„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N151/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N151/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 78/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 24/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016237
78/04
24/05/2017
ვებგვერდი, 24/05/2017
220020000.18.011.016237
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N151/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №78/04

2017 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 

„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის, 48- მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებულ „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1.   მე-2 მუხლის:  

ა) „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მომხმარებელი საფინანსო პროდუქტის მიმღები ან ასეთი განზრახვის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარდა ფინანსური ორგანიზაციისა.“;

ბ)  „ე“ პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ პუნქტი:

„ე1) დაკავშირებული საწარმო იურიდიული პირის შვილობილი და/ან კონტროლს დაქვემდებარებული საწარმო, ასევე, მისი კონტროლის განმახორციელებელი პირები და მათი შვილობილი და კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოები, ასევე, საწარმო, რომელიც ფინანსურ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს იურიდიული პირის თანამსესხებელს/სოლიდარულ კრედიტორს ან/და თავდებს.;“;

გ) „კ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სპეციფიკური საფინანსო პროდუქტი კრედიტი, მათ შორის, ოვერდრაფტი, საკრედიტო ბარათი,  რომლის მთლიანი თანხა აღემატება 300 ლარს და  ნაკლებია 200 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში, ასევე, დეპოზიტი, რომლის პირველადი შენატანი ნაკლებია 200 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში. ამასთან, მიუხედავად მოცულობისა, არ გაითვალისწინება იურიდიულ პირზე, ასევე, დაკავშირებულ საწარმოში შემავალ პირებზე გაცემული კრედიტი/დეპოზიტი, თუ ამ პირზე/პირებზე იმავე საფინანსო ორგანიზაციაში უკვე გაცემული და აქტიური კრედიტების ან დეპოზიტების ჯამური მოცულობა აღემატება 200 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.“.

2.   მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მომხმარებელს გააცნოს ხელშეკრულებაში ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად მოცემული ფინანსური ხარჯები და თანხმობის შემდეგ გააფორმოს მასთან ხელშეკრულება.“.

3.   მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში თუ იცვლება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ცვლილებების და/ან დამატების შესახებ ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს მინიმუმ იმ პირობებს, რომლებმაც განიცადეს ცვლილება და ხელშეკრულების თავსართს. ამ შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილი უნდა იყოს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თარიღიდან ხელშეკრულების დასრულებამდე პერიოდზე.“.

4.   მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კრედიტის რეფინანსირების ან მომხმარებლის მიერ წინსწრებით დაფარვისას ნარჩენი/დასაფარი ძირითადი თანხის მოცულობის დაანგარიშების მიზნებისათვის ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, უზრუნველყოს გაცემული კრედიტის ძირითადი თანხის ამორტიზაცია გამჭვირვალედ და საკრედიტო პროდუქტის შინაარსის/ბუნების შესაბამისად.  თუ კრედიტის გაცემის, შენარჩუნების ან დაფარვის მიზნებისათვის ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებელზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების მოცულობა, გარდა საპროცენტო სარგებლისა და მესამე პირების სასარგებლოდ გაწეული ხარჯებისა, აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის ძირითადი თანხის 2%-ს და საკრედიტო პროდუქტის შინაარსის/ბუნების გათვალისწინებით, ამგვარი ხარჯებით  ხდება კრედიტის საწყისი ძირის მნიშვნელოვანი ცვლილება, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მოსთხოვოს და ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს საფინანსო პროდუქტში ცვლილებების შეტანა და კრედიტის ძირითადი თანხის ამორტიზაციის წესის კორექტირება ამ მუხლის მე-4 მუხლში აღწერილი გამჭვირვალე ამორტიზაციის პრინციპების და საქართველოს ეროვნული ბანკის კონკრეტული მითითებების შესაბამისად.

4. გამჭვირვალე ამორტიზაციის მიზნებისათვის კრედიტის საწყის ძირითად თანხად განიხილება ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემული კრედიტისა და კრედიტით სარგებლობისთვის გადახდილი კრედიტთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯების სხვაობა. ამასთან, არ გაითვალისწინება ისეთი ხარჯები, რომლებიც გადახდილია მესამე პირების სასარგებლოდ, ასევე, კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, არაუმეტეს გაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 2%-სა და/ან და ხარჯები, რომლებიც განკუთვნილია ან რომლებსაც ფინანსური ორგანიზაცია გაიღებს კონკრეტული ფინანსური პროდუქტის პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, ხოლო კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხა მიიღება საწყისი ძირითადი თანხის ამორტიზირებით ფინანსური ორგანიზაციის მიერ კრედიტზე მისაღები საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით.“.

5. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მომხმარებლის მიერ ფინანსური ორგანიზაციის ნებისმიერი არხში (როგორც მომსახურების ოფისებში, ისე ნებისმიერ დისტანციურ არხში მომხმარებლის დადგენილი წესით იდენტიფიცირების შემდეგ) კრედიტის წინსწრებით დაფარვის ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ზეპირსიტყვიერად და/ან წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული) განცხადების გაკეთების და/ან დისტანციურ არხებში კრედიტის დაფარვის სპეციალური ღილაკების (არსებობის შემთხვევაში) გამოყენების და/ან სხვა ნებისმიერი ქმედების  შემთხვევაში, რაც ადასტურებს მომხმარებლის მიერ კრედიტის წინსწრებით სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის ნებას და მომხმარებლის ანგარიშზე საკმარისი სახსრების არსებობისას, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია კრედიტის წინსწრებით დაფარვა განახორციელოს იმავე დღეს ან, თუ მომხმარებლის მიმართვა განხორციელდა არასამუშაო საათებში, მომდევნო სამუშაო დღეს. ამასთან, ტექნიკური ან სხვა მიზეზით კრედიტის დაფარვა საჭიროებს განსაზღვრულ ვადას. ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია ისარგებლოს აღნიშნული ვადით, თუმცა მოცემულ პერიოდზე არ უნდა უნდა განხორციელდეს პროცენტის დარიცხვა. ამასთან, თუ მომხმარებელი ახდენს მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განცხადებას, რაც არ არის საკმარისი სესხის წინსწრებით დასაფარად, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მას შესთავაზოს მოცემულ პუნქტში აღწერილი რომელიმე მეთოდის გამოყენებაც. ამასთან, ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მოითხოვოს წინასწარი შეტყობინება კრედიტის წინსწრებით დაფარვისას, არაუმეტეს 14 კალენდარული დღისა, თუ კრედიტის თანხა აღემატება 2,000,000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.“.

6.   მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება ფინანსურ ორგანიზაციაზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ფინანსურ ორგანიზაციას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით უკვე განხილული აქვს იმავე მომხმარებლის იგივე პრეტენზია წერილობითი ფორმით და ადგილი არ აქვს დამატებით მნიშვნელოვან ფაქტებსა და გარემოებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით;

ბ) მომხმარებლის პრეტენზია ეხება ფინანსური ორგანიზაციის უარს მომხმარებლისთვის ფინანსური პროდუქტის მიწოდებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ფინანსურ ორგანიზაციას ეკისრება აღნიშნული ფინანსური პროდუქტის მიწოდების ვალდებულება; ან

გ) პრეტენზიის მიზეზს წარმოადგენს შეფერხებები ან უარი მომსახურების გაწევაზე, რომლებიც განპირობებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით, მათ შორის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

7. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის, მათ შორის, ამ წესის ძალაში შესვლამდე დადებულ ხელშეკრულებებში ამავე წესით ფინანსური ორგანიზაციისათვის დადგენილ ვალდებულებებზე, გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ჩანაწერების არარსებობა არ ათავისუფლებს ფინანსურ ორგანიზაციას მათი შესრულების ვალდებულებებისაგან.“.

მუხლი 2
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №7 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი ივნისიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე