ამონაწერი შპს „ალგეთი პირველის“ კრედიტორთა კრების ოქმიდან

  • Word
ამონაწერი შპს „ალგეთი პირველის“ კრედიტორთა კრების ოქმიდან
დოკუმენტის ნომერი 2/6735-17
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/05/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/6735-17
18/05/2017
ვებგვერდი, 24/05/2017
ამონაწერი შპს „ალგეთი პირველის“ კრედიტორთა კრების ოქმიდან
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/6735-17

ამონაწერი

2017 წლის 18 მაისის კრედიტორთა კრების ოქმიდან

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი - მარიამ ხიდაშელი

განმცხადებელი (მოვალე) − შპს „ალგეთი პირველი“

(საიდენტიფიკაციო კოდი 234224568)

დირექტორი − ვაჟა ღოღელიანი

მეურვე − აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი − ლელა ხაციკიდუ

კრედიტორები: 1. შპს „კუმისი XX1“ 2. სს ,,პროკრედიტ ბანკი“

წარმომადგენელი − მაკა კეშელავა

წარმომადგენელი − მუხრან დიდმანიძე

დღის წესრიგი: გაკოტრების მმართველის დანიშვნა

მოსამართლე აცხადებს განჩინებას გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

2017 წლის 18 მაისს გამართულ კრედიტორთა კრებაზე კრების დღის წესრიგის შესაბამისად განხილულ იქნა გაკოტრების მმართველის არჩევის საკითხი. კრედიტორების განმარტებით, მათ არ ჰყავთ გაკოტრების მმართველის კანდიდატურა. ამდენად, კანონის მითითებული ნორმის დანაწესის შესაბამისად, სასამართლო გაკოტრების მმართველად ნიშნავს სსიპ − აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7-8, მე-17, 27-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ალგეთი პირველის“ (ს/ნ 234224568) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიურო;

2. სსიპ − აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუწყდეს მოვალე სსიპ − შპს „ალგეთი პირველის“ მეურვის უფლებამოსილება;

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე:                                                                        თამარ ბურჯანაძე