სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტალი“-ს განცხადება საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტალი“-ს განცხადება საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს. "საზღვაო ჰოსპიტალი"
მიღების თარიღი 16/04/2017
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
16/04/2017
ვებგვერდი, 19/04/2017
სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტალი“-ს განცხადება საერთო კრების მოწვევის შესახებ
ს.ს. "საზღვაო ჰოსპიტალი"

შეტყობინება

სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტლის საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს. „საზღვაო ჰოსპიტლის” (საიდენტიფიკაციო კოდი : №245442695. იურიდიული მისამართი: ქ.ბათუმი , მელიქიშვილის ქ. №102.ბ.) სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებსგანმეორებით საერთო კრებაზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ.ბათუმი, მელიქიშვილის ქ. №102 ბ, 2017 წლის5 მაისს 16:30 საათზე.

აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

1. სს ,,საზღვაო ჰოსპიტლის” დამოუკიდებელი აუდიტორის 2016 წლის დასკვნის წარდგენა;

2. სს „საზღვაო ჰოსპიტალის” 2017 წლის განვითარების სტრატეგიული გეგმა, მომხსენებელი გრიგოლ ჭყონია;

3. ფინანსური დეპარტამენტის უფროსის თამუნა დევაძის 2016 წლის საანგარიშო მოხსენება;

4. სს „საზღვაო ჰოსპიტლის” მოგების (დივიდენდების) გაცემის საკითხის განხილვა;

5. აქციონერებისგან აქციების გამოსყიდვის საკითხის განხილვა;

6. აქციების ფასის განსაზღვრის საკითხის განხილვა;

7. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები.

 

დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს ,,საზღვაო ჰოსპიტლის” დირექტორატში.

დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა, როგორც კრებაზე, ასევე წერილობით, თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი იქნება 2017 წლის 23 აპრილამდე მასზე იქნება გაცემული პასუხი ან შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები არიან ის აქციონერები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, 2017 წლის 13 აპრილის მდგომარეობით.

 

სს „საზღვაო ჰოსპიტალი“ დირექტორი                        მინდია სურმანიძე