,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.170.016247
25
20/04/2017
ვებგვერდი, 24/04/2017
190020020.35.170.016247
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2017 წლის 20 აპრილი

ქ. ზუგდიდი

 

,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ.ა“  ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  30/12/2016,  სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.170.016222) შეტანილი იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის ,,4.2.12“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4.2.12. 517,5 ათასი ლარი სამედიცინო დახმარების პროგრამა  (პროგრამული კოდი 060312)

პროგრამა ითვალისწინებს  ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/ თანადაფინანსებას. პროგრამა  განხორციელდეს შესაბამისი  კომისიის დებულების მიხედვით.

ა) ძვირადღირებული მედიკამენტების (50 ლარზე მეტი ღირებულების) დაფინანსება – მაქსიმალური ლიმიტი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი წელიწადში ერთხელ.

მოსარგებლეები: 

- სოციალურად დაუცველები (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები);

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში შშმ) პირები;

- ონკოლოგიური ავადმყოფები;

- 0-18 წლამდე ბავშვები;

- ქრონიკული დაავადებების მქონე პირები (ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გლაუკომა,  გულის იშემიური დაავადება, ეპილეფსია);

- მედიკამენტების დაფინანსება ხანდაზმული (ქალები 60 წელზე ზევით, მამაკაცები 65 წელზე ზევით) უმწეო (სარეიტინგო ქულა 65000-ზე ნაკლები) პენსიონერებისთვის –  მაქსიმალური ლიმიტი 200(ორასი) ლარი, წელიწადში ერთხელ;

ბ) სტაციონარული სამედიცინო მომსახურება ოპერაციების დაფინანსება/ თანადაფინანსება – წელიწადში ერთხელ.

მოსარგებლეები:

- მოქალაქეები, რომლებსაც ოპერაციის (გარდა პლასტიკური და რეპროდუქტოლოგიური ქირურგიისა) ღირებულება არ უფინანსდება  საყოველთაო ჯანდაცვის, კერძო სადაზღვევო კომპანიის პროგრამებიდან – მაქსიმალური ლიმიტი 1 000(ერთი ათასი) ლარი;

- სოციალურად დაუცველები (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები), შშმ პირები, სიმსივნით დაავადებული პირები, პენსიონერები, 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები – თანადაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვასთან/კერძო სადაზღვევო კომპანიასთან 500(ხუთასი) ლარამდე სრულად, 500 (ხუთასი)ლარიდან 2000 (ორი ათასი) ლარამდე 50 %-ით, 2000(ორი ათასი) ლარის ზევით მაქსიმალური ლიმიტი 1000(ერთი ათასი) ლარი.

გ) C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის თანადაფინანსება – მაქსიმალური ლიმიტი 200(ორასი) ლარი. წელიწადში ერთხელ;

დ) აუტიზმის აბილიტაციის პროგრამა  – პროგრამა 20  ბავშვისთვის  ყოველთვიურად 315 (სამას თხუთმეტი) ლარი; დაუნის სინდრომი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება – მაქსიმალური ლიმიტი 1000 (ერთი ათასი) ლარი, წელიწადში ერთხელ;

ე) ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების (0-18წლამდე) სპეციალიზირებული საკვების თანხით  უზრუნველყოფა - ყოველთვიურად 500(ხუთასი) ლარი;

ვ) გამოკვლევების: კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია, აუდიომეტრია მხოლოდ 0-6 წლამდე ბავშვებისთვის თანადაფინანსება – მაქსიმალური ლიმიტი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი, წელიწადში ერთხელ.

ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებს შეეძლებათ ისარგებლონ წელიწადში ერთხელ სამედიცინო დახმარების პროგრამის ერთერთი ქვეპროგრამით, გარდა სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა  65 000-ზე ნაკლები) და შშმ პირებისა, რომლებიც ისარგებლებენ სხვადასხვა მომსახურებით.

მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობებსების ხელშეწყობა.

შედეგების შეფასების ინდიკატორები:

ძვირადღირებული მკურნალობის ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებელი. მძიმე დაავადებების გამოვლენა ადრეულ სტადიაზე დროული დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის გზით.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია შეროზია