურთის ჯგუფში – 94 ბავშვი; კიკბოქსინგის ჯგუფში – 10; თავისუფალ ჭიდაობაში – 58; ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში – 90; ქართულ ჭიდაობაში – 10; მშვილდოსნობაში – 34; ძიუდოში – 34; ძალოსნობაში – 28; ხელბურთში – 15;) სპორტსმენების და მწვრთნელების დაფინანსება ხორციელდება სუბსიდიით ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ყველა სპორტსმენი განათლებას იღებს გადასახადის გარეშე. ჩამოყალიბებულია ფეხბურთის გუნდი „მაჭახელა“. აგრეთვე ფუნქციონირებს ჭადრაკისა და რაგბის ჯგუფი. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 01) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 3 მუსიკალური სკოლა, სადაც ფორტეპიანოსთან ერთად სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებზე დაკვრას ეუფლება 300-მდე მოსწავლე; ადმინისტრაციისა და პედაგოგების ხელფასს აფინანსებს ადგილობრივი ბიუჯეტი. სამუსიკო სკოლაში სწავლის ხანგძლივობა 6 წლით განისაზღვრება, რომლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს გადაეცემა შესაბამისი ხარისხის დამამთავრებელი მოწმობა. 4.2.2 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 03) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი, სანახაობრივი და ტრადიციული ღონისძიებები, ისეთი კულტურული ღონისძიებები როგორიცაა დედისა და ქალთა დღე; საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიები, საბავშვო სიმღერების კონკურსი ,,ცეროდენა”, ინტელექტუალური კონკურსი ,,ყველაზე ჭკვიანი”, სახალხო დღესასწაულები ,,კოლხობა” და ,,მაჭახლობა” და სხვ. 2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
4.2.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას (ლაშქრობები, ექსკურსიები). 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 0600) ჯანმრთელობის დაცვის უპირველესი ამოცანაა ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადმყოფობების შესწავლა, მათი გამოვლენა, სწორი დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა, ინდივიდუალური და კომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება. მოსახლეობის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. 5.1 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 01) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1.1 ეპილეპსიით დაავადებულ პირთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამა ითვალისწინებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქრონიკულად პროგრესირებად პირთა დაავადებების მედიკამენტოზურ დახმარებას, კერძოდ, მედიკამენტებით უზრუნველყოფას. 5.1.2 მაჭახლის თემის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელშეწყობის პროგრამა(პროგრამული კოდი 06 0102) პროგრამის მიზანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სასწრაფო-სამედიცინო დახმარება როგორც ბინაზე გამოძახებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში მძიმე ავადმყოფების გადაყვანის უზრუნველყოფა ცენტრალურ სამედიცინო დაწესებულებაში. 5.1.3 პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 0103) პირველადი ჯანდაცვა წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ კომპონენტს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყველა თემში მოსახლეობას პირველად სამედიცინო მომსახურებას უწევს სერტიფიცირებული ოჯახის ექიმი და ექთანი. მათი უმეტესობა მუშაობს დონორი ორგანიზაციების მიერ რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში. მათვე გააჩნიათ სათანადო აღჭურვილობა. აღნიშნული ფაქტორები განაპირობებს სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. პჯდ ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის გამგეობა განახორციელებს კომუნალური ხარჯებითა და სამედიცინო კაბინეტების დაქირავებისათვის იჯარის თანხით. აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 28 მარტის №01-63/ო ბრძანების თანახმად, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით პაციენტის უზრუნველსაყოფად, ,,ექიმის ჩანთის” შესაბამისად. 5.1.4 დიალიზით მოსარგებლე პირთა ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 0104) თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება ხორციელდება დიალიზის სახელმწიფო პროგრამით. სამკურნალო სეანსები უტარდებათ ქ. ბათუმის კლინიკებში. პროგრამით დაფინანსებულია ყოველთვიურად 13 სეანსი. სეანსების ჩატარება მკაცრად რეგლამენტირებულია. მკურნალობის რეჟიმის დარღვევა ჯანმრთელობის გაუარესების რისკის შემცველია, არ არის გამორიცხული სიცოცხლისათვის სავალალო შედეგიც. სისტემატიური გადაადგილების აუცილებლობა კიდევ უფრო ამძიმებს მცირეშემოსავლიანი ოჯახების მდგომარეობას და ჯანმრთელობის პრობლემების პარალელურად უქმნის მათ დამატებით ფინანსურ სიძნელეებს. პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებად მიჩნეულ იქნა ბენეფიციართა დახმარება ტრანსპორტირების თანხით. ამასთანავე ყველა ბენეფიციარი პირველი ჯგუფის ინვალიდია და გადაადგილებისათვის საჭიროებენ დამხმარე პირს, რაც ქმნის დამატებითი ტრანსპორტირების ხარჯის აუცილებლობას. 5.1.5 სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამა(პროგრამული კოდი 06 0109) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატური პირობების გამო მოსახლეობისათვის დროული სამედიცინო მომსახურების მიწოდება გართულებულია, რამაც გამოიწვია მათთვის ადგილზე ექიმამდელი სამედიცინო დახმარების ორგანიზების აუცილებლობა. 2016 წლის ჩათვლით პროგრამას მართავდა აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2017 წლიდან პროგრამა განხორციელდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. პროგრამის ამოქმედების პერიოდში მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 31 სამედიცინო პუნქტი, რომელშიც დასაქმებულია შესაბამისი კვალიფიკაციის 47 მედდა. გამგეობის მხრიდან განხორციელდება სამედიცინო პუნქტის მედდების ხელფასით უზრუნველყოფა და მათთვის მედიკამენტებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების შეძენა. პროგრამის პარამეტრები განისაზღვრება აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამის ანალოგიურად. 5.1.6 პარკინსონით დაავადებულ პირთა სპეციფიკური მედიკამენტით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 10) პარკინსონიზმი პროგრესირებადი დაავადებაა, რაც გულისხმობს დაავადების სიმპტომების დროთა განმავლობაში გამწვავებასა და დამძიმებას. ქრონიკული დაავადების მქონე პირები საჭიროებენ მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადებას საბოლოოდ მივყავართ უნარშეზღუდულობასა და ქმედითუნარიანობის დაკარგვამდე. დაავადებულები უპირატესად არიან ასაკოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მათი მნიშვნელოვანი ნაწილისათვის უწყვეტი მკურნალობა მცირე შემოსავლების გამო ხშირად ხელმიუწვდომელია. აღნიშნულის გათვალისწინებით გამგეობამ შეიმუშავა შესაბამისი პროგრამა, რომლითაც ისარგებლებს პარკინსონით დაავადებული პირები ასაკის შეუზღუდავად. 5.1.7 ბრონქული ასთმით დაავადებულ პირთა სპეციფიკური მედიკამანტებით უზრუნველყოფა(პროგრამული კოდი 06 01 11) ბრონქული ასთმით დაავადებულ ბენეფიციართა ავადობისა და ინვალიდობის შემცირების მიზნით შემუშავებულ იქნა მიზნობრივი პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია ბრონქული ასთმით დაავადებული 120 ბენეფიციარისათვის ყოველდღიურად მისაღები სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად. 3 ინჰალატორი წლის განმავლობაში. 5.2.მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა(პროგრამული კოდი 0602 01) პროგრამა ითვალისწინებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 22 ბენეფიციარის ცხელი საკვებით უზრუნველყოფას დღეში ერჯერადად კვირაში 7 დღის განმავლობაში. 5.2.2 ომის მონაწილეებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02). პროგრამა ითვალისწინებს უკვდავყოფის და სადღესასწაულო დღეების ორგანიზებას; ერთჯერად მატერიალურ დახმარებას; ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 250 ლარის ოდენობით; დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების მიზნით; მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე 9 მაისთან დაკავშირებით ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულზე 100 ლარის ოდენობით და ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ საზეიმო ბანკეტს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე 27 სექტემბერთან დაკავშირებით თითოეულზე 100 ლარით დახმარებას, მემორიალის შემკობა – 16 თებერვალი, 9 მაისი, 26 მაისი, 7 აგვისტო. 27 სექტემბერი, მემორიალთან მუდმივი ცეცხლისათვის ბუნებრივი აირის გადასახადი. 5.2.3. მრავალშვილიანი დედების (ყოველ მე-3 და მომდევნო შვილის შეძენისას) ერჯერადი მატერიალური დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 03) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის პროგრამის ფარგლებში 2017 წელს, გათვალისწინებულია: მე-3 შვილის დაბადებაზე 500 ლარი, მე-4 შვილის დაბადებაზე 700 ლარი, მე-5 და მომდევნო შვილის დაბადებაზე 900 ლარი. 5.2.4. მრავალშვილიანი და დედმამით ობოლ ბავშთა (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) მუნიციპალიტეტის მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე (37 ოჯახი) ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 1000 ლარის ოდენობით. 5.2.5 0-დან 70000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ოჯახის წევრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთჯერადი მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამისფარგლებში გათვალისწინებულიაუკიდურესად გაჭირვებული ოჯახების გარდაცვლილთა დაკრძალვისათვის დახმარების გაწევა. დახმარების თანხა თითოეულ გარდაცვლილზე შეადგენს 250 ლარს. 5.2.6 0-დან 70000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის პროგრამის ფარგლებში 2017 წელს, გათვალისწინებულია:0-700000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების პირველი შვილის დაბადებაზე 300 ლარი, მე-2 შვილის დაბადებაზე 400 ლარი. 5.2.7 ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 09) პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა სამედიცინო ცენტრებში ცერებრალური დამბლით, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კუნთთა და ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების მქონე ბავშვებისათვის ფსიქოსომატური რეაბილიტაციის კურსების ჩასატარებლად ტრანსპორტით გადაადგილებისათვის მატერიალურ დახმარებას. დაფინანსება თანხვედრილია აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის მოცულობის, ანუ 6 კურსი წელიწადში. კურსის ხანგძლივობა 10 დღე, სულ წელიწადში – 60 დღე. პროგრამით მოსარგებლე პირთა უმეტესობა შშმ პირია და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს არა აქვთ ტრანსპორტირების ხარჯები, ცხოვრობენ სოფლად და თანმხლებ პირთან ერთად უწევთ რამდენიმე სახის ტრანსპორტის შეცვლა, პროგრამით გათვალისწინებული დახმარება მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.პროგრამა უზრუნველყოფს ფინანსური დახმარების გაწევას აჭარის არ ტერიტორიაზე განლაგებულ სამედიცინო ცენტრებში გადაადგილებისათვის. პაციეტს აქვს ცენტრის არჩევის უფლება. მიმდინარე ეტაპზე ბენეფიციარები სარგებლობენ 5 სამედიცინო ცენტრის მომსახურებით. გათვალისწინებულია კომპენსაციის გაწევა 90 პირისათვის დღეში 7 ლარის ოდენობით. 5.2.8 ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 12) ფენილკეტონურია – მძიმე მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ნერვული სისტემისა და სხვა შინაგანი ორგანოების ღრმა დაზიანებით. დაავადების მქონე პირები მთელი ცხოვრების მანძილზე საჭიროებენ დაკვირვებასა და მკურნალობას სამედიცინო გენეტიკურ ცენტრებში და სპეციალურ დიეტას უცილო საკვები პროდუქტებით. 18 წლამდე ასაკის ბავშვები ფედერალური პროგრამის ფარგლებში მარაგდებიან მათთვის საჭირო დიეტური სამკურნალო ნარევებით, რომელიც ნაწილობრივ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დამატებითი სოციალური დახმარების მიზნით გამგეობამ შეიმუშავა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა. პროგრამით დახმარება საწყის ეტაპზე გაეწევა ფენილკეტონურიით დაავადებულ ერთ პირს, რომელიც ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში. საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარების ჩართვა მოხდება წლის განმავლობაში. |
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 16.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
|
დოკუმენტის კომენტარები