სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია“-ს კრედიტორთა მეორე კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია“-ს კრედიტორთა მეორე კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/8768-11
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/04/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/8768-11
18/04/2017
ვებგვერდი, 24/04/2017
სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია“-ს კრედიტორთა მეორე კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე 2/8768-11   

 

განჩინება

საქართველოს სახელით

რედიტორთა მეორე კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი - კრედიტორი - სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” რეაბილიტაციის მმართველი/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე

არმომადგენელი - ლევან ქევხიშვილი

 

მოვალე - სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია“

 

გაკოტრების მმართველი - აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენლები - 1. ზურაბ ჯავახიშილი

                                      2. ნანა გალახვარიძე

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა მეორე კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია  გაკოტრების საქმის წარმოება მოვალე სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” მიმართ.

სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის განჩინებით სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის წარმომადგენლის ლევან ქევხიშვილის განცხადების საფუძველზე მოწვეულ იქნა კრედიტორთა რიგგარეშე კრება 2017 წლის 18 აპრილს 15:00 საათზე.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%, მიუხედავად იმისა, ჩაჰბარდათ თუ არა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დანარჩენ კრედიტორებს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 18 აპრილს კრედიტორთა რიგგარეშე კრებაზე წარმოდგენილი იყო კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის 51%-ზე ნაკლები.

აღნიშნული მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნეს მეორე კრება.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კრედიტორთა მეორე კრება მოწვეული იქნეს 2017 წლის 02 მაისს 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:

სს ,,კახეთის ენერგო დისტრიბუციის’’ მიმართ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ კრედიტორული მოთხოვნების 2017 წლის 1 აპრილის მდგომარეობით - 2 385 431,06 ლარის მეორე რიგის კრედიტორულ მოთხოვნად აღიარება და სს ,,კახეთის ენერგო დისტრიბუციის’’ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მეორე რიგის მოთხოვნად ასახვა;

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                               თამარ ჭუნიაშვილი