„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 711-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.018387
711-IIს
21/04/2017
ვებგვერდი, 10/05/2017
310150000.05.001.018387
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) დანართი №5. „სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილი“.“.

2. 21-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას დადგენილი წესით ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა ან მარცხენა მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ ან სატრანსპორტო საშუალების უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის, რომელსაც კალთაში უზის 3 წლამდე ბავშვი, მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა.“.

3. 26-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მსუბუქი ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა ნებადართულია ბავშვის სამგზავრო სავარძლით ან მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში.  აღნიშნული მგზავრი ვალდებულია ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით. დაუშვებელია, ერთ მგზავრს კალთაში ერთზე მეტი ბავშვი ეჯდეს.“.

4. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აღმოფხვრილია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძველი და გასულია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ვადა, გარდა ამ კანონის 59-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“.

5. 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21–210 პუნქტები:

„21. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელ, იურიდიული ძალის მქონე მართვის მოწმობას ენიჭება ქულათა სისტემა. 

22. საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას ქულათა სისტემის მიხედვით 100 ქულა ენიჭება: 

ა) ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს;

ბ) კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობის გაცემის დღეს (დამატებით სხვა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება, კალენდარული წლის განმავლობაში შეჩერებული ან ჩამორთმეული (გარდა ამ კანონის 59-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მართვის უფლების იმავე კალენდარულ წელს აღდგენა, კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობის შეცვლა ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა არ იწვევს ამ პუნქტით განსაზღვრული ქულების რაოდენობის ზრდას ან სხვაგვარ ცვლილებას);

გ) ამ კანონის 59-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მართვის უფლების აღდგენისას.

23. მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები ძალაშია მთელი კალენდარული წლის განმავლობაში. მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების დარჩენილი რაოდენობა უქმდება და მართვის მოწმობას ხელახლა ენიჭება 100 ქულა. კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა იწვევს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამ კანონის №5 დანართის შესაბამისად შემცირებას.

24. კალენდარული წლის განმავლობაში მართვის უფლების შეჩერება, ჩამორთმევა ან აღდგენა (გარდა ამ კანონის 59-ე მუხლის 5პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გავლენას არ ახდენს აღნიშნული კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობაზე. ამასთანავე, წინა კალენდარული წლის განმავლობაში შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში აღდგენის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის 22 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესი.

25. თუ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისად კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობა იმდენად შემცირდება, რომ ნულს ან ნულზე ნაკლებ რიცხვს გაუტოლდება, აღნიშნული ქულების რაოდენობა ამოწურულად ჩაითვლება. მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვა იწვევს ამ მართვის მოწმობის მფლობელისათვის მინიჭებული ყველა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

26. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ელექტრონული ფოსტით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინებით მართვის უფლების შეჩერების რისკის შესახებ გააფრთხილოს მართვის მოწმობის მფლობელი მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის 50-მდე შემცირებისას და შემდგომ 20-მდე შემცირებისას, თუ მას აქვს ამ პირის შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია.

27. უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობას საქართველოს ტერიტორიაზე ერთჯერადად ენიჭება 100 ქულა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის წარმოშობის დღიდან;

ბ) ამ მუხლის 2პუნქტის „ა“ და „გ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.   

28. ამ მუხლის 2პუნქტით განსაზღვრულ მართვის მოწმობაზე ვრცელდება ამ კანონის 58-ე და 59-ე მუხლებით დადგენილი წესები. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის შემთხვევაში ამ მართვის მოწმობის მფლობელს ეკრძალება საქართველოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა. ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე მართვის უფლების აღდგენა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

29. ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არ ვრცელდება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირების წესი.

210. მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

6. 59-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის კალენდარული წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწურვა;“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. პირს, რომელსაც მართვის უფლება ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით შეუჩერდა, მართვის უფლება აღუდგება მისი შეჩერებიდან 1 კალენდარული წლის გასვლისთანავე ან მართვის უფლება ვადამდე აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. პირი მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაიშვება.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „დ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით მართვის უფლების შეჩერებიდან ამ უფლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღდგენამდე უფლებაშეჩერებული პირი მართვის უფლების არმქონედ ითვლება.“.

7. 62-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7–მე-9 პუნქტები:

„7. საქართველოში გაცემულ მოქმედ მართვის მოწმობას 2017 წლის 1 ივლისს ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა, რომლებიც ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე.

8. 2017 წლის 1 ივლისამდე შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ აღდგენის შემთხვევაში მართვის მოწმობას ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა.

9. უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე მართვის მოწმობას 2017 წლის 1 ივლისს ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა, რომლებიც ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხო ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობას შეუჩერდა იურიდიული ძალა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. აღნიშნულ მართვის მოწმობას 2018 წლის 1 იანვრიდან ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა მიენიჭება ამავე კანონით დადგენილი საერთო წესით.“.

8. 63-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) 2017 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის №5 დანართი („სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილი“):

„დანართი №5

სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლის ნაწილი

შესამცირებელი ქულის რაოდენობა

116-ე

მე-3

 

 30

მე-4

 40

51

 40

118-ე

1-ლი

15

1181

 

 5

1182

 

15

1183

 

5

119-ე

 

 

 

 

 

 

 

1-ლი

5

მე-2

5

 

მე-3

 10

მე-5

 10

მე-6

15

მე-7

5

 

71

 

10

 

72

15

 

მე-8

20

 

120-ე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1-ლი

15

 

11

20

 

მე-2

10

 

მე-3

10

 

31

 20

მე-4

40

 

121-ე

 

 

 

 

 

მე-2

15

 

მე-3

25

 

მე-4

 30

1211

 

 

 

 

 

 

მე-2    

20

122-ე

 

 

 

1-ლი

10

მე-2

20

მე-3

 30

123-ე

 

1-ლი

15

 

მე-2

 20

მე-4

35

 

125-ე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1-ლი

10

11

20

მე-2

25

მე-4

30

მე-5

40

51

 10

52

 15

მე-6

5

61

10

62

10

63

5

 

მე-7

15

 

71

10

72

20

 

73

30

91

20

92

20

მე-10

25

მე-11

30

 

1271

 

 

 

1-ლი

10

11

20

 

მე-2

25

მე-6

 20

მე-7

15

 

1291

 

15

 “.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-7 და მე-9 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-7 და მე-9 პუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 აპრილი 2017 წ.

N711-IIს