დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 779-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010120000.05.001.018434 |
|
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი;“. 2. მე-17 მუხლის 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „61. უცხოელზე, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, დროებითი ბინადრობის ნებართვას გასცემს და ამ ნებართვის მოქმედების ვადას აგრძელებს სააგენტო ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.“. 3. 61-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ1) უცხოელი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, შესაბამისი სამართალწარმოების დასრულებამდე ან/და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან. |
ქუთაისი, 4 მაისი 2017 წ. N779-IIს |
დოკუმენტის კომენტარები