საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ 1997 წლის 17 ივლისის შეთანხმების გაგრძელებისა და ცვლილების შესახებ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება

დოკუმენტის ნომერი 35/6-III
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2017
ძალაში შესვლის თარიღი 10/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016471
35/6-III
10/11/2016
ვებგვერდი, 24/04/2017
480610000.03.030.016471
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ 1997 წლის 17 ივლისის შეთანხმების გაგრძელებისა და ცვლილების შესახებ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნოტა:

№160/16

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გამოხატავს თავის პატივისცემას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი და პატივი აქვს გააკეთოს მითითება 1997 წლის 17 ივლისს ქ. ვაშინგტონში ხელმოწერილ, და შემდგომში შესწორებულ და მოქმედებაგაგრძელებულ, ,,ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ’’ შეთანხმებაზე (,,შეთანხმება’’), რომელიც ძალაში შევიდა 1997 წლის 10 ნოემბერს და რომლის მოქმედება წყდება 2016 წლის 10 ნოემბერს.

საელჩოს პატივი აქვს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, შემოგთავაზოთ შეთანხმების მოქმედების ვადის გაგრძელება დამატებითი შვიდი წლით, 2023 წლის 10 ნოემბრამდე, და ამ შვიდწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ შეთანხმების მოქმედების ავტომატური გაგრძელება მომდევნო შვიდწლიანი პერიოდებით, თუკი შესაბამისი შვიდწლიანი პერიოდის ამოწურვამდე ოთხმოცდაათი დღით ადრე ერთ-ერთი მხარე წერილობით შეტყობინებას არ წარუდგენს მეორე მხარეს შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ.

თუ შეთავაზება მისაღებია საქართველოს მთავრობისათვის, საელჩო გთავაზობთ, რომ წინამდებარე ნოტა, მსგავსი შედეგის დადგომისკენ მიმართულ სამინისტროს პასუხთან ერთად, ჩაითვალოს შეთანხმებად ორ მთავრობას შორის შეთანხმების მოქმედების გაგრძელების თაობაზე, რომელიც დროებით გამოიყენება სამინისტროს ნოტის თარიღიდან და ძალაში შედის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ საქართველოს მთავრობის შეტყობინების დღიდან.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სარგებლობს შემთხვევით, რათა კვლავ დაუდასტუროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისი ღრმა პატივისცემა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო

თბილისი, 2016 წლის 28 ოქტომბერი

[საელჩოს ოფიციალური ბეჭედი]

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა:

№01/40850

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის პატივისცემას ქ. თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ და აქვს პატივი დაუდასტუროს საელჩოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №160/16 ნოტის მიღება, რომელიც იკითხება შემდეგნაირად:

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გამოხატავს თავის პატივისცემას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი და პატივი აქვს გააკეთოს მითითება 1997 წლის 17 ივლისს ქ. ვაშინგტონში ხელმოწერილ, და შემდგომში შესწორებულ და მოქმედება გაგრძელებულ, “საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ” შეთანხმებაზე (“შეთანხმება”), რომელიც ძალაში შევიდა 1997 წლის 10 ნოემბერს და რომლის მოქმედება წყდება 2016 წლის 10 ნოემბერს.

საელჩოს პატივი აქვს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, შემოგთავაზოთ შეთანხმების მოქმედების ვადის გაგრძელება დამატებითი შვიდი წლით, 2023 წლის 10 ნოემბრამდე, და ამ შვიდწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ შეთანხმების მოქმედების ავტომატური გაგრძელება მომდევნო შვიდწლიანი პერიოდებით, თუკი შესაბამისი შვიდწლიანი პერიოდის ამოწურვამდე ოთხმოცდაათი დღით ადრე ერთ-ერთი მხარე წერილობით შეტყობინებას არ წარუდგენს მეორე მხარეს შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ.

თუ შეთავაზება მისაღებია საქართველოს მთავრობისათვის, საელჩო გთავაზობთ, რომ წინამდებარე ნოტა, მსგავსი შედეგის დადგომისკენ მიმართულ სამინისტროს პასუხთან ერთად, ჩაითვალოს შეთანხმებად ორ მთავრობას შორის შეთანხმების მოქმედების გაგრძელების თაობაზე, რომელიც დროებით გამოიყენება სამინისტროს ნოტის თარიღიდან და ძალაში შედის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ საქართველოს მთავრობის შეტყობინების დღიდან.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სარგებლობს შემთხვევით, რათა კვლავ დაუდასტუროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისი ღრმა პატივისცემა.”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოხარულია აცნობოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომ ნოტაში მოცემული პირობები და წინადადებები მისაღებია საქართველოს მთავრობისათვის. აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატების ნოტა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო ნოტასთან ერთად, წარმოადგენს ორ  მთავრობას შორის შეთანხმებას, რომელიც დროებით გამოიყენება წინამდებარე ნოტის თარიღიდან და ძალაში შედის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ საქართველოს მთავრობის შეტყობინების დღიდან.

სამინისტროს, აგრეთვე, აქვს პატივი აცნობოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომ “საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ” შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს მხრიდან აღმასრულებელ ორგანოებს წარმოადგენენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით, რათა კვლავ დაუდასტუროს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავისი ღრმა პატივისცემა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო

ქ. თბილისი

თბილისი, 2016 წლის 10 ნოემბერი

[საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ბეჭედი] .