დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის № 7-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10-42 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 19/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 410080000.35.101.016398 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის № 7-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის № 7-28 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 08/04/2015, სარეგისტრაციო კოდი: 410080000.35.101.016141) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული:
1. წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის საფუძვლების განსაზღვრა.“. 2. წესის მე-6 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოს დაკარგვის ფაქტის შესახებ და წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია (ცხოველის, მისი დაკარგვის დროის, ადგილის, გარემოებების შესახებ და სხვა). 18. ცხოველის პატრონი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას და უფლებამოსილ ორგანოს, საკუთრებაში (მფლობელობაში) მყოფი ცხოველის მიერ ადამიანის ან/და ცხოველის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ, უზრუნველყოს ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დაწესება, შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებაში ან უფლებამოსილ ორგანოში წარადგინოს ცხოველის ვეტერინარული პასპორტი და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ცხოველის ვეტერინარული ზედამხედველობის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს ცხოველის პატრონი.“. 3. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი: „მუხლი 10. პასუხისმგებლობა და ხარჯების ანაზღაურება 1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება როგორც ცხოველის პატრონზე/მფლობელზე, ასევე იმ პირზე, რომელიც ჩადის სამართალდარღვევას, იმ შემთხვევაში, როდესაც პატრონის/მფლობელის დადგენა შეუძლებელია. 3. ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეთვალყურეობის გარეშე მყოფ ცხოველს, უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში (შემდგომში – სპეციალური ადგილი), ამ წესით დადგენილი, შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით. 4. ამ მუხლის მე-3 პუქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გაატაროს ამ წესის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილი ღონისძიებები. 5. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველი პატრონს/მფლობელს დაუბრუნდება მხოლოდ სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის შემდეგ. 6.სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და დღიური მოვლა-პატრონობის ხარჯი შეადგენს: ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე - 50 ლარს; ბ) დღიური მოვლა-პატრონობა: ბ.ა) ძაღლის - 5 ლარს; ბ.ბ) კატის - 3 ლარს. 7. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი, ამ წესის შესაბამისად იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველი პატრონს/მფლობელს დაუბრუნდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოებულ ცხოველთა ერთიან სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში ცხოველის მონაცემების შემოწმებისა და ცხოველის პატრონის/მფლობელის იდენტიფიკაციის საფუძველზე. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველის პატრონის/მფლობელის დადგენის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს პატრონს/მფლობელს, მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა. 8. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ფაქტობრივ პატრონს/მფლობელს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ პირი წარადგენს უფლებამოსილ ორგანოში 3 მოქალაქის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ხელწერილს, რომ სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველი წარმოადგენს მის საკუთრებას. სპეციალური ადგილიდან გაყვანამდე, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას, ამ წესის საფუძველზე.“ 9. პატრონისთვის/მფლობელისთვის ცხოველის დაბრუნების შესახებ შედგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი და ცხოველის პატრონი/მფლობელი. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს ცხოველის ფოტოსურათი. 10. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ წარმომდგენს. 11. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან. 12. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალურ ადგილზე გადაყვანიდან 10 დღის ვადაში არ დადგინდება ცხოველის პატრონი/მფლობელი ან ის არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველის დაბრუნების მიზნით და არ აანაზღაურებს სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია რაციონალური მიზანშეწონილობის საფუძველზე მოახდინოს ცხოველის რეალიზება ელექტრონული აუქციონის (შემდგომში – აუქციონი) ფორმით, ან გაასხვისოს ცხოველი, ან გაატაროს ამ წესით დადგენილი სხვა ღონისძიებები. 13. ცხოველის რეალიზება აუქციონის ფორმით ხორციელდება შემდეგი წესით: ა) ცხოველის რეალიზაციასა და აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი; ბ) აუქციონის ფორმით ცხოველის რეალიზაციას მოახდენს უფლებამოსილი ორგანო, სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე www.eauction.ge;
გ) აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უფლებამოსილი ორგანო ოფიციალურ ვებგვერდზე – www.animalsmonitoring.ge გ.ა) აუქციონის დაწყების და დასრულების თარიღს; გ.ბ) სარეალიზაციო ცხოველების სახეობას, რაოდენობას, მოკლე აღწერას; გ.გ) ცხოველის საწყის სარეალიზაციო ღირებულებას; გ.დ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას; გ.ე) ბიჯის სიდიდეს; გ.ვ) საჭიროების შემთხვევაში აუქციონის ჩატარების სხვა პირობებს. დ) იმ შემთხვევაში, თუ დადგენილია ცხოველის მესაკუთრე/მფლობელი, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია რეალიზაციას დაქვემდებარებული ცხოველის მესაკუთრეს/მფლობელს, აუქციონის დაწყებამდე 3 დღით ადრე წერილობით ან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით შეატყობინოს ელექტრონული აუქციონის დაწყების დრო; ე) უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია აუქციონის გამოცხადებამდე მოიკვლიოს ცხოველის საბაზრო ფასი და საწყისი სარეალიზაციო ღირებულება განსაზღვროს ბაზრის კვლევით დადგენილი ოდენობის შესაბამისად; ვ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროდ განისაზღვრება მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 45 კალენდარული დღე; ზ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა უნდა შეადგენდეს ცხოველის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების არანაკლებ 10 %-ს და არაუმეტეს 80 %-ისა; თ) ბიჯის ოდენობა განისაზღვრება ცხოველის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 5 %-ით; ი) თუ აუქციონზე პირველად გატანისას არ განხორციელდება ცხოველის რეალიზაცია, უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 25%-ით შემცირების თაობაზე; კ) თუ ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ განხორციელდა ცხოველის რეალიზაცია, უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 50 %-ით შემცირების თაობაზე; ლ) თუ ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ განხორციელდა ცხოველის რეალიზაცია, უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 70 %-ით შემცირების თაობაზე; მ) თუ ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ განხორციელდა ცხოველის რეალიზაცია, უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 70%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის თაობაზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები