მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 265
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.019974
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
265
29/05/2017
ვებგვერდი, 31/05/2017
010110020.10.003.019974
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/05/2017 - 03/07/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №265

2017 წლის 29 მაისი

   ქ. თბილისი

 

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

 

მუხლი 3
დაევალოს სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის  განხორციელება, ხოლო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს  − ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.  
მუხლი 4
ეთხოვოთ ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებს პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.  
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.   

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების  სახელმწიფო  პროგრამა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას.

2. პროგრამის მიზანია მაღალმთიან რეგიონებში:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბებისა და საძოვრების რაციონალურად ათვისება;

ბ) მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა;

გ) მსხვილფეხა პირუტყვის მაღალპროდუქტიული ჯიშების შერჩევა და აპრობირება;

დ) ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა;

ე) წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესება;

ვ) მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მიგრაციის შეჩერების ხელშეწყობა.

მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;

ბ) პრეტენდენტი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს;

გ) მონაწილე – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება;

დ) ხელშეკრულება – სააგენტოსა და მონაწილეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში აღჭურვილობის გადაცემამდე და გადაცემის შემდეგ მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;

ე) სამმხრივი ხელშეკრულება – სააგენტოს, მონაწილესა და მომწოდებელს (პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ახორციელებს საჭირო საქონლის ან/და მომსახურების მიწოდებას) შორის გაფორმებული ხელშეკრულება დანართ №2-ითა და №3-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის შესყიდვაზე;

ვ) იჯარის ხელშეკრულება – სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და მონაწილეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბითა და საძოვრით სარგებლობის შესახებ;

ზ) რძის გადამამუშავებელი საწარმო – ამ პროგრამის მიზნებისთვის ნედლი რძის გადამუშავებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა დანართ №1-ით განსაზღვრული აღჭურვილობით;

თ) აღჭურვილობა – ამ პროგრამის დანართ №1-ით, №2-ითა და №3-ით გათვალისწინებული ტექნიკა, დანადგარები და აღჭურვილობა;

ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბი – სათიბი, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში იჯარით გადაეცემა მონაწილეს;

კ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვარი – საძოვარი, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში იჯარით გადაეცემა მონაწილეს;

ლ) ნედლი რძე – რძე, რომელსაც არ გაუვლია 400 C -ზე მაღალ ტემპერატურაზე თერმული (თბური) დამუშავება, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც მისი შემადგენელი კომპონენტ(ებ)ის ცვლილებას გამოიწვევს;

მ) მაღალპროდუქტიული ფური – ამ პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი რეგიონებისთვის აპრობირებული ჯიშის ფური, რომლის წველადობა ლაქტაციის პერიოდში შეადგენს არანაკლებ 3500 კგ-ს;

ნ) ლაქტაციის პერიოდი – წველადობის პერიოდი, რომელიც იწყება ხბოს მოგებისას და სტანდარტული ხანგრძლივობა შეადგენს 305 დღეს.

მუხლი 4. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვები

1. ამ პროგრამის დანართ №1-ით, №2-ითა და №3-ით გათვალისწინებული აღჭურვილობისა და ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 20 სული მაღალპროდუქტიული ფურის სახელმწიფო შესყიდვას ახორციელებს სააგენტო.

2. აღჭურვილობის შესყიდვა ხორციელდება სააგენტოს მიერ წინამდებარე პროგრამაში რეგისტრაციის დაწყების პარალელურად, ხოლო მაღალპროდუქტიული ფურების შესყიდვა ხორციელდება 2018 წელს.

მუხლი 5. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები

1. პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენისას აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

ა) განაცხადის წარდგენისას სააგენტოსაგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ. გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს და განაცხადის წარდგენამდე აღმოფხვრილი აქვს აღნიშნული ხარვეზი;

ბ) მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ თერთმეტს ან თუ მეპაიეები არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ თერთმეტს;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 11 მეპაიე ფიზიკური ან იურიდიული პირი რეგისტრირებულია ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში, რომლებიც მიეკუთვნება იმ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელშიც რეგისტრირებულია პრეტენდენტი;

დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა მფლობელობაში არსებული ფურების ან/და დეკეულების რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 200 სულს, გარდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა და იდენტიფიცირებულია სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ფურები ან/და დეკეულები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა მფლობელობაშია, ეს მეპაიეები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელშიც რეგისტრირებულია პრეტენდენტი;

ე) იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ან მიიღებენ „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში, პროგრამაში მონაწილეობისათვის უნდა გაზარდონ არსებული ფურების რაოდენობა არანაკლებ 200 ფურით ან/და დეკეულით;

ვ) მსხვილფეხა საქონლის სადგომი რეგისტრირებულია სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ;

ზ) რეგისტრირებულია წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, გორის, ქარელის, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს მუნიციპალიტეტების იმ დასახლებებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილება;

თ) არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;

ი) არ არის აღრიცხული მოვალეთა რეესტრში;

კ) შერჩეული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარის უფლებით მისაღები სათიბი ან/და საძოვარი. ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე სათიბის ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 0,5 ჰა-ისა და არა უმეტეს 2 ჰა-ისა, ხოლო, საძოვრის ფართობი ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე უნდა იყოს არანაკლებ 1 ჰა-ისა და არა უმეტეს 2 ჰა-ისა. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტში არ მოიძებნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბის ამ ქვეპუნქტით დადგენილი რაოდენობები, პრეტენდენტს სათიბის ნაცვლად შეუძლია მოითხოვოს საძოვარი, თუმცა სათიბისათვის დადგენილი ფართობების ფარგლებში. ხოლო თუ მუნიციპალიტეტში არ მოიძებნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრის ამ ქვეპუნქტით დადგენილი რაოდენობები, პრეტენდენტს საძოვრის ნაცვლად შეუძლია მოითხოვოს სათიბი. თუმცა საძოვრისათვის დადგენილი ფართობების ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების დასადასტურებლად პრეტენდენტმა რეგისტრაციისას სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) ცნობა სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა მფლობელობაში არსებული:

ა.ა) ფურების ან/და დეკეულების შესახებ;

ა.ბ) მსხვილფეხა საქონლის სადგომის რეგისტრაციის შესახებ;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი);

გ) ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არქონის თაობაზე;

დ) ცნობა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

ე) პრეტენდენტის მეპაიე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 6. პროგრამაში მონაწილეობაზე ელექტრონული განაცხადის წარდგენა

1. პროგრამაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, რომელიც არ უნდა იყოს 30 სამუშაო დღეზე ნაკლები.

2. რეგისტრაცია შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (www.acda.gov.ge). რეგისტრაციის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.

3. რეგისტრაციის დროს პრეტენდენტის მიერ შესაბამისი მონაცემების არასწორად წარდგენის შემთხვევაში, მას სააგენტო უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის არსებობასთან დაკავშირებით, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრება არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღისა. შეტყობინების გაგზავნა ხდება პრეტენდენტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება შეტყობინების გაგზავნის მომდევნო სამუშაო დღეს.

4. ხარვეზის არასათანადოდ აღმოფხვრის შემთხვევაში, სააგენტო პრეტენდენტს დამატებით უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის თაობაზე და განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

5. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დოკუმენტების სააგენტოსათვის წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალურად, ისე სააგენტოს ოფიციალური ელფოსტის მეშვეობით (info@acda.gov.ge).

მუხლი 7. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბებისა და საძოვრების იჯარით გადაცემის წესი და პირობები

1. პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გაიცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბი და საძოვარი, ამ მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით, აუქციონის გარეშე, საქართველოს მთავრობის თანხმობით.

2. პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებამდე სააგენტო პრეტენდენტის მიერ რეგისტრაციისას წარდგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) წარუდგენს ქონების ეროვნულ სააგენტოს ამავე სათიბისა და საძოვრის პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემის საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის დადგენის მიზნით.

3. პრეტენდენტსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულება ფორმდება ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ მოძიებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემის საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის საკითხის შეთანხმების შემდგომ. 

4. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის იჯარის უფლებით მიღების მიზნით, პროგრამის მონაწილე შესაბამისი განაცხადით, სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მონაწილისათვის გადაცემის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობითა და იჯარის უფლებით გადასაცემი სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციით მიმართავს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – ქონების ეროვნული სააგენტო).

5. პროგრამით განსაზღვრული პირობებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის იჯარით გადასაცემად, სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.

6. პროგრამის მონაწილეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, იჯარით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბი და საძოვარი შემდეგი პირობებით:

ა) იჯარის ვადა − 25 წელი;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის იჯარის წლიური ღირებულება – იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველ და მეორე წელს 1 ჰა-ზე 1 ლარი, მესამე და შემდგომ წლებში 1ჰა-ზე 15 ლარი;

გ) იჯარის უფლების მესამე პირისთვის დათმობა/უფლებრივად დატვირთვა, ქვეიჯარით გაცემა დაუშვებელია.

 7. იჯარის საფასურის გადახედვა შესაძლებელია 5 წელიწადში ერთხელ, რომელიც, როგორც სათიბის, ისე საძოვრის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიურ საწყის საფასურს.

8. ამ პროგრამაში ჩართულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სათიბებამდე და საძოვრებამდე გზის მიყვანას განახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შესაბამისი მუნიციპალიტეტები.

მუხლი 8. პროგრამის ფარგლებში რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება და მონაწილისათვის გადაცემა

1. ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება და დანართ №1-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით დაკომპლექტება. რძის გადამამუშავებელი საწარმოს შენობა-ნაგებობის ფართობი შეადგენს 250 მ2-ს.

2. სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენების მიზნით, ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოძიება, რომლის ფართობიც შეადგენს დაახლოებით 1000 მ2-ს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარგებლობის უფლებით, გადაეცემა სააგენტოს.

4. რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის დასრულებისა და დანართ №1-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით დაკომპლექტების შემდეგ, ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა აღჭურვილობასთან ერთად გადაეცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს პირდაპირი მიყიდვის წესით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებისას საპრივატიზებო თანხა შეადგენს რძის გადამამუშავებელი საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობისა და დანართ №1-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის საერთო საბაზრო ღირებულების 23%-ს, რომლის გადახდა ხდება 8 წლის განმავლობაში შემდეგი გრაფიკით: პირველ წელს – 0,5%, მე-2 წელს – 2%, მე-3 წელს – 5%, მე-4 წელს – 7,5%, მე-5 წელს – 15%, მე-6 წელს – 20%, მე-7 წელს – 25% და მე-8 წელს – 25%.

6. დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რძის გადამამუშავებელი საწარმოსი, საკუთრებაში გადაეცემა:

ა) დამხმარე მეურნეობის მოსაწყობად განკუთვნილი უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია პრეტენდენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს პროგრამაში რეგისტრაციის ეტაპზე;

ბ) დანართი №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობა სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, მონაწილის მხრიდან 10%-იანი თანადაფინანსებით;

გ) 20 სული მაღალპროდუქტიული ფური მონაწილის მხრიდან 10%-იანი თანადაფინანსებით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში შესასყიდი ფურების ჯიშები განისაზღვრება სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან შეთანხმებით.

8. სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებამდე მონაწილემ უნდა წარადგინოს ხელშეკრულება ვეტერინარიული მომსახურების შესახებ.

9. რძის გადამამუშავებელი საწარმოს წყლით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და დუშეთის მუნიციპალიტეტი.

მუხლი 9. მონაწილისათვის დანართ №3-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის გადაცემის წესი და პირობები

1. ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებში (გარდა დუშეთისა) რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, 10%-იანი თანადაფინანსებით, გრანტის სახით გადაეცემათ დანართ №3-ით გათვალისწინებული აღჭურვილობა.

2. პრეტენდენტთა განაცხადების დაკმაყოფილება განხორციელდება უხარვეზო განაცხადების რიგითობის მიხედვით, ამ პროგრამისათვის განსაზღვრული ბიუჯეტის ამოწურვამდე. ერთ მუნიციპალიტეტში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი.

3. სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებამდე მონაწილემ უნდა წარადგინოს ხელშეკრულება ვეტერინარიული მომსახურების შესახებ.

მუხლი 10. მონაწილის მიერ პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებები

1. ამ პროგრამის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია, 8 წლის განმავლობაში:

ა) არ დაუშვას ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული აღჭურვილობის გასხვისება;

ბ) არ დაუშვას ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;

გ) შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;

დ) აწარმოოს ნედლი რძის მიღების აღრიცხვის დოკუმენტაცია;

ე) წარუდგინოს სააგენტოს კვარტალური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი კვარტალის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა და წლიური ანგარიში ყოველი მომდევნო წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა;

ვ) 2018 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს ყოველწლიურად ფურების ან/და დეკეულების საწყისი რაოდენობის გაზრდა არანაკლებ 10%-ით ისე, რომ 2024 წელს ფურების ან/და დეკეულების რაოდენობა შეადგენდეს არანაკლებ 400 სულს;

ზ) 2018 წლის 1 იანვრიდან ყოველწლიურად უზრუნველყოს არსებული მსხვილფეხა საქონლის არანაკლებ 10%-ის დაგრილება მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების გზით. აწარმოოს ჩანაწერები და აღნიშნულის შესახებ სააგენტოს წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტი (თარიღისა და ჯიშის მითითებით);

თ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები წარმოადგენს, როგორც ხელშეკრულების, ისე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის სარგებლობის პირობებსა და რძის გადამამუშავებელი საწარმოს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო პირობებს.

3. ამ პროგრამის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონაწილე სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 წლის განმავლობაში ვალდებულია:

ა) არ დაუშვას ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული აღჭურვილობის გასხვისება;

ბ) არ დაუშვას ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;

გ) შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;

დ) წარუდგინოს სააგენტოს კვარტალური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი კვარტალის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა და წლიური ანგარიში ყოველი მომდევნო წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა;

ე) უზრუნველყოს ფურების ან/და დეკეულების საწყისი რაოდენობის გაზრდა არანაკლებ 400 სულამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები წარმოადგენს, როგორც ხელშეკრულების, ისე ქონების ეროვნულ სააგენტოსა და მონაწილეს შორის გაფორმებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის სარგებლობის პირობებს.

მუხლი 11. მონიტორინგი

1. პრეტენდენტის მიერ განაცხადით წარდგენილი მოთხოვნების შესაბამისობისა და მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე ან/და დოკუმენტურ მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.

2. მონაწილესთან გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების კონტროლს ახორციელებს ქონების ეროვნული სააგენტო.

მუხლი 12. საინფორმაციო კამპანია

1. პროგრამის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს სააგენტო საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას მედიასაშუალებების, მოსახლეობასთან შეხვედრებისა თუ სხვა საშუალებების გამოყენებით.

2. მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანს წარმოადგენს რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებთან/ პოტენციურ წევრებთან სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ძირითადი დანიშნულებისა და პრინციპების, ასევე პროგრამის არსისა და მასში მონაწილეობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

მუხლი 13. მონაწილის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები

1. პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილობრივ ან/და სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მონაწილეს განესაზღვრება შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადა, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. პროგრამის მონაწილე ვალდებულია, აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოს დაფიქსირებული ხარვეზის აღმოფხვრა.

2. დაწესებული ვადის უშედეგოდ გასვლა წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულებისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველს.

 

დანართი №1

აღჭურვილობა

ელექტროსასწორი (1000 ლიტრი)

1

გამაცივებელი რეზერვუარი (1000 ლიტრი)

2

ყველის სახარში აბაზანა (500 ლიტრი)

2

საწნეხი ურიკა (500 ლიტრი)

1

ყველის ფორმებში დამწნეხი დანადგარი

1

ყველის ფორმები 

80

სამაცივრე სისტემა მარილწყლოვანი აბაზანებისთვის 

(140 კუბ. მ)

1

დასაყოვნებელი ავზები (2000 X 800 მმ)

10

სეპარატორი (1000 ლ/სთ)

1

კოაგულატორი ნადუღისთვის

1

ნადუღის რეზერვუარი ერთკედლიანი (50 ლიტრი)

2

ნაღების რეზერვუარი (200 ლიტრი)

2

ხანგრძლივი პასტერიზების აბაზანა ხაჭოსთვის (200 ლიტრი)

1

ნაღების სადღვები (120 ლიტრი)

1

კარაქის დასამუშავებელი დანადგარი

1

რძის ტუმბო (3000 ლ/სთ)

6

მაცივარი (0 ; -18, 9600 ლიტრი) 

1

მაცივარი (0 ; +2, 14600 ლიტრი) 

1

რძის ავზი (1000 ლიტრი)

1

სამაცივრე სისტემა მაგარი ტიპის ყველისთვის (140 კუბ.მ)

1

CIP რეცხვის სისტემა

1

უჟანგავი ფოლადის სამუშაო მაგიდა (2000 X 800 X 850 მმ)

3

კალორიფერი დამბალხაჭოს მოსამწიფებელი ოთახისთვის

1

დამბალხაჭოს დასავარგებელი დერგები

20

ყველის დასაყოვნებელი თაროები

260 კვ. მ 

წყლის რეზერვუარი (2000 ლიტრი) ჩართვა-გამორთვის ავტომატური სისტემით

1

წყლის რეზერვუარი (500 ლიტრი)

1

წყლის გამაცივებელი სისტემა

1

წყლის ტუმბო (1000 ლ/სთ)

2

პოლიეთილენის პაკეტებიდან ჰაერის ნაკადურად გამოტუმბვის აპარატი

1

ვაკუუმშესაფუთი დანადგარი

1

წყლის გამაცხელებელი (200 ლიტრი)

1

სასწორი (200 კგ)

1

სასწორი (30 კგ) პოლიეთილენის მასალით შესაფუთი ფუნქციით, მასისა და თარიღის საბეჭდი სისტემით

1

ყველის გადასატანი ურიკა

1

ურიკა პალეტებისთვის

1

რძის ანალიზატორი

1

გენერატორი (ნომინალური სამუშაო სიმძლავრე 50 კვტ)

1

სამრეწველო არმატურა (მილები)

100 მ

ონკანი

10

მუხლი

40

გადამყვანი

7

სწრაფჩამხსნელი

30

ტრანსფორმატორი 100 კვტ

1

სასილოსე/სასენაჟე მასის

მომთიბველ-დამქუცმაცებელ-დამტვირთველი

მისაბმელი აგრეგატი. მოდების განი არანაკლებ 1.5 მ-ისა, არაუმეტეს 2 მ-ისა

1

სილოსის/სენაჟის შესაფუთი აგრეგატი,

დაფასოება 30 – 70 კგ ტომრებში, სილოსის/სენაჟის ბუნკერით,

ტომრებში დაფასოებული მასის დამწნეხით,

პოლიეთილენის ტომრების თავის მოკვრის ნახევრად ავტომატური მექანიზმით

1

 

საწარმოო დანიშნულების ავტომანქანები

 

ავტომანქანა ცისტერნით (2 სექციით, 2-ხიდიანი, 2.0 ტონა)

1

სადისტრიბუციო მანქანა რეფრეჟერატორით 

1

 

ხელოვნური განაყოფიერების აღჭურვილობა

 

მაკეობის დიაგნოსტიკის ულტრაბგერითი აპარატი

1

სტაციონარული დიუარის ჭურჭელი

1

მობილური დიუარის ჭურჭელი

1

ახურების დეტექტორი

1

ხელოვნური განაყოფიერების იარაღები

1

ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკოსის წინსაფარი

1

სპეცტანსაცმელი

1

თხევადი აზოტის დონის საზომი ხელსაწყო

1

ცოცხალი მასის განმსაზღვრელი ბაფთა

1

 

დანართი №2

აღჭურვილობა

ტრაქტორი არანაკლებ 80 ც/ძ-ის სიმძლავრის, კაბინით, თვლიანი, სავალი ნაწილი 4 X 4, აღჭურვილი: კომპრესორით, უკანა თვლებზე შეწყვილების შესაძლებლობით, წინა და უკანა თვლებზე მწარმოებლის სტანდარტით აღჭურვილი ბალასტებით, სტანდარტული საკიდი სისტემითა და სატრანსპორტო ჩასაბმელით (ლაფეტისა და სხვ.), მინიმალური საექსპლუატაციო მასა არანაკლებ 3400 კგ-ისა

1

ტრაქტორი 60 – 65 ც/ძ-ისა. კაბინით, თვლიანი, სავალი ნაწილი 4 X 4, ძრავი აღჭურვილი კომპრესორით, უკანა თვლებზე შეწყვილების შესაძლებლობით

1

საკიდი გუთანი 3-კორპუსიანი

1

სათიბელა სეგმენტური (მოდების განი არანაკლებ 2 მეტრისა)

1

სათიბელა როტაციული (მოდების განი არანაკლებ 2 მეტრისა)

1

სათიბ-საძოვრების ზედაპირის კოლბოხებისგან გამწმენდი აგრეგატი, მოდების განი არანაკლებ 2 მ-ისა და არა უმეტეს 3 მ-ისა

1

უნივერსალური ფოცხი (მოფოცხვა, ღვარეულების გაკეთება, მოთიბული ზოლებისა და ღვარეულების გადაბრუნება)

1

მოთიბული მასის ამკრებ-დამწნეხი (მოდების განი არანაკლებ 1,5 მეტრისა), ბარდანის (ტუკის) ტიპი: მართკუთხა ბარდანის (ტუკის) მასა არანაკლებ 20 კგ-ისა

1

მისაბმელი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის, თვითმცლელი, 2-ღერძიანი, აღჭურვილი პნევმატური სამუხრუჭე სისტემით, ტვირთამწეობა არანაკლებ 4 ტონისა და არაუმეტეს 4,5 ტონისა

1

 

დანართი №3

აღჭურვილობა

ტრაქტორი არანაკლებ 80 ც/ძ-ის სიმძლავრის, კაბინით, თვლიანი, სავალი ნაწილი 4 X 4, აღჭურვილი: კომპრესორით, უკანა თვლებზე შეწყვილების შესაძლებლობით, წინა და უკანა თვლებზე მწარმოებლის სტანდარტით აღჭურვილი ბალასტებით, სტანდარტული საკიდი სისტემითა და სატრანსპორტო ჩასაბმელით (ლაფეტისა და სხვ.), მინიმალური საექსპლუატაციო წონა არანაკლებ 3400 კგ-ისა

1

საკიდი გუთანი 3-კორპუსიანი

1

სათიბელა სეგმენტური (მოდების განი არანაკლებ 2 მეტრისა)

1

სათიბელა როტაციული (მოდების განი არანაკლებ 2 მეტრისა)

1

სათიბ-საძოვრების ზედაპირის კოლბოხებისგან გამწმენდი აგრეგატი, მოდების განი არანაკლებ 2 მ-ისა და არაუმეტეს 3 მ-ისა

1

უნივერსალური ფოცხი (მოფოცხვა, ღვარეულების გაკეთება, მოთიბული ზოლებისა და ღვარეულების გადაბრუნება)

1

მოთიბული მასის ამკრებ-დამწნეხი (მოდების განი არანაკლებ 1,5 მეტრისა), ბარდანის (ტუკის) ტიპი: მართკუთხა ბარდანის (ტუკის) მასა არანაკლებ 20 კგ-ისა

1

მისაბმელი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის, თვითმცლელი, 2-ღერძიანი, აღჭურვილი პნევმატური სამუხრუჭე სისტემით, ტვირთამწეობა არანაკლებ 4 ტონისა და არაუმეტეს 4,5 ტონისა

1

 


15. 11/04/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 150 - ვებგვერდი, 12/04/2023 14. 25/05/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 269 - ვებგვერდი, 27/05/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 26/03/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 197 - ვებგვერდი, 27/03/2020 12. 16/01/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 31 - ვებგვერდი, 17/01/2020 11. 16/08/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 389 - ვებგვერდი, 20/08/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 05/07/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 319 - ვებგვერდი, 09/07/2019 9. 26/11/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 574 - ვებგვერდი, 29/11/2018 8. 13/11/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 538 - ვებგვერდი, 14/11/2018 7. 05/10/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 483 - ვებგვერდი, 09/10/2018 6. 10/04/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 169 - ვებგვერდი, 12/04/2018 5. 27/12/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 570 - ვებგვერდი, 28/12/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 15/11/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 496 - ვებგვერდი, 16/11/2017 3. 16/08/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 402 - ვებგვერდი, 17/08/2017 2. 24/07/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 360 - ვებგვერდი, 26/07/2017 1. 03/07/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 316 - ვებგვერდი, 04/07/2017