„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 9458
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 10/04/2017
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016400
  • Word
9458
10/04/2017
ვებგვერდი, 18/04/2017
000000000.00.00.016400
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
შემოსავლების სამსახური

საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №9458

2017 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზეშემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №14):

) მე-5 მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საბიუჯეტო შემოსულობების დამუშავება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. სასაქონლო ოპერაციების ამსახველი სტატისტიკის წარმოება.“;

) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. საგადასახადო რისკების მართვის სამმართველო

საგადასახადო რისკების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საინფორმაციო ბაზების, საგადასახადო სტატისტიკის მონაცემების, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რისკის ფაქტორების გამოვლენა, რისკების მართვის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ბ) საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, გადასახადის გადამხდელთა გასვლითი საგადასახადო შემოწმებისათვის შესარჩევი რისკის კრიტერიუმების და  ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პირების საგადასახადო შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად რისკების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პირთა შერჩევის ელექტრონული სისტემის და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;

გ) გასვლითი და კამერალური საგადასახადო შემოწმებების დაგეგმვის  მიზნით, საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემისა და ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზებში არსებული ან/და სხვა მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილ რისკის მქონე გადასახადის გადამხდელების შესახებ აუდიტის დეპარტამენტისათვის ინფორმაციის წარდგენა;

დ) საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით გადასახადის გადამხდელთა მიმდინარე კონტროლის პროცედურებისთვის შესარჩევი რისკის კრიტერიუმების შემუშავება და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;

ე) ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზების ან/და სხვა მიღებული ან დამუშავებული სათანადო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთა მიმართ მიმდინარე კონტროლის პროცედურების დაგეგმვა-ოპტიმიზაცია და შერჩეული გადამხდელების შესახებ ინფორმაციის მონიტორინგის დეპარტამენტისთვის გადაცემა შემდგომი ღონისძიებების გასატარებლად;

ვ) გადასახადებისაგან თავის არიდების სქემების გამოვლენა, ანალიზი და რისკების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;

ზ) დეკლარირებული მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგების განზოგადება, სისტემატიზაცია;

თ) გადასახადის გადამხდელთა მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზი, რისკის ფაქტორების განსაზღვრა;

ი) დეკლარირებული მონაცემების კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად რისკის კრიტერიუმების შემუშავება და ანალიზი;

კ) გადამხდელთა მიერ დეკლარაციების დროულად წარმოდგენის უზრუნველსაყოფად მონაცემთა დამუშავება და  დამუშავებული მონაცემების შესაბამისი დეპარტამენტებისთვის გადაცემა;

ლ) გადამხდელთა მიერ დეკლარაციების დროულად წარმოდგენის მონიტორინგი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;

მ) გადამხდელთა კანონშესაბამისობის რისკების მართვისთვის საჭირო მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის ხარისხის კონტროლი, ხარისხის კონტროლის მექანიზმების შემუშავება;

ნ) უბნის ოფიცრების მიერ შესაგროვებელი ინფორმაციის განსაზღვრა;

ო) ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზაში მონაცემების შესწორების მიზნით, მომსახურების დეპარტამენტის უბნის ოფიცერთა სამმართველოსათვის იმ გადასახადის გადამხდელთა შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელთა შესახებ ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზაში არასწორი მონაცემი ფიქსირდება;

პ) მესამე მხარისაგან მისაღები ინფორმაციის იდენტიფიცირება, ინფორმაციის მისაღები ფორმების შემუშავება;

ჟ) მესამე მხარიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი; 

რ) არარეგისტრირებული გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და  შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებთან ინფორმაციის გადამოწმება და მიღებული მონაცემების ანალიზი შემდგომი ღონისძიებების გასატარებლად;

უ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირებისას და შესრულებისას წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა, ამ დოკუმენტაციის გადამოწმება საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, გადამოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა შემდგომი რეაგირების მიზნით;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

ყ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის სამმართველო

ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის დამუშავება, მათ შორის, გადასახადის სახეების და ტერიტორიული ერთეულების მიხედვით;

ბ) შემოსულობების  საპროგნოზო პარამეტრების შესრულების მიმდინარეობის აღრიცხვა;

გ) საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის ანალიზისათვის საჭირო სხვა სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება;

დ) სასაქონლო ოპერაციების ამსახველი სტატისტიკის  წარმოება;

ე) დეპარტამენტის საჭიროების შესაბამისად საგადასახადო მონაცემთა დამუშავება, სტატისტიკური რეპორტების, მათი ავტომატიზაციის პროგრამული ლოგიკისა და ფორმების შემუშავება;

ვ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული ღონისძიებების მონიტორინგისა და ანალიზისათვის საჭირო ინდიკატორების/მაჩვენებლების განსაზღვრა და მონიტორინგი;

ზ) დეპარტამენტში დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებებისა და მათი შედეგების ამსახველი სტატისტიკური მონაცემების მომზადება;

თ) დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;

ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური პროცედურების განხორციელება;

კ) საგადასახადო დანაკარგების (Tax Gap) გამოანგარიშება და ანალიზი;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ნ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                 გ. თაბუაშვილი

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.