შპს ”ევრო-ფუდი”-ის გაკოტრებულად გამოცხადებისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

  • Word
შპს ”ევრო-ფუდი”-ის გაკოტრებულად გამოცხადებისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/3243-17
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/3243-17
21/04/2017
ვებგვერდი, 21/04/2017
შპს ”ევრო-ფუდი”-ის გაკოტრებულად გამოცხადებისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/3243-17

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

განჩინებაში შესწორების შეტანის შესახებ

 

2017 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლეთამარ ბურჯანაძე

 

განმცხადებელი შპს ევრო-ფუდი”

(საიდენტიფიკაციო ნომერი 205184003)

წარმომადგენელი – გიორგი გვენეტაძე

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აპრილის განჩინებაში შესწორების შეტანის საკითხი და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის2 თებერვალს განცხადებით მომართა შპს ევრო-ფუდის” წარმომადგენელმა გიორგი გვენეტაძემ და მოითხოვა შპს ევრო-ფუდის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

2017 წლის 07 აპრილის განჩინებით შპს ევრო-ფუდი” (საიდენტიფიკაციო ნომერი 205184003) გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა შპს ევრო-ფუდის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილებში უნდა შევიდეს შესწორება შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. მოცემულ შემთხვევაში შპს ევრო-ფუდის“ საიდენტიფიკაციო ნომერში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და ს/ნ №205184003 ნაცვლად მითითებულია ს.ნ №211343982 შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში უნდა შევიდეს შესწორება.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე, 414-ე, 416-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის7 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში შევიდეს შესწორება და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: შპს ევრო-ფუდი” (საიდენტიფიკაციო ნომერი 205184003) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ევრო-ფუდის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლეთამარ ბურჯანაძე