„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 251
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019960
251
22/05/2017
ვებგვერდი, 24/05/2017
300160070.10.003.019960
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №251

2017 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/04/2015, 300160070.10.003.018537) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“:

1. მე-4 მუხლის:

ა)  „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) რძე მშრალი (რძის ფხვნილი) – რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. ცხიმშემცველობის მიხედვით, მშრალი რძე შეიძლება იყოს მოუხდელი, მოხდილი (გაუცხიმოებული) და ნაწილობრივ მოხდილი (ნაწილობრივ  გაუცხიმოებული);“;

ბ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„შ) ნაღები –  მაღალი ცხიმშემცველობის რძის თხევადი ნაწარმი, რძის პლაზმისა და ცხიმის ემულსია, წარმოებული რძის სეპარირებით;“;

გ) „ჰ31“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ31) კარაქი შემცირებული რძის ცხიმით – რძის ნაწარმი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს  და არაუმეტეს  79%-ს შეადგენს;“;

დ) „ჰ37“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ37) ყველი – რძისგან დამზადებული პროდუქტი, მომწიფებული ან მოუმწიფებელი, ნახევრადმაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში;“;

ე) „ჰ71“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ71) სეპარირება – ნედლი რძის ან აღდგენილი რძის დაყოფა მაღალი და დაბალი ცხიმშემცველობის ფრაქციებად;“;

ვ) „ჰ91“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ91) ჩედერიზაცია – რძის ან ყველის მასის დემინერალიზაციის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს დვრიტას, რძემჟავა  ბაქტერიების მიერ რძის შაქრის დუღილის შედეგად ან რძის უშუალოდ ორგანული მჟავებით შემჟავებისას წარმოქმნილი რძემჟავას მოქმედებით. გამოიყენება ნახევრადმაგარი და რბილი ყველის წარმოებაში;“;

ზ) „ჰ93“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ93) მაწონი − ქართული ტრადიციული რძემჟავა პროდუქტი, რომელიც მიიღება ძროხის, კამეჩის, თხის, იშვიათად ცხვრის ან აღდგენილი, ნორმალიზებული და პასტერიზებული რძის ან მათი ნარევის შედედებით, საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში გამოყოფილი, ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედოთი.“.

2. მე-5 მუხლის  38-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. შრატის ფხვნილის ეტიკეტზე შესაძლებელია განთავსდეს ინფორმაცია – „შაქრით“ იმ შემთხვევაში, თუ  მასში ლაქტოზის მასური წილი არანაკლებ 65%-ს შეადგენს, ცილის მასური წილი არანაკლებ 11%-ია, ნაცრის  მასური წილი არაუმეტეს  8,5%-ია, ხოლო 10%-იანი ხსნარის მჟავიანობა (pH) აღემატება 6-ს.“.

3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) კარაქი შემცირებული რძის ცხიმით – უნდა შეიცავდეს არანაკლებ 39% და არა უმეტეს 79% რძის ცხიმს. დაუშვებელია პროდუქტის წარმოებაში მცენარეული ან სხვა ცხიმის გამოყენება. ამასთანავე, რძისათვის არადამახასიათებელი კომპონენტ(ებ)ის  დამატება არ უნდა ხდებოდეს რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ის ჩანაცვლების მიზნით;“;

ბ) „5 და „ჰ6“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ5) შრატის ფხვნილში რძის ცილის შემცველობა არანაკლებ 10%-ს შეადგენს, რძის ცხიმის შემცველობა  საშუალოდ 2%-ია, ლაქტოზა საშუალოდ 61%-ია, სინესტის მასური წილი შეადგენს არაუმეტეს 5%-ს, ნაცრის ელემენტები – 9,5%-ს, ხოლო მჟავიანობა (pH) აღემატება 5,1-ს;

6) შემჟავებულ შრატის ფხვნილში რძის ცილის შემცველობა არანაკლებ 7%-ს შეადგენს, რძის ცხიმის  შემცველობა საშუალოდ 2%-ია, ლაქტოზა საშუალოდ  - 61%, სინესტის მასური წილი – 4,5%, ნაცრის ელემენტები – 15%, ხოლო მჟავიანობა – (pH) ≥ 5,1-ზე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი