არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 750-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 080060000.05.001.018418
750-IIს
04/05/2017
ვებგვერდი, 24/05/2017
080060000.05.001.018418
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას. ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე პირის მიმართ ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ეს პირი ბრალდებულია. ამ კოდექსის 38-ე–48-ე მუხლებით (გარდა 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 46-ე მუხლისა) დადგენილი ნორმები  ვრცელდება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე პირზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული ან მძიმე დანაშაული.“.

2. მე-3 მუხლის მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ახლო ნათესავი – არასრულწლოვნის მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).“.

3. 46-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასრულწლოვნის მინდობით აღსაზრდელად განთავსება ნიშნავს განსაზღვრული დროით არასრულწლოვნის მინდობით აღმზრდელისთვის გადაცემას სახლიდან მოშორებით და მშობლებისაგან განცალკევებით, თუ არასრულწლოვნის სახლში და მშობლების გარემოცვაში დატოვება მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს შეიცავს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მაისი 2017 წ.

N750-IIს