„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10-40
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/05/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 14/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 300130000.35.101.016396
10-40
19/05/2017
ვებგვერდი, 22/05/2017
300130000.35.101.016396
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10-40

2017 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, www.Matsne.gov.ge, 16/12/2014; სარეგისტრაციო კოდი 300130000.35.101.016056) დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესში’’ (დანართი 1)  შევიდეს ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში წესი) მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას, აგრეთვე მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვაზე ნებართვის გაცემისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.

2. წესი განსაზღვრავს:

ა)  მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესს;

ბ) მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირების წესს;

გ) მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს;

დ) მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს;

ე) მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვაზე ნებართვის გაცემის წესს;

ვ) საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესს.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აღდგენა-ღონისძიება, რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების შემდგომი მოვლა-პატრონობა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. გადაბელვა ხის ვარჯის ან ვარჯის ნაწილის მთლიანად მოშორება.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ზეხმელი ხე ზრდაშეწყვეტილი, ზეზემდგომი გამხმარი ხე.“;

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მოსაჭრელი ხეების უბანი-განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი და ძირნაყარი ხეების დამზადება.’’;

ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13.  მწვანე ნარგავის დამზადება ზეზემდგომი ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა.“;

ვ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ნერგი სანერგეში აღზრდილი განსაზღვრული ზომის მცენარე“;

ზ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19.ფაუტი ხე ფუტურო, დამპალი და შემდეგ გამომშრალი  (გამოფიტული) ხე, რომელსაც დაკარგული აქვს მერქნის თავდაპირველი სტრუქტურა და სიმკვრივე.“;

თ) 23-ე, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. რჩეული ხე ჯანსაღი, სწორღეროიანი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით.

24.დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება.

25. მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისას ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი).

26.დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში ,,დოკუმენტი“) დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვისთვის   უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი.’’

ი) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. უფლებამოსილი ორგანო/ნებართვის გამცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური.“.

3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე, 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე და 36-ე პუნქტები:

,,30. გადაბერებული ხე სწრაფმოზარდი სახეობების მწიფე და გადაბერებული ხე, რომელსაც მიღწეული აქვს საამორტიზაციო ხნოვანება (ვერხვი, აკაცია, ტირიფი 40-50 წლის).

31. დაავადებული ხე ხე, რომლის განკურნება ფაქტობრივად შეუძლებელია.

32.მცენარის არასავეგეტაციო პერიოდი წელიწადის ის დრო, როდესაც შეჩერებულია მცენარის ზრდა-განვითარება.

33.ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიება „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი მწვანე ნარგავების აღდგენითი ღირებულების თანხის გადახდა ან/და საკომპენსაციო რგვა.

34. საკომპენსაციო რგვა-მოჭრილი მწვანე ნარგავების სანაცვლოდ ამ წესით დადგენილი რაოდენობის მწვანე ნარგავების გაშენება და მოვლა.

35. ნებართვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვაზე გაცემული თანხმობა.

36. განმეორებითი რგვა რგვა, რომელიც დაინტერესებულ პირს ევალება საკომპენსაციო რგვის ფარგლებში, ზეხმელი, დაავადებული და დაზიანებული ნერგების ჩანაცვლების მიზნით.“.

4. მე-3 მუხლის მე-2  და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან შესაბამისი  გამგეობა (შემდგომში - გამგეობა) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით დადგენილ შემთხვევებში, საკუთარი ინიციატივით ან მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე.

3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.’’.

5. მე-10 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გაუთვალისწინებელ შემთხვევებში (საგანგებო ან გადაუდებელი ვითარების დროს), მწვანე ნარგავების შესაძლო წაქცევით გამოწვეული უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით უფლებამოსილ ორგანოს ან შესაბამის გამგეობას უფლება აქვს განახორციელოს ჭრები მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ განხორციელებულ ჭრებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი ჭრის მოთხოვნები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, მოსალოდნელი  ზიანის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით განახორციელოს ჭრები მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დგება შესაბამისი აქტი.“.

6. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 17. სარგავი მასალა

მწვანე ნარგავების აღდგენისათვის სარგავ მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

ა) ნათესარი;

ბ) ნერგი;

გ) კალამი;

დ) ფესვის ნაბარტყი.’’.

7. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სპეციალური ჭრის დროს შეიძლება განხორციელდეს მონიშნული ხეების ჭრა, ასევე ხეების ფორმირება ან/და გადაბელვა.“.

8. 201 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, შესაბამისი გამგეობა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.“.

9. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 21. მწვანე ნარგავების გადარგვა

1. საჭიროების შემთხვევაში მწვანე ნარგავების გადარგვა შესაძლებელია განახორციელოს უფლებამოსილმა ორგანომ, გამგეობამ ან დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი ნებართვის საფუძველზე.

2. მწვანე ნარგავების გადარგვა ხორციელდება წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობით.

3. ნებართვის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მწვანე ნარგავების მდგომარეობა და გადარგვის შესაძლებლობა დადასტურებული იქნება მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ.

4. მწვანე ნარგავების გადარგვა უნდა განხორციელდეს უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული აგროტექნიკური ნორმების დაცვით.

5. უფლებამოსილი ორგანოს მიერ მწვანე ნარგავების გადარგვის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, ხოლო გადარგული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

6. კერძო მესაკუთრის მიერ ნებართვის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების (გადარგვა, მოვლა-პატრონობა) შესრულების მონიტორინგი ევალება ნებართვის გამცემ ორგანოს, რის თაობაზეც შედგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ოქმი.

7. გადარგვიდან 3 წლის განმავლობაში, მწვანე ნარგავების ხმობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს დაევალება საკომპენსაციო რგვის განხორციელება ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. საკომპენსაციო რგვის ფარგლებში გაშენებული მწვანე ნარგავების განმეორებითი რგვის განხორციელების შემთხვევაში ნარგავების მოვლის სამუშაოების სამწლიანი ვადის ათვლა ხელახლა იწყება ამ რგვების ჩატარების მომენტიდან.’’

10. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უფლებამოსილი ორგანო ან რაიონული გამგეობა უფლებამოსილია მის სარგებლობაში არსებული მერქნული რესურსი, საკუთარი ინიციატივით ან/და მოსახლეობის მოთხოვნით უსასყიდლოდ გადასცეს შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში საჯარო სკოლებსა და  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ საბავშვო ბაღებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.“.

11.  25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების  მოჭრა  ან გადარგვა აკრძალულია (გარდა   ხილ-კენკროვანი  ნარგავებისა)  უფლებამოსილი  ორგანოს  მიერ გაცემული წერილობითი ნებართვის გარეშე.

3. მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მწვანე ნარგავების დაავადების აღმოჩენის ან ამ ნარგავების მიერ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ასევე სხვისი საკუთრებისათვის ზიანის მიყენების მოსალოდნელი (შესაძლო) საფრთხის შესახებ.“.

12. 25-ე მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,4. ფიზიკური პირის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, აგრეთვე საჯარო სკოლებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე ადამიანის სიცოცხლისათვის ან/და ჯანმრთელობისათვის და სხვისი კერძო საკუთრებისათვის ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის საფრთხის შექმნისა და ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად ჭრას ახორციელებს შესაბამისი გამგეობა ან უფლებამოსილი ორგანო.

13. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 26. მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემის წესი და პირობები

1.ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღრულ მეორე და მესამე კატეგორიებისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარულ ტერიტორიებზე, აგრეთვე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მწვანე ნარგავების მოსაჭრელად უფლებამოსილი ორგანოს მიერ მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა დასაშვებია:

ა) დაავადებული, ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი, გადაბერებული (ამორტიზებული)  და ავარიული ხეების არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ასეთი ხეების შესაძლო წაქცევით ადამიანის სიცოცხლისათვის ან/და ჯანმრთელობისათვის და სხვისი კერძო საკუთრებისათვის ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის საფრთხის შექმნისა და ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი თავისუფლდება ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების ვალდებულებისგან;

ბ) სამშენებლოდ გამოსაყენებელი ტერიტორიის დაავადებული, ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი, გადაბერებული (ამორტიზებული)  და ავარიული ხეებისაგან გამოთავისუფლების მიზნით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ახორციელებს საკომპენსაციო რგვას ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად;

გ) სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავები პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და სამშენებლო ტერიტორიაზე მათი დატოვება შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მწვანე ნარგავების ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების-აღდგენითი ღირებულების თანხის გადახდის შემდგომ. ამასთანავე, მოსაჭრელი ხეების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული მერქნიანი მცენარეების 25%-ს;

დ) აშენებული კონსტრუქციის მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავებით უშუალოდ დაზიანების შემთხვევაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ახორციელებს საკომპენსაციო რგვას ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ მწვანე ნარგავების მოჭრის ნებართვა გაიცემა არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. ნებართვის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.

3. მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა და ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების ამ წესის მოთხოვნათა დაცვით განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მწვანე ნარგავების მდგომარეობას დაადასტურებს (დაადასტურებენ) მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირი (პირები).

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოს ნებართვის გაცემამდე უნდა წარედგინოს „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღრული მწვანე ნარგავების აღდგენითი ღირებულების გადახდის ქვითარი, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა) წარადგენს საკომპენსაციო რგვისთვის საჭირო საქონლისა და  მომსახურების შესყიდვის თაობაზე  გაფორმებულ ხელშეკრულებას.

5. მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის მიმღები ვალდებულია ჭრის დაწყების თარიღი და დრო წერილობით აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, წინააღმდეგ შემთხვევაში განხორციელებული მწვანე ნარგავების ჭრა ჩაითვლება უკანონოდ.

6. დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას მინიმალური დაშორება მშენებარე შენობასა და არსებულ მწვანე ნარგავს შორის შეადგენს 3 მეტრს. 

7. მწვანე ნარგავები უნდა დაირგოს შენობის გარე კედლიდან ან/და მშენებარე ობიექტის საძირკველთან მინიმუმ 3 მ დაშორებით ხეებისათვის და 1.5 მ დაშორებით ბუჩქებისათვის.’’

14. წესს დაემატოს  261  მუხლი:

,,მუხლი 261. საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები

1.კერძო მესაკუთრის მიერ მოჭრილი მწვანე ნარგავის სანაცვლოდ, ნებართვის ფარგლებში დაკისრებული საკომპენსაციო რგვა უნდა განხორციელდეს იმავე ტერიტორიაზე ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.

2.საკომპენსაციო რგვის ფარგლებში დაინტერესებული პირი ვალდებულია:

ა) დარგოს იგივე რაოდენობის ნერგი, რამდენი მწვანე ნარგავის მოჭრის ნებართვაც იქნა მასზე გაცემული;

ბ) წიწვოვანი ხე-მცენარის ნერგის დარგვის შემთხვევაში დარგული უნდა იქნეს, მინიმუმ 1,5 მ სიმაღლის ნერგი, ხოლო ფოთლოვანი ხე-მცენარის ნერგის დარგვის შემთხვევაში, მინიმუმ 2მ სიმაღლის ნერგი.

3.საკომპენსაციო რგვა უნდა განხორციელდეს უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით (მცენარის სახეობა), მცენარის არასავეგეტაციო პერიოდში, აგროტექნიკური ნორმების დაცვით.

4. მესაკუთრის მიერ საკომპენსაციო რგვის განხორციელებისას აღდგენილი და/ან გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 წლის ვადით. აღდგენილი ან/და გაშენებული მწვანე ნარგავების განმეორებითი რგვის განხორციელების შემთხვევაში ნარგავების მოვლის სამუშაოების სამწლიანი ვადის ათვლა ხელახლა იწყება ამ რგვების ჩატარების მომენტიდან.

5.კერძო მესაკუთრის მიერ ნებართვის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების (შესაბამის დროს საკომპენსაციო რგვის ჩატარების ვალდებულება და შემდგომი მოვლა-პატრონობა) შესრულების მონიტორინგი ევალება უფლებამოსილ ორგანოს.  მონიტორინგის შედეგებზე დგება შესაბამისი ოქმი.

6.მონიტორინგი ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი პერიოდულობით.

7. კერძო მესაკუთრის მიერ ნებართვის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების (შესაბამის დროს საკომპენსაციო რგვის ჩატარების ვალდებულება და შემდგომი მოვლა-პატრონობა) შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.“.

15.  წესს დაემატოს შემდგომი რედაქციის III1 თავი:

,,თავი III1 მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასება

მუხლი 271. პირობები და კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა  აკმაყოფილებდეს მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე  დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირი (პირები)

1.მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემ უფლებამოსილ პირს (პირებს) წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ წესის შესაბამისად  მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ფიზიკური პირი (შემდგომში ექსპერტი).

2.მონაცემთა ბაზაში პირის რეგისტრაციისთვის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება გარემოსდაცვით სფეროში (აგრონომი, ბიოლოგი და მეტყევე);

ბ) შესაბამის დარგში მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი პრაქტიკული გამოცდილება.

მუხლი 272 . მონაცემთა ბაზა

1. მონაცემთა ბაზა წარმოადგენს მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე ექსპერტთა პერსონალური და პროფესიული მონაცემების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებულ ერთობლიობას, რომელიც ექვემდებარება მუდმივ განახლებას.

2. მონაცემთა ბაზას აწარმოებს უფლებამოსილი ორგანო.

3. მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, გარდა ექსპერტთა შესახებ პერსონალური მონაცემებისა. მონაცემთა ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მონაცემთა ბაზა შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ექსპერტის სახელი, გვარი, იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა);

ბ) ექსპერტის განათლების, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის, სამუშაო (მათ შორის, საექსპერტო ორგანოებში მუშაობის) გამოცდილების (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, სერტიფიკატი და სხვ.) შესახებ;

გ) ექსპერტის მიმდინარე საქმიანობის, დაკავებული თანამდებობის, სამსახურებრივი მოვალეობების შესახებ.

მუხლი 273. მონაცემთა ბაზაში ექსპერტთა რეგისტრაცია, შერჩევის კრიტერიუმები

1. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე პირი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა)  წერილობითი განცხადება;

ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) განათლების და აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;

დ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2. პირის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციიდან მოხსნას ექვემდებარება ექსპერტი, თუ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ან გაცემული დასკვნის სიყალბე გამოვლინდა  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 274. საექსპერტო დასკვნა

მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში  მითითებული უნდა იქნეს:

ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;

ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;

გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;

დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;

ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფოტო-მასალა;

ვ) დაავადებული მწვანე ნარგავების  შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანმრთელებას;

ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვის შესაძლებლობის თაობაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი