„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 17/05/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016040
3
17/05/2017
ვებგვერდი, 18/05/2017
010220020.34.059.016040
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
 
საქართველო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №3

2017 წლის 17 მაისი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“  23.05.2006 წ.  №91) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:  

„ზ) ინსტიტუციური განვითარების სამსახური.“.

2. მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს 151 მუხლი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„151. ინსტიტუციური განვითარების სამსახური

ინსტიტუციური განვითარების სამსახური:

ა)  ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიას ან კომისიის თავმჯდომარეს;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს უსკოს სხდომებზე განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

გ) აწვდის ინფორმაციას უსკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის   სამსახურს ტრენინგების, კონფერენციების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

დ) საარჩევნო რეფორმების ხელშეწყობა;

ე) საარჩევნო სისტემების სრულყოფის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) ამომრჩევლებისა და სხვა დაინტერესებული პირების სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებაზე მონიტორინგის განხორციელება;

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დონის ამაღლება;

თ) გეგმავს და უზრუნველყოფს ტრენინგების და კონფერენციების ჩატარებას;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გეგმავს გრანტების და სხვა ალტერნატიული დაფინანსების წყაროს მოძიებას;

კ)  საარჩევნო ადმინისტრაციის რესურსების განვითარება;

ლ) ამომრჩეველთა აქტიური საარჩევნო უფლების დაუბრკოლებელი რეალიზაციის ხელშეწყობა;

მ) საგანმანათლებლო პროექტების შემუშავება და განხორციელება;

ნ) საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ო) ასრულებს სხვა მოვალეობებს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება  შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან  2 (ორი)  კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს „ინსტიტუციური განვითარების სამსახურის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2017 წლის 17 მაისის №2 დადგენილების გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონია
კომისიის მდივანისოფიო კახაძე