დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10 |
დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.163.016338 |
|
„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებით დამტკიცებულ ბიუჯეტში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, 190020020.35.163.016327) შეტანილ იქნეს ცვლილება და თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 2. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 3. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9 824,3 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 3550,0 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5 260,6 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1013,7 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 7. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6812,54 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4 327,97 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4 777,97 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
ბ) განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 450,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1316,21 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -1 444,25 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -128.04 ლარის ოდენობით. მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 37,3 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 130,0 ათ.ლარი მიიმართოს: ა) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 128,0 ათ. ლარი; ბ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2,0 ათ. ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება-ხელშეწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პარალელურად, პრიორიტეტის შესაბამისად დაგეგმილი პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შენარჩუნება და განახლება, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზების მოასფალტება, მოხრეშვა და მოასფალტებული გზის საფარის ორმოული შეკეთება. მოსალოდნელი შედეგი: მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. შედეგების შეფასების ინდიკატორი: რეაბილიტირებული გზების გაზრდილი მაჩვენებელი. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორცილედება გარე განათების, წყალმომარაგების და არსებული საკანალიზაციო სისტემების მოვლა-პატრონობა და ექსპლოატაცია, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება. მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდების ინტენსივობის გაუმჯობესება, განათებული მუნიციპალიტეტი, გაუმჯობესებული სანიტარიული პირობები. შედეგების შეფასების ინდიკატორი: სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფის გაზრდილი მაჩვენებელი; განათებული ქუჩების და სკვერების გაზრდილი მაჩვენებელი; საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლებული მუნიციპალიტეტი, დასუფთავების და ნარჩენების გატანის ინტენსიურობის მაჩვენებელი. ბ.ა) სოფლად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლით უკეთ მომარაგების მიზნით საჭირო ხდება ჭაბურღილების მოვლა-პატრონობა, დაზიანებული და მოძველებული სასმელი წყლის სისტემების შეკეთება, მოვლა-პატრონობა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. ბ.ბ) გარე-განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის (განსაკუთრებით ნისლიანი და მოყინული გზების პირობებში) აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქუჩების განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე-განათების არსებული ქსელის ექსპლუატაციისა და შეძლებისდაგვარად ახალი კვანძების მოწყობის ხარჯები. ბ.გ) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04 01) თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს საიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები - მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება, მყარი ნარჩენების გატანა. გ) კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიისაგან და ჭარბი ნალექისაგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, კეთილმოწყობილი გარემოს შექმნას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფალოების მოვლა-პატრონობას. გ.ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 02) პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიისაგან და ჭარბი ნალექისაგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, კეთილმოწყობილი გარემოს შექმნას. დ) სოფლის მხადარჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორცილებული ღონისძიებები ითვალისწინებს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობის მატერიალური, ყოფითი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პროგრამით გათვალისწინებული თანხა მოხმარდება ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას. ე) ჩამდინარე წყლების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჩამდინარე წყლის (წვიმის წყალი, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ჩამდინარე წყლების) წარმოშობის ადგილიდან ზედაპირული წყლების ადგილამდე გატანის და ჩაღვრის ღონისძიებისათვის სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია. 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას. აღნიშნული თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ა) სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. მოსალოდნელი შედეგი: აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლება; მოწესრიგებული და განახლებული ინფრასტრუქტურა. შეფასების ინდიკატორი: ბავშვების რაოდენობის ზრდა; მოწესრიგებული საბავშვო ბაღების გაზრდილი რაოდენობა. ა.ა) ააიპ –– თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01 01) საბავშვო ბაღი წარმოადგენს დაწესებულებას სკოლამდელი ასაკის ბავშვების საზოგადოებრივი აღზრდისათვის. პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას. თელავის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 21 ბაგა-ბაღი: სოფ. აკურის ბაგა-ბაღი, სოფ. ვანთის ბაგა-ბაღი, სოფ. ბუშეტის ბაგა-ბაღი, სოფ. ქვ. ხოდაშნის ბაგა-ბაღი, სოფ. კონდოლის ბაგა-ბაღი, სოფ. ლალისყურის ბაგა-ბაღი, სოფ. კისისხევის ბაგა-ბაღი, სოფ. გულგულის ბაგა-ბაღი, სოფ. ვარდისუბნის ბაგა-ბაღი, სოფ. ყარაჯალის ბაგა-ბაღი, სოფ. რუისპირის ბაგა-ბაღი, სოფ. იყალთოს ბაგა-ბაღი, სოფ. სანიორის ბაგა-ბაღი, სოფ. თეთრწყლების ბაგა-ბაღი, სოფ. ფშავლის ბაგა-ბაღი, სოფ. ლაფანყურის ბაგა-ბაღი, სოფ. ართანის ბაგა-ბაღი, სოფ. შალაურის ბაგა-ბაღი, სოფ. კურდღელაურის საბავშვო ბაღი, სოფ. წინანდალის ბაგა-ბაღი,სოფ. ნაფარეულის ბაგა-ბაღი, რომლებიც გაერთიანებულები არიან და შედიან ააიპ –„ბაგა-ბაღების გაერთიანებაში“. საბავშვო ბაღების აღსაზრდელისთვის შექმნილია ყველა პირობა გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის. ერთ-ერთ პრიორიტეტს ბაგა-ბაღებში წარმოადგენს აღმზრდელების გადამზადების საკითხი, აგრეთვე ბაღში ჰიგიენური პირობების მკაცრად დაცვა, რაც უპირველესია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისათვის. ა.ბ) სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 04 01 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა საბავშვო კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, დაგეგმილია სააღმზრდელო პროცესის განვითარებისათვის და ხელშეწყობისათვის საჭირო ინვენტარის და სააღმზრდელო ლიტერატურის განახლება. სასწავლო-სააღზრდელო პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფრასტრუქტურის განახლებას. ბ) საგანმანათლებლო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის არქეოლოგიით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეების აჭარაში, გონიო-აფსაროსის (რომაული ხანა) არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობის მიღება უცხოელ სტუდენტებთან და არქეოლოგებთან ერთად. 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) აღნიშნული წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს, შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტის განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნას, სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციულ და მეთოდურ ხელშეწყობას, მონაწილეობის მიღებას რესპუბლიკურ ღონისძიებებზე. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული კულტურის ობიექტების, ბიბლიოთეკების, სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა, წიგნადი ფონდის განახლება, კულტურული დაწესებულებებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, კულტურული ღონისძიების ხელშეწყობა, ახალგაზრდული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული მოედნების მოწყობა, აღნიშნული პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია ბავშვებსა და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და სხვადასხვა სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელბისთვის. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. მოსალოდნელი შედეგი: სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ბავშვები და მოზარდები; ქვეყნის ნაკრები გუნდების შევსება პერსპექტიული სპორტსმენებით; მოწესრიგებული სპორტული და დასვენების ობიექტების ინფრასტრუქტურა. შეფასების ინდიკატორი: სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულთა და პრიზიორთა რაოდენობა; სპორტულ ჯგუფებში ჩაბმულ ბავშვთა და მოზარდთა რაოდენობა; მუნიციპალიტეტის სპორტული მიღწევების მაჩვენებელი. ა.ა) სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებას. ბავშვებსა და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, პროგრამით განხორციელდება გუნდების მომზადება და სხვადასხვა დონის სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა. პირველობების ჩატარება, მაღალი კლასის სპორტსმენთა მომზადება. სპორტის განვითარებისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. პროგრამას ახორციელებს ააიპ –– თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება, სადაც მუნიციპალიტეტის ბავშვები და მოზარდები ეუფლებიან სპორტის სხვადასხვა სახეობებს: ქართული ჭიდაობა,ძიუდო, რაგბი, ფეხბურთი, ჭადრაკი და სხვ. ა.ბ) სპორტული და დასვენების ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტული და დასვენების ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწყობა და რეაბილიტაცია. აღნიშნული პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია ბავშვებსა და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და სხვადასხვა სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელებისთვის. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამა ითვალისწინებს სახელოვნებო ორგანიზაციებში სინსეტიური აზროვნების დანერგვა-ხელშეწყობას, ხალხური შემოქმედების, ფოლკლორული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. მოსწავლეთა მზადებას და მონაწილეობას ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის რესპუბლიკურ ფესტივალებსა და კონკურსებში; მოზარდებში გარესამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას; მოსწავლეთა ხელოვნების საფუძვლების ზიარებას. მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. სხვადასხვა სახალხო და რელიგიური დღესასწაულების ჩატარება. აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ქართული ფოლკლორული ხელოვნების და ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნებას. მოსალოდნელი შედეგები: საზოგადოების პოზიტიური განწყობისა და ესთეტიკური დონის ამაღლება, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის, ახალგაზრდების დაინტერესების ზრდა ხელოვნების დარგების მიმართ, ინტელექტუალური დონის ამაღლება, ნიჭიერი ბავშვების წარმოჩენა, შემოქმედებითი პროცესის ინტენსივობა. შეფასების ინდიკატორები: ფესტივალებსა და კონცერტებზე მონაწილე ბავშვების რაოდენობის ზრდა; ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; ღონისძიებებზე დამსწრეთა დასწრების მაჩვენებელი. ბ.ა) სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 02 01, 05 02 02 02, 05 02 02 03) სახელოვნებო სკოლების მიზანია პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებისთვის თანაბარი პირობების შექმნა, სახელოვნებო ორგანიზაციებში სინსეტიური აზროვნების დანერგვა-ხელშეწყობა, ხალხური შემოქმედება, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. სათანადო მომზადება და შემოქმედებითი კონცერტების მოწყობა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს მოსწავლეთა მზადებას და მონაწილეობას ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის რესპუბლიკურ ფესტივალებსა და კონკურსებში; მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად ფუნქციონირებს ააიპ –„წინანდლის სამუსიკო სკოლა“, ააიპ –„რუისპირის სამუსიკო სკოლა“, ააიპ –„აკურის სამუსიკო სკოლა“. ა.გ) ააიპ –თვთმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02 04) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულია ააიპ –„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“, რომელშიც გაერთიანებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული კულტურის სახლები, რომლებიც მრავალი სხვადასხვა ადგილობრივი კულტურული ღონისძიების განმახორციელებელია (სხვადასხვა სოფლის დღესასწაულები, შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება და სხვა). ასევე ააიპ –„თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ დაქვემდებარებაშია საესტრადო და ფოლკლორული ანსამბლები. ა.დ) ააიპ –– თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 02 02 05) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ააიპ –„თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება“, ორგანიზაციის მეშვეობით საზოგადოებას ეძლევა საშუალება მუდმივად გაეცნოს და მიიღოს ინფორმაცია მისთვის საჭირო და საინტერესო საკითხებზე. ბ) ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, რაც ითვალისწინებს რეგიონალური და ადგილობრივი ჟურნალების დაფინანსებას. გ) ძეგლთა დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 06) პროგრამის ფარგლებში მუდმივად მიმდინარეობს კულტურული და ისტორიული ძეგლების აღრიცხვა-პასპორტიზაცია და თანამშრომლობა შესაბამის ორგანიზაციებთან. ახლად აღმოჩენილ ისტორიულ ძეგლებზე ინფორმაციის მოძიება და მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსება. 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. განხორციელდება მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და ფართით უზრუნველყოფა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ა) ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა წარმოადგენს პროცესს, რომელიც მიმართულია ადამიანის მიერ საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლისა და გაუმჯობესებისაკენ. პროგრამა უზრუნველყოფს მოსახლეობის ყველა ფენისათვის იმ შეგნების ჩანერგვას, რომ აუცილებელია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის გზით. ამ პროგრამის მთავარი მიზანი მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის მიღწევა და მოსახლეობაში ჯანმრთელი კონტინგენტის ხვედრითი წონის მატებაა. აგრეთვე მისი მიზანია ადამიანთა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა დაავადებათა პრევენციის, მათი გავრცელების შესწავლისა და, შესაბამისად, კონტროლის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობის გზით. ბ) სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთათვის, მარჩენალდაკარგულთათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ პირთათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა ახალშობლითა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ერთჯერად, ასევე ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას, რაც ნაწილობრივ აისახება მათ სოციალურ მდგომარეობაზე. სოციალურად დაუცველ პირთა ზრუნვა, პირველადი სამედიცინო მომსახურება, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებები. მოსალოდნელი შედეგები: გაჭირვებული და პრობლემატური ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება; მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, გარდაცვლილ ომის ვეტერანთა, ლტოლვილთა მატერიალური თანადგომა და პატივის მიგება და უპატრონო მიცვალებულთა პატივგება. შეფასების ინდიკატორი: გაუმჯობესებული სოციალური მდგომარეობა; დემოგრაფიული მდგომარეობის დონის ამაღლება. ბ.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, ჩერნობილის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე შშმპ შვილების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ომში მონაწილეთა შშმპ, აგრეთვე ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციაზე მომაწილე მცირეწლოვან შვილებზე ყოველთვიურ ფულად დახმარებას. ბ.ბ) სოციალურად დაუცველ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01 02) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ეკონომიურად გაჭირვებული ოჯახების შერჩევა, ისინი ქვეპროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანადაფინანსებით ფინანსდებიან. აგრეთვე ფინანსდებიან ის სოციალურად გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ერთიან ბაზაში და თუ გარკვეულ დაავადებას ან გამოკვლევას სადაზღვევო კომპანიები ვერ აფინანსებენ. ასევე გათვლისწინებულია უკიდურესად გაჭირვებული ბენეფიციარების უფასო კვებით უზრუნველყოფა. ბ.გ) სამამულო ომის მონაწილეთა, ლტოლვილთა და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისათვის დახმარების პროგრამა(პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს გარდაცვლილი სამამულო ომის მონაწილეების და სამაჩაბლო-აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დაკრძალვის ხარჯების გაღებას. თითოეული გარდაცვლილის ოჯახზე 250 ლარის ოდენობით, ხოლო გარდაცვლილი დევნილის და უპატრონო მიცვალებულის დასაკრძალად 200 ლარის ოდენობით. პროგრამის მიზანია აღნიშნული ოჯახებისათვის თანაგრძნობის გამოხატვა და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისათვის შესაბამისი პატივის მიგება. ბ.დ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალშობილთა (100 ლარი პირველ ბავშვზე და 150 ლარი მეორე ბავშვზე) დაბადებისას ოჯახების ფინანსურ დახმარებას და აგრეთვე მრავალშვილიანი ოჯახები, სადაც 18 წლამდე ოთხი და მეტი ბავშვია ყოველთვიურად მიიღებენ ფინანსურ დახმარებას (ბავშვზე 30 ლარი). ბ.ე) მოქალაქეთა ტრანსპორტით მგზავრობის და კომუნალური გადასახადებზე ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 05) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა შეუფერხებელი გადაადგილებისათვის გამოყოფილია ტრანსპორტი, რომელთა საშუალებითაც მთელი წლის განმავლობაში ისეთ სოფლებში, სადაც არ ხდება ტრანსნპორტის რეგულარული მოძრაობა, მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელი იყოს შეუფერხებლად და კომფორტულად გადაადგილება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შშმპ (I ჯგუფის), დევნილების, მრავალშვილიანი ოჯახების ელექტროენერგიით სარგებლობის თანადაფინანსება. ბ.ვ) ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ავადმყოფთა დიალიზით მკურნალობისათვის ტრანსპორტით უზრუნველყოფა. ბ.ზ) დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს საცხოვრებლად უვარგისი ბინების მქონე მოქალაქეთათვის დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფას. ბ.თ) სახელმწიფო-საბიუჯეტო ორგანიზაციებში საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამა ითვალისწინებს თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმძიმესი საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებული პირებისათვის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების ნაწილობრივ გაუმჯობესებას. ბ.ი.) სადღესასწაულო დღეებთან და დაკავშირებით დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამით ხორციელდება საერო და რელიგიურ დღესასწაულებზე და თარიღებზე სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების ან საჩუქრების გადაცემა (მრავალშვილიანი დედები, უდედმამო ბავშვები, 100 წელს გადაცილებული მოხუცები, 9 აპრილს დაზარალებულები, შშმ ბავშვები, ომის მონაწილეები, სამაჩაბლო-აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახები, დევნილებს, 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა და შშმპ ოჯახები) . ბ.კ) საცხოვრებლად უვარგისი, ხანძრის და სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული ბინის მეპატრონეთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია საცხოვრებლად უვარგისი, ხანძრის და სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის სამშენებლო მასალების შესაძენად დახმარება. ბ.ლ) შშმ პირთა და ქალთა ცენტრის პროგრამა მუნიციპალიტეტში (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შშმ პირთა და მათი ოჯახებზე ზრუნვა, ქალთა ცენტრი მოიზიდავს და უმასპინძლებს შშმპ და მათი მოვლით და ზრუნვით დაკავებულ ქალებს, ასაკის შეუზღუდავად, ცენტრი ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. ბ.მ) ვეტერანთა საზოგადოება (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ომის მონაწილეების, შრომისა და სამხედრო ვეტერანთათვის სხვადასხვა სახის ღონისძიების დაფინანსებას. ბ.ლ) ხანდაზმულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროგრამა ხანდაზმულთა სათემო ცენტრი იყალთოში“ თანადაფინანსება, პროგრამის მიზანია ხანდაზმულთა პრობლემების გამოვლენის და იდენტიფიცირების გარდა, მოახდინოს მათი ინტეგრირება და საზოგადოებაში დისკრიმინაციული ჯგუფების დაბრუნება, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხანდაზმულთა ჩართულობა სხვადასხვა სოციალური პროექტებში, ბინაზე დაფუძნებული მომსახურების მიწოდება (ბინაზე ვიზიტები, კონსულტაციები, ზრუნვა და დახმარება) საჭიროებისა და შესაძლებლობის მიხედვით და სხვა აქტივობები, პროგრამის მოსარგებლე პირები იქნებიან 60-65 წელს ზემოთ, ოჯახურ მხარდაჭერას მოკლებული ხანდაზმულები, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფო პენსიაზე და შემწეობაზე. თავი III მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
დოკუმენტის კომენტარები