დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 12 |
დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 01/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.107.016244 |
|
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„მუხლი 1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7642.7 ათასი ლარით:
“; ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6872.7 ათასი ლარის ოდენობით:
“; გ) მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4996.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2539.8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2839.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; დ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ე) მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პროგრამების ფარგლებში გაგრძელდება დაბა ჩხოროწყუს საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში შიდა გზებისა და სახიდე ნაგებობების დაზიანებული მონაკვეთების მიმდინარე მოწყობა-რეაბილიტაცია როგორც დაბაში, ისე სოფლებსა და თემებში. ა.ა) გზების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) მუნიციპალიტეტის შიდა გზების აღდგენა, მოწყობა-რეაბილიტაცია. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: • მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: • გაზრდილი რეაბილიტირებული გზები. ა.ბ) სახიდე ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 02) დაზიანებული ხიდების, ხიდ-ბოგირების, საცალფეხო ხიდების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის სოფლებსა და თემებში. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: • მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: • გაზრდილი რეაბილიტირებული სახიდე ნაგებობები. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება დ. ჩხოროწყუში დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. ბ.ა) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე ახალი სანათი წერტილების მოწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: • განათებული მუნიციპალიტეტი. შედეგების შეფასების ინდიკატორები: • ექსპლუატაციაში არსებული სრული სანათი წერტილები. ბ.ბ) დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დაბა ჩხოროწყუში ქუჩების ყოველდღიური, მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ცენტრების პერიოდული დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. მოსალოდნელი შედეგები: • დაბაში და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაუმჯობესებული სანიტარიული პირობები. შედეგების შეფასების ინდიკატორები: • გატანილი ნარჩენების რაოდენობა. ბ.გ) წყლის სისტემის ექსპლუატაცია და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) სასმელი წყლის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს წყლის სისტემის მოწესრიგებას, მის დაცულობას. მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის, ბაქტერიებისაგან გაწმენდილი წყლის მიწოდებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.დ) უმეთვალყუროდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია (პროგრამული კოდი 03 02 06) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: • გაუმჯობესებული სანიტარიული პირობები; შედეგების შეფასების ინდიკატორები: • ორასი გაყვანილი მაწანწალა ცხოველი. ბ.ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების და სხვა არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 07) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. ქვეპროგრამის მიზანი ამ შემთხვევაში შენობების ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის შენარჩუნებაა, რა დროსაც არსებული სარემონტო სამუშაოებით ხდება უფრო მეტი დაზიანებებისა და შესაბამისად მეტი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის თავიდან აცილება. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
გ) სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და ექსპერტიზის ხარჯები. (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში შენობა-ნაგებობებზე და მიწაზე ზედამხედველობას, უზრუნველყოფს საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
დ) სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 03 07) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობას, კერძოდ მსხვილფეხა რქოსანი საქონლის გენეტიკურ განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია ასევე უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის დაფინანსება და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას.
ა) სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 34 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1012 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ბავშვების კვების ხარჯების, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, სკოლამდელი განათლება ითვალისწინებს საბავშვო ბაღების რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციას რათა აღსაზრდელებს შეექმნას კომფორტული პირობები და შეძლონ სწავლა და გართობა. მოსალოდნელი შედეგები: • საბავშვო ბაგა-ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მენეჯმენტის სრულყოფა; • ოჯახების ხელშეწყობა ბავშვებისათვის სკოლამდელი განათლების მიღებაში. • სკოლამდელი განთლების განვითარების ხელშეწყობა. • რეაბილიტირებული და განახლებული ბაგა- ბაღები. • ახალი ბაგა-ბაღების გახსნა. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
• სკოლამდელი ასაკის ბავშვების ზოგადი განათლების მაღალი დონე. ბ) საჯარო სკოლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 02) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და სასწავლო პროცესის ხელშეწყობისათვის ფინანსური მხარდაჭერის განხორციელება. მოსალოდნელი შედეგები: • გაუმჯობესებული სასწავლო პირობები. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
გ) განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ნორჩ ფოლკლორისტთა, ენის მოყვარულთა, შემოქმედთა, ტექნიკური ცოდნის მიდრეკილთა და მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა გამოვლენა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: • მოსწავლეთათვის სკოლის გარეთ დამატებითი პირობების შექმნა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: • სკოლისგარეშე საქმიანობაში ჩართული 154 მოსწავლე.“; ვ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები