„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 248
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.019956
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №248

2017 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, 470000000.10.003.019705) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (შემდგომში – დახმარების ცენტრი).“.

2. №18 დანართი (სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №18

სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება

(პროგრამული კოდი: 35 03 03 07)

 მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია გადაუდებელი მდგომარეობების დროს გართულებებისა და ლეტალური გამოსავლის შემცირება, მოსახლეობის უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის გზით.

მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები. ამასთან, პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის:

ა) „ბ.ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეები არიან – საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირები, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებისა;

ბ) „ბ.ა“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეები არიან – საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირები;

გ) „ბ.ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეები არიან პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეები;

დ) „ბ.თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეები არიან ახმეტის მუნიციპალიტეტის თუშეთის (ომალოს) თემის ტერიტორიაზე მყოფი პირები;

ე) „ბ.ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეები არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლია-განმუხურის თემების ტურისტულ ზონაში საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალ    „GEM FEST“-ზე მყოფი პირები.

2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

პროგრამის ფარგლებში იფარება:

ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარება (35 03 03 07 01):

ა.ა) ბრიგადის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა „სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტების და ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხის, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ტრანსპორტირებისათვის მინიმალური მოთხოვნების და პროგრამა „მომავლის ბანაკით“ განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის №01-17/ნ ბრძანებით (შემდგომში -  მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის №01-17/ნ ბრძანება) განსაზღვრული სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტებითა და ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნებით;

ა.ბ) საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო ჩვენებით პაციენტის პოსპიტალიზაციის უზრუნველყოფა შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში;

ა.გ) დახმარების ცენტრის კოორდინაციისა და დავალების საფუძველზე მომსახურების გაწევა;

ბ) სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება (35 03 03 07 02):

ბ.ა) ბრიგადის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა  მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის №01-17/ნ ბრძანებით განსაზღვრული სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტებითა და ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნებით; საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო ჩვენებით პაციენტის ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფა შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში;

ბ.ბ) სამედიცინო ტრანსპორტირება:

ბ.ბ.ა) რეფერალური დახმარება:

ბ.ბ.ა.ა) კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვა, ადგილზე რეფერალური ბრიგადის მიერ კონსულტაცია, მდგომარეობის სტაბილიზაცია, გართულებული შემთხვევების სამედიცინო ტრანსპორტირება;

ბ.ბ.ა.ბ) დახმარების ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე;

ბ.ბ.ბ) რეფერალური დახმარების მართვა – რეფერალური დახმარების მიწოდების ორგანიზებისათვის ერთიანი ცენტრალიზებული თავსებადი GPS სისტემის ფუნქციონირებისა და GPS სისტემის მონიტორინგისათვის ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ.გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ან მინისტრის მოადგილის დავალების საფუძველზე (მ.შ. შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების განხორციელებისათვის), დახმარების ცენტრის შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე საჭირო მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ.დ) საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის მზაობის უზრუნველყოფა/შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისათვის უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა);

ბ.ე) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთათვის, დელეგაციის წევრებისა და თანმხლებ პირთათვის:

ბ.ე.ა) სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის მზაობის უზრუნველყოფა;

ბ.ე.ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთათვის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება;

ბ.ე.გ) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთათვის, დელეგაციის წევრებისა და თანმხლებ პირთათვის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა;

ბ.ვ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა, ასევე სპეციალური დაცვის ქვეშ მყოფი შესაბამისი პირ(ებ)ის, რომლებიც განისაზღვრებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ერთობლივი ბრძანებით, გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურების (მ.შ. მედიკამენტების) ხარჯების ანაზღაურება;

ბ.ზ) „პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველყოფა:

ბ.ზ.ა) „მომავლის ბანაკის“ უზრუნველყოფა ექიმისა და ექთნის   მომსახურებით;

ბ.ზ.ბ) „მომავლის ბანაკის“ უზრუნველყოფა  მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის №01-17/ნ ბრძანებით განსაზღვრული მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით;

ბ.თ) ახმეტის მუნიციპალიტეტის თუშეთის (ომალოს) თემის ტერიტორიაზე საკურორტო სეზონის პერიოდში (2017 წლის ივნისი-სექტემბერი) მყოფი პირების უზრუნველყოფა:

ბ.თ.ა) ექიმისა და ექთნის მომსახურებით;

ბ.თ.ბ) მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის №01-17/ნ ბრძანებით განსაზღვრული სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტებითა (დანართი №1) და სასწრაფო დახმარების ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნებით (დანართი №2);

ბ.ი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლია-განმუხურის თემების ტურისტულ ზონაში საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალ  „GEM FEST“-ზე მყოფი პირების უზრუნველყოფა:

ბ.ი.ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების (საჭიროების შემთხვევაში,  დამატებითი) ბრიგადებით;

ბ.ი.ბ) მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის №01-17/ნ ბრძანებით განსაზღვრული სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტებითა (დანართი №1) და სასწრაფო დახმარების ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნებით (დანართი №2) აღჭურვილი სამედიცინო პუნქტებით.

მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები ფინანსდებიან გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართ 18.1-ის შესაბამისად. ამასთან, მინიმალური ხელფასი განისაზღვრება: ექიმისათვის – 450 ლარით, ექთნისათვის – 300 ლარით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება ფინანსდება სრულად, პროგრამის ფარგლებში.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად, პროგრამის ფარგლებში.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის  ფარგლებში, ექიმისა და ექთნის ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება განმახორციელებლის  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, მინიმალური ხელფასი შეადგენს: ექიმისათვის/პარამედიკოსისათვის – 672 ლარს, ექთნისათვის – 448 ლარს, იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ სამუშაო შესრულებულია სრულად, რაც გულისხმობს მორიგეობას ყოველ მე-4 დღეს.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის (სამედიცინო ტრანსპორტირება):

ა) „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეფერალური დახმარება – კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვის, ადგილზე კონსულტაციის, მდგომარეობის სტაბილიზაციისა და პაციენტთა ტრანსპორტირების დაფინანსება, განმახორციელებლის (დახმარების ცენტრის) მიერ ხორციელდება შემდეგნაირად:

ა.ა) სამედიცინო დახმარება რეანიმობილით (კონსულტაცია, სტაბილიზაცია, ტრანსპორტირება):

ა.ა.ა) 25 კმ-იანი ზონა – 79 ლარი;

ა.ა.ბ) 150 კმ-იანი ზონა – 373 ლარი;

ა.ა.გ) 250 კმ-იანი ზონა – 553 ლარი;

ა.ბ) სამედიცინო დახმარება (კონსულტაცია):

ა.ბ.ა) 25 კმ-იანი ზონა – 44 ლარი;

ა.ბ.ბ) 150 კმ-იანი ზონა – 266 ლარი;

ა.ბ.გ) 250 კმ-იანი ზონა – 444 ლარი;

ა.გ) პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ბ“, „ა.ა.გ“, „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების ერთეული შემთხვევის თანმხლები კონსულტაცია – 50 ლარი;

ბ) „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების (გარდა დახმარების ცენტრისა) დაფინანსება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად;

გ) „ბ.ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

6. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის (პროგრამა „მომავლის ბანაკით“ განსაზღვრული ღონისძიებები) ფარგლებში:

ა) თითოეულ ბანაკს ყოველთვიურად ემსახურება ერთი ექიმი და ერთი ექთანი. ყოველთვიურად ექიმის მინიმალური სახელფასო ფონდი განისაზღვრება 650 ლარით, ხოლო ექთნის მინიმალური სახელფასო ფონდი – 455 ლარით;

ბ) თითოეული ბანაკისათვის ყოველთვიურად შეისყიდება არაუმეტეს 1000 ლარის ღირებულების მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები.

7. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის ფარგლებში, ყოველთვიურად ექიმის მინიმალური სახელფასო ფონდი განისაზღვრება 650 ლარით, ხოლო ექთნის მინიმალური სახელფასო ფონდი – 455 ლარით.

მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. საჭიროების შემთხვევაში, დახმარების ცენტრს უფლება აქვს, პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“, „ბ.ე.ბ“ და „ბ.ე.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურებებისა და საქონლის შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.

მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი პირი ვალდებულია, უზრუნველყოს:

ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდების ორგანიზებისათვის სარეტრანსლაციო (უკაბელო ალტერნატიული ინფორმაციის გადაცემათა სისტემა) სისტემათა ფუნქციონირება და რეტრანსლატორების ტექნიკური მართვა;

ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, არანაკლებ დანართი 18.1-ით განსაზღვრული ბრიგადების რაოდენობით, ხოლო თითოეული ბრიგადა – 4 ექიმით, 4 ექთნითა და 4 მძღოლით;

გ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები მუდმივად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბრიგადების შესაბამისი რაოდენობის სანიტარიული ავტომობილით.

3. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“, „ბ.ზ“, „ბ.თ“ და „ბ.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია დახმარების ცენტრი.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში, მიმწოდებელი პირი ვალდებულია, უზრუნველყოს:

ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდების ორგანიზებისათვის უკაბელო ალტერნატიული ინფორმაციის გადაცემათა საშუალებები;

ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, არანაკლებ დანართი 18.2-ით განსაზღვრული ბრიგადების რაოდენობით, ხოლო თითოეული ბრიგადა – ექიმით, ექთნითა და მძღოლით ან პარამედიკოსით, ექთნითა და მძღოლით ან 2 პარამედიკოსით;

გ) მუნიციპალიტეტის დონეზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები მუდმივად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბრიგადების შესაბამისი რაოდენობის სანიტარული ავტომობილით.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია დახმარების ცენტრი და პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

6. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი პირი ვალდებულია:

ა) ჩაერთოს მე-3 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ბ“ ქვეპუნქტით შესყიდულ ერთიან ცენტრალიზებულ თავსებად GPS სისტემაში;

ბ) სრულად ასახოს შემთხვევის შესახებ ინფორმაცია (განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად) „კატასტროფების მართვის ელექტრონულ პროგრამაში“;

გ) ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ასახოს „კატასტროფების მართვის ელექტრონულ პროგრამაში“ არა უგვიანეს შემთხვევის დასრულებიდან 24 საათისა;

დ) მუდმივ მზადყოფნაში ჰყავდეს პროგრამაში ჩართული (3 და მეტი ბრიგადის არსებობის შემთხვევაში) ბრიგადების  არანაკლებ 2/3-ისა.

7. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 7. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელია სააგენტო.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელია დახმარების ცენტრი.

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 35,757.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სასწრაფო სამედიცინო დახმარება მ.შ.:

3,661.6

1.1

სასწრაფო სამედიცინო დახმარება (ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სასწრაფო სამედიცინო დახმარება)

724.6

1.2

საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (2016 წლის დეკემბერში გაწეული მომსახურების ანაზღაურება)

37.0

1.3

სამედიცინო ტრანსპორტირება: რეფერალური დახმარება (2017 წლის 1 ივნისამდე გაწეული მომსახურების ანაზღაურება)

2,900.0

2

სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება

32,095.4

 

სულ:

35,757.0.

მუხლი 9. დამატებითი პირობები

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრისა და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, დადგენილი ფორმის შესაბამისად. ამასთან, რეესტრში მოსარგებლის პირადი ნომრის მითითება სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო (ავტოსაგზაო შემთხვევა, ქუჩის შემთხვევა, უცნობი გვამი, ბავშვები (რომელთაც მოწმობები დატოვებული აქვთ სკოლებში ან საბავშვო ბაღებში), ცრუ გამოძახება, გაუქმებული გამოძახება, დახმარების ცენტრის კოორდინაციისა და დავალების საფუძველზე გაწეული მომსახურება) ვერ ხერხდება მოსარგებლის მიერ პირადობის მოწმობის წარდგენა.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში:

ა) სამედიცინო მომსახურება ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ქ. თბილისისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარდა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, გამოძახებათა რაოდენობის ზრდის, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და სეზონურობის გათვალისწინებით,  შესაძლებელია სასწრაფო დახმარების ბრიგადების გადაჯგუფება.   

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელი შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად (გარდა ამ დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა). ამასთან, სამედიცინო დაწესებულების მიერ შეტყობინება შემთხვევის შესახებ ხორციელდება განმახორციელებელთან. ხოლო  აღნიშნული შეტყობინების მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას განსაზღვრავს განმახორციელებელი, რომლის დროსაც უპირატესობა ენიჭება დახმარების ცენტრს. ანგარიშგებისას წარდგენილი იქნება მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, თუ ახალშობილი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას და შეტყობინებისას შეუძლებელია მისი პირადი ნომრის დაფიქსირება, საანგარიშგებო დოკუმენტაციაში უნდა დაფიქსირდეს მისი ერთ-ერთი მშობლის პირადი ნომერი.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის მიზნებიდან გამომდინარე, ამ დადგენილების 22-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული დაჯარიმების კრიტერიუმად განისაზღვროს გამოძახებაზე 30 წთ-ზე მეტი ხნით დაგვიანებით გასვლა, რაც აღირიცხება განმახორციელებლის მიერ.

6. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლის მიერ მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, განმახორციელებლის მიერ თითოეულ შეუსრულებელ ან არასრულყოფილ ჩანაწერზე, რომელიც მიმწოდებლის მიზეზით არის გამოწვეული, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

7. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი პროგრამის განმახორციელებელთან წარადგენს მხოლოდ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.

8. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგნაირად:

ა) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების საქართველოში მიწოდების მიზნით, ხორციელდება მიმწოდებლად რეგისტრაცია პროგრამების მე-4 მუხლის შესაბამისად;

ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდების შემთხვევაში:

ბ.ა) დახმარების ცენტრი ახორციელებს შემთხვევის წინასწარ დაფინანსებას, მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული სამედიცინო მომსახურების ინვოისის/კალკულაციის საფუძველზე;

ბ.ბ) თუ მოსარგებლეს უკვე მიღებული აქვს მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დასაფინანსებელი მომსახურება/საქონელი, დახმარების ცენტრი ანგარიშსწორებას ახორციელებს მიმწოდებლის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსარგებლის (მისი წარმომადგენლის) მიერ;

გ) არ ვრცელდება პროგრამების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობები.

9. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (ძირითადი საქმიანობის) ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესები, ფორმები და მათი შევსების ინსტრუქცია მტკიცდება დახმარების ცენტრის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით.

დანართი 18.1

სასწრაფო დახმარების სამსახურების თვის ბიუჯეტი (ლარი)

ოპერატორი კომპანია

ბრიგადების  რაოდენობა

თვის

ბიუჯეტი  (ლარი)

1

ოტობაიას საექიმო ამბულატორია

1

9158

2

ნაბაკევის საექიმო ამბულატორია

1

9158

3

საბერიოს საექიმო ამბულატორია

1

9 158

4

ქვემო ბარღების საექიმო ამბულატორია

1

9158

5

ოქუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური

1

9158

6

გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო

2

14 593.

დანართი 18.2

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების რაოდენობა ტერიტორიული ერთეულების მიხედვით

ტერიტორიული ერთეულის დასახელება

ბრიგადების რაოდენობა

1

აბაშის მუნიციპალიტეტი

3

2

ადიგენის მუნიციპალიტეტი

2

3

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

3

4

ასპინძის მუნიციპალიტეტი

2

5

ახალგორი (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წეროვანი)

2

6

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

2

7

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი და ახალციხის მუნიციპალიტეტი

3

8

ახმეტის მუნიციპალიტეტი

4

9

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი/ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

13

10

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

2

11

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

3

12

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

4

13

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

5

14

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი და გორის მუნიციპალიტეტი (მათ შორის,  ტყვიავი)

8

15

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

4

16

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

3

17

დმანისის მუნიციპალიტეტი

2

18

დუშეთის მუნიციპალიტეტი (მათ შორის, ფასანაური)

3

19

ვანის მუნიციპალიტეტი

2

20

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

3

21

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

6

22

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

4

23

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი და თელავის მუნიციპალიტეტი

5

24

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

2

25

თიანეთის მუნიციპალიტეტი

3

26

კასპის მუნიციპალიტეტი

3

27

კოდა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი კოდა)

1

28

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

2

29

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

3

30

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

2

31

მარნეულის მუნიციპალიტეტი

5

32

მარტვილის მუნიციპალიტეტი

3

33

ქალაქ მესტიის მუნიციპალიტეტი და მესტიის მუნიციპალიტეტი

2

34

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი და მცხეთის მუნიციპალიტეტი

3

35

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

2

36

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

4

37

ონის მუნიციპალიტეტი

2

38

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

7

39

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

4

40

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

3

41

საჩხერის მუნიციპალიტეტი

3

42

სენაკის მუნიციპალიტეტი

3

43

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

3

44

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

3

45

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

5

46

ქარელის მუნიციპალიტეტი

2

47

ქედის მუნიციპალიტეტი

2

48

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

5

49

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

10

50

ქურთა (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წეროვანი)

1

51

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

2

52

ყვარლის მუნიციპალიტეტი

3

53

შუახევის მუნიციპალიტეტი

2

54

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

3

55

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

2

56

ცაგერის მუნიციპალიტეტი

2

57

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

2

58

ქალაქი ჯვარი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

2

59

წალკის მუნიციპალიტეტი

3

60

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

3

61

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

4

62

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

3

63

ხაშურის მუნიციპალიტეტი

4

64

ხობის მუნიციპალიტეტი

2

65

ხონის მუნიციპალიტეტი

2

66

ხულოს მუნიციპალიტეტი

4.“.

3. №20 დანართის (რეფერალური მომსახურება) მე-8 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 19,665.0 ათასი ლარით, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი – 19,614.0 ათასი ლარით;

ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურების კომპონენტი (2016 წლის დეკემბრის თვეში გაწეული მომსახურების ანაზღაურება) – 26.0 ათასი ლარით;

გ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი – 5.0 ათასი ლარით;

დ) მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმების უზრუნველყოფა – 20.0 ათასი ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.