შპს ,,ჯორჯიან ფორისთის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს ,,ჯორჯიან ფორისთის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/1999-14
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 15/05/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/1999-14
15/05/2017
ვებგვერდი, 29/05/2017
შპს ,,ჯორჯიან ფორისთის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე 2/ 1999-14

 

 

განჩინება

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლი 15 მაისი

. ქუთაისი

 

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა შპს ,,ჯორჯიან ფორისთის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

 :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია №2/1999 სამოქალაქო საქმე შპს ,,ჯორჯიან ფორისთის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების თაობაზე.

2017 წლის 11 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომართა შპს ,,ჯორჯიან ფორისთის’’ გაკოტრების მმართველმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახურის ქეისმენეჯერმა მიხეილ ლომთაძემ, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში გაკოტრების მმართველის მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს ,,ჯორჯიან ფორისთის “ სახელზე ირიცხებოდა 2 უძრავი ქონება: 1. 20000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებითურთ, მდებარე მარტვილის რაიონში, სოფ. ტალერ ი. საკადასტრო კოდი: 41.20.34.139; 2. 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებითურთ, მდებარე მარტვილის რაიონში, სოფ. ტალერ ი. საკადასტრო კოდი: 41.20.34.005. ასევე, კომპანიას საკუთრებაში გააჩნდა 59 დასახელების მოძრავი ქონება, რომელიც განთავსებული იყო მარტვილში, სოფ. ტალერში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შპს ,,ჯორჯიან ფორისთის “ სახელზე ირიცხებოდა 6 (ექვსი) ავტოსატრანსპორტო საშუალება. ასევე, კომპანიას ბალანსზე ერიცხებოდა 2 ცალი ტრაქტორი, რომლებიც შსს-ში არ არის დარეგისტრირებული. კომპანიას საკუთრებაში ჰქონდა არამატერიალური ქონება, ესენია: პროგრამა ,,ორისი’’ და ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია. კომპანიის ქონების ნაწილი თავდაპირველად შეფასებულ იქნა 2015 წელს, ხოლო 2016 წელს განხორციელდა ქონების გადაფასება და შპს ,,ჯორჯიან ფორისთ“-ის ქონების საბაზრო ღირებულებამ ჯამში შეადგინა 2309340 (ორი მილიონ სამას ცხრა ათას სამას ორმოცი) ლარი. 2016 წლის 06 ივნისს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შპს ,,ჯორჯიან ფორისთის “ ქონების შემძენი (ერთიანი კომპლექსის სახით) გახდა შპს ,,ნიუ პარკეტი’’ (ს/კ 435431800) . ქონების რეალიზაცია განხორციელდა მეორე აუქციონზე. შპს ,,ნიუ პარკეტმა ’’ ქონება შეიძინა 600428,4 (ექვსასი ათას ოთხას ოცდარვა ლარი და ორმოცი თეთრი)  ლარად, საიდანაც დამატებითი ღირებულების გადასახადი 91590,77 ლარი გადარიცხულ იქნა შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე (იხ. დანართი). შესაბამისად, შპს ,,ჯორჯიან ფორისთის “ ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებულმა თანხამ შეადგინა 508837,63 (ხუთას რვა ათას რვაას ოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარი (იხ. დანართი).

ასევე, 2015 წლის 14 მაისს შპს „ვუდ ექსპორტთან “ (ს/ნ 435431720) გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ჯორჯიან ფორისთ “ ახორციელებდა წიფლისა და წიწვოვანი ხე-ტყის მორების მიწოდებას. სულ ჯამური მონაცემებით 15.05.2015 წლიდან 31.12.2015 წლის ჩათვლით შპს ,,ჯორჯიან ფორისთმა “ კომპანია ვუდ ექსპორტს მიაწოდა 3638.22 კუბური მეტრი მორი, რომლის საერთო სარეალიზაციო ღირებულებამაც შეადგინა 229997ლარი. ამ თანხების გარდა, საიჯარო შემოსავალმა 2014 დეკემბრიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით შპს ,,ჰარდვუდიდან’’ (ს/კ 435430972) შეადგინა 47500 ლარი (სულ ჯამში 229997+47500=277497).

ბუნებრივივი რესურსების მოსაკრებლის თანხამ შეადგინა 163540 ლარი, რომელიც დაანგარიშდა შემდეგნაირად: 3340,01 კუბური მეტრი წიფლის მასალის მიწოდებით და 298,21 კუბური მეტრი წიწვოვანი მასალის მიწოდებით, მოსაკრებელი წიფელზე არის 47 ლარი, ხოლო წიწვოვანზე _ 22 ლარი (3340,01*47+298,21*22=163541,09).

ამასთან, 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით 4 თანამშრომელზე (მაია გადილია; ბესიკ ახალაია; გენადი თოდუა; აბოვიან პავლე) გაცემული ხელფასი ჯამში შეადგენს 13036 ლარს. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიმართ სასამართლო დავის წარმოების დროს 2015 წლის 22 აპრილს გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.

შესაბამისად, შპს ,,ჯორჯიან ფორისთის “ მიერ გაწეული ხარჯი შეადგენს ჯამში 181576 ლარს (163540+13036+5000=181576), ხოლო ხარჯის გამოკლებით კომპანიას სალაროში დარჩენილმა თანხამ შეადგინა 95921 ლარი (277497-181576=95921). 2016 წლის 17 მაისს კომპანიის ბუღალტერმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადმორიცხა 95924 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველის მიერ შპს ,,ჯორჯიან ფორისთიდან “ ამოღებული თანხა ჯამში შეადგენს 604761,63 (ექვსასოთხი ათას შვიდასსამოცდაერთი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარს (508837,63+95924=604761,63).

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შეადგენს 42333,31 (ორმოცდაორი ათას სამას ოცდაცამეტი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარს (604761,63×7%=42333,31) და აღნიშნული თანხა სრულად უნდა გადაირიცხოს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

შემდეგი რიგის მოთხოვნას წარმოადგენს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრული მე-2 რიგის მოთხოვნები.

2015 წლის 30 მარტს გაკოტრების მმართველსა და ფ/პ ირმა ტოგონიძეს (პირადი 60003001006) შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად (იხ. დანართი), ირმა ტოგონიძემ შპს ,,ჯორჯიან ფორისთ ’’ გაუწია სამართლებრივი მომსახურება, კერძოდ, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ არსებულ სასამართლო დავაში. აღნიშნული მომსახურებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური წარმოადგენს 3000 ლარს და როგორც მიმდინარე (მე-2 რიგის) დავალიანება ირმა ტოგონიძის ანგარიშზე უნდა გადაირიცხოს 3000 ლარი.

ასევე, კრედიტორთა რეესტრის მე-2 რიგში გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა 389429,66 ლარის ოდენობით. შესაბამისად, 389429,66 ლარი სრულად უნდა იქნეს გადარიცხული შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე.

მომდევნო რიგის მოთხოვნას წარმოადგენს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრული მე-4 რიგის უზრუნველყოფილი მოთხოვნები, ჯამში 1 005 548, 21 ლარის ოდენობით. უზრუნველყოფილი კრედიტორები არიან: შემოსავლების სამსახური – აღიარებული მოთხოვნაა 873474,24 ლარი; სს ,,საქართველოს ბანკი’’ – აღიარებული მოთხოვნაა 132073,97 ლარი.

მე-4 რიგში გასანაწილებელი თანხის ნაშთი შეადგენს 169 998, 66 ლარს (604761,63-42333,31-3000-389429,66=169998,66). შესაბამისად, შპს ,,ჯორჯიან ფორისთიდან’’ ამონაგები თანხის ნაშთი, 169 998, 66 ლარი უნდა გადანაწილდეს შემდეგნაირად: შემოსავლების სამსახური – 86,87% - 147677,84 ლარი; სს ,,საქართველოს ბანკი’’ – 13,13% - 22320,82 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვინაიდან გაკოტრების მმართველის მიერ სრულად მოხდა სამეურვეო ქონების რეალიზაცია და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილება, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი ითხოვს შპს „ჯორჯიან ფორისთის “ (ს/ნ 235446549) გაკოტრების საქმის დასრულებისა და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

:

 1. შპს ,,ჯორჯიან ფორისთის” კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 02 ივნისს, 15:00 საათზე,   შემდეგი დღის წესრიგით:

) შპს „ჯორჯიან ფორისთის “ (ს/ნ 235446549) გაკოტრების საქმის დასრულებისა და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).

3. დაევალოს შპს ,,ჯორჯიან ფორისთის’’ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

 მოსამართლე                                                                               გენადი მაკარიძე