„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 იანვრის №01-5/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-30/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016445
01-30/ნ
25/05/2017
ვებგვერდი, 25/05/2017
470230000.22.035.016445
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 იანვრის №01-5/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 იანვრის №01-5/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-30/ნ

2017 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 იანვრის №01-5/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 იანვრის №01-5/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 26/01/2017; 470230000.22.035.016421) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული №1.2 დანართის (პერინატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის მოცულობა და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები):
1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს მუდმივი კომუნიკაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან (შემდგომში – სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი), შესაბამის კლინიკებთან პაციენტების დაუყოვნებელი კონსულტირებისა და სასწრაფო ტრანსპორტირებისათვის;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) დაწესებულება ვალდებულია, უშუალოდ შეატყობინოს სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, რისკის მქონე პაციენტების გადაყვანის ყველა შემთხვევის თაობაზე და უზრუნველყოს სათანადო დოკუმენტირებული აღრიცხვის წარმოება.“.

2. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს მუდმივი კომუნიკაცია სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან, კლინიკებთან პაციენტების დაუყოვნებელი კონსულტირებისა და სასწრაფო ტრანსპორტირებისათვის;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) დაწესებულება ვალდებულია, უშუალოდ შეატყობინოს სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, რისკის მქონე პაციენტების გადაყვანის ყველა შემთხვევის თაობაზე და უზრუნველყოს სათანადო დოკუმენტირებული აღრიცხვის წარმოება.“.

3. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს მუდმივი კომუნიკაცია სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან, კლინიკებთან პაციენტების დაუყოვნებელი კონსულტირებისა და სასწრაფო ტრანსპორტირებისათვის;      

ბ) დაწესებულება ვალდებულია, უშუალოდ შეატყობინოს სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, რისკის მქონე პაციენტების გადაყვანის ყველა შემთხვევის თაობაზე და უზრუნველყოს სათანადო დოკუმენტირებული აღრიცხვის წარმოება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზაზა სოფრომაძე