საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-76
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016161
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-76
12/04/2017
ვებგვერდი, 13/04/2017
010320040.22.030.016161
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (13/04/2017 - 19/03/2018)

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-76

2017 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი (დანართი №1);

ბ) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი №2);

გ) განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ (დანართი №3);

დ) სტაჟიორის შეფასების ფორმა (დანართი №4);

ე) სერთიფიკატის ფორმა (დანართი №5).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ჯალაღანია



დანართი №1

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის რეგულირების სფერო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი (შემდგომში-წესი) განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა (შემდგომში - ცენტრალური აპარატი) და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში (შემდგომში - საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფი) სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზანი

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზანია სტაჟიორის/პრაქტიკანტის მომზადების, გადამზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტაჟირება - სამინისტროს სისტემაში ამ წესით რეგულირებადი საქმიანობა ანაზღაურების გარეშე;

ბ) სასწავლო პრაქტიკა - სამინისტროს სისტემაში ამ წესით რეგულირებადი მოკლევადიანი საქმიანობა ანაზღაურების გარეშე;

გ) სტაჟიორი - პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;

დ) პრაქტიკანტი - პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სასწავლო პრაქტიკას;

ე) კანდიდატი - პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში გაკეთებული აქვს განაცხადი სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის შესახებ.

მუხლი 4. სტაჟიორად და პრაქტიკანტად მიღება

1. სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2. სტაჟიორთა მიღება წარმოებს ამ წესით განსაზღვრული კონკურსის ფორმით.

3. პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.

4. პრაქტიკანტთა მიღება წარმოებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე.

5. პირი, რომელიც სწავლობს საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრაქტიკანტად მიიღება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის საფუძველზე.

მუხლი 5. სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტები

1. ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი №2);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; ე) ერთი ფოტოსურათი (3X4);

ვ) სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა; ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა;

2. საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟირების გავლის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი №2);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

3. ცენტრალურ აპარატში სასწავლო პრაქტიკის გავლის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტები:

ა) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მომართვა საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში-მინისტრი) სახელზე/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

ბ) განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ (დანართი №3);

გ) ავტობიოგრაფია;

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; ე) ერთი ფოტოსურათი (3X4).

4. საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სასწავლო პრაქტიკის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტები:

ა) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მომართვა/შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

ბ) განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ (დანართი №3);

გ) ავტობიოგრაფია;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სასწავლო პრაქტიკის გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

 

თავი II

სტაჟიორთა შესარჩევი კომისია, კონკურსი, სტაჟიორთა დანიშვნა

მუხლი 6. სტაჟიორთა შესარჩევი კომისია

1. სტაჟიორთა შერჩევის მიზნით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში/საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში იქმნება სტაჟიორთა შესარჩევი კომისია (შემდგომში - კომისია) მინისტრის/საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება კომისიის შემადგენლობა და წევრთა რაოდენობა.

2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრებისაგან.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

4. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც აგვარებს კონკურსთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს, ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს, აწარმოებს საჭირო დოკუმენტაციას. კომისიის მდივანს არ აქვს ხმის უფლება.

5. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

6. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის დამსწრე წევრები და კომისიის მდივანი.

8. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.

9. კომისია ყოველი კონკურსის ჩატარებისას იღებს გადაწყვეტილებას სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის თემატიკის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, კონკურსის ეტაპებისა და ტესტის გადალახვისათვის საჭირო მინიმალური ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილება აისახება შესაბამის ოქმში.

მუხლი 7. კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადება

1. სამინისტრო/საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი-საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის, სამინისტროს ვებგვერდის და/ან სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებით.

2. კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) ცენტრალური აპარატის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფის დასახელებას, სადაც ცხადდება კონკურსი;

ბ) მონაცემებს კონკურსის თემატიკის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კონკურსის ჩატარების ეტაპების შესახებ;

გ) ინფორმაციას მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობის შესახებ, რომელსაც განსაზღვრავს მინისტრი/საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი;

დ) ინფორმაციას სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის, ასევე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით.

3. კომისიის გადაწყვეტილებით, დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც.

მუხლი 8. განაცხადი კონკურსზე

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის/სამინისტროს ვებგვერდის/ელექტრონული ფოსტის/მატერიალური ფორმით და/ან სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებით უნდა გააკეთოს განაცხადი სტაჟირების გავლის თაობაზე.

მუხლი 9. კონკურსის ეტაპები

1. კონკურსი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:

ა) განაცხადის გადარჩევა;

ბ) ტესტირება; გ) გასაუბრება.

2. კონკურსის ეტაპებთან დაკავშირებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რაც აისახება შესაბამის ოქმში.

მუხლი 10. კონკურსის საორგანიზაციო საკითხები

1. ცენტრალურ აპარატში სტაჟიორთა მიღების პროცედურებსა და სტაჟირების გავლას საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში - ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი), ხოლო საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი (შემდგომში-უფლებამოსილი თანამდებობის პირი).

2. სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ პირთა მიერ დოკუმენტაციის წარდგენა და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

3. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი/უფლებამოსილი თანამდებობის პირი აგვარებს კონკურსის საორგანიზაციო საკითხებს, მათ შორის, უზრუნველყოფს სტაჟირების გავლის მსურველთა განცხადებების გადარჩევას (წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმებას) და ორგანიზებას უწევს ტესტირების (თუ კონკურსი მოიცავს ტესტირების ეტაპს) და გასაუბრების ჩატარებას.

4. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით კომისია მინისტრს/საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელს წარუდგენს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი.

5. ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში:

ა) კომისიის მიერ წარდგენილი სტაჟირების კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს მინისტრი სტაჟიორებად ნიშნავს ბრძანებით, რომელშიც მიეთითება ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც დაინიშნება სტაჟიორი.

ბ) კომისიის მიერ წარდგენილი სტაჟირების კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, სტაჟიორებად ნიშნავს საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ბრძანებით.

6. კომისიის წარდგინების საფუძველზე, პირის სტაჟიორად დანიშვნის უფლებამოსილება შესაძლებელია მინისტრის სამართლებრივი აქტით დელეგირებული იქნას მინისტრის მოადგილეზე.

7. ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის კანდიდატი, რომელიც კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიის თავმჯდომარის მიერ წარდგენილია სტაჟიორად დასანიშნად, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს წარუდგენს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

8. საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟირების გავლის კანდიდატი, რომელიც კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიის თავმჯდომარის მიერ წარდგენილია სტაჟიორად დასანიშნად, უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარუდგენს ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს.

მუხლი 11. კონკურსის პირობები

1. კონკურსის პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არაუადრეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო ყოველი მომდევნო ეტაპი - წინა ეტაპის დასრულებიდან გონივრულ ვადაში.

2. ტესტირების ეტაპზე არ დაიშვება სტაჟირების გავლის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს განცხადების გადარჩევის ეტაპს.

3. გასაუბრების ეტაპზე არ დაიშვება სტაჟირების გავლის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს განცხადების გადარჩევის/ტესტირების (თუ კონკურსი მოიცავს ტესტირების ეტაპს) ეტაპს.

4. გასაუბრება ტარდება სტაჟირების გავლის კანდიდატის სტაჟირების გავლისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მოტივაციის, მისი პიროვნული/პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების მიზნით.

5. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი/უფლებამოსილი თანამდებობის პირი უზრუნველყოფს სტაჟირების გავლის კანდიდატისათვის ინფორმაციის მიწოდებას, კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ მის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.

6. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, ხოლო საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს სტაჟირების გავლის კანდიდატს კომისიის მიერ მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

7. კონკურსი ითველბა ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან კომისიის მიერ ვერ იქნა შერჩეული დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატი.

მუხლი 12. დავის გადაწყვეტა

დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი III

სტაჟიორის, პრაქტიკანტისა და სამინისტროს უფლება-მოვალეობები

მუხლი 13. სტაჟიორს და პრაქტიკანტს უფლება

1. სტაჟიორსა და პრაქტიკანტს უფლება აქვთ:

ა) ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნონ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

ბ) მონაწილეობა მიიღონ იმ საკითხების მომზადებასა და დოკუმენტაციის შედგენაში, რომლებიც სამინისტროს სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას განეკუთვნება;

გ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში;

დ) სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ საქართველოში და ადგილსამყოფელ ქვეყანაში გამართულ სემინარებსა და კონფერენციებში;

2. სტაჟიორს უფლება აქვს პირადი განცხადებით მიმართოს მინისტრს/საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელს სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.

მუხლი 14. სტაჟიორის და პრაქტიკანტის ვალდებულება

სტაჟიორი და პრაქტიკანტი ვალდებულია:

ა) გაეცნონ და იხელმძღვანელონ სამინისტროს მარეგულირებელი კანონმდებლობით;

ბ) დადგენილ ვადაში შეასრულონ უშუალო ხელმძღვანელის მიერ მათთვის მიცემული ყველა დავალება;

გ) შეისწავლონ დოკუმენტებზე მუშაობის, შესაბამისი ნოტების და წერილების მომზადების სპეციფიკა;

დ) დაიცვან სამინისტროს შინაგანაწესი.

მუხლი 15. სამინისტროს მოვალეობები

1. სამინისტრო სტაჟიორსა და პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ- ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად/განსავითარებლად.

2. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი/საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი წარუდგენს სტაჟიორს და პრაქტიკანტს უშუალო ხელმძღვანელს.

3. უშუალო ხელმძღვანელი:

ა) აცნობს სტაჟიორს და პრაქტიკანტს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურას, საქმიანობის სფეროს, სპეციფიკასა და საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას;

ბ) უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორისა და პრაქტიკანტის საქმიანობას, აკონტროლებს მათ მიერ ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს სტაჟიორს და პრაქტიკანტს უფლება- მოვალეობების განხორციელების პროცესში;

დ) სტაჟიორს და პრაქტიკანტს აძლევს შესასრულებელი სამუშაოს მიმართულებას და განუსაზღვრავს ვადას, აწვდის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;

ე) აფასებს სტაჟიორს დანართი №4-ით გათვალისწინებული სტაჟიორის შეფასების ფორმის მიხედვით;

ვ) აწვდის ინფორმაციას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის პერიოდში სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიერ საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე.

 

თავი IV

სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ვადა

მუხლი 16. სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ხანგრძლივობა

1. სამინისტროს სისტემაში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით. 3 თვის გასვლის შემდეგ, სტაჟიორის დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია სამინისტროს ცენტრალურ აპარატში - მინისტრის ბრძანების, ხოლო საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში - საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე არაუმეტეს 3 თვემდე ვადით.

2. სასწავლო პრაქტიკის გავლის ვადა შეადგენს 30 კალენდარულ დღეს.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, სასწავლო პრაქტიკის ვადა შესაძლებელია განისაზღვროს არაუმეტეს 45 კალენდარული დღით.

მუხლი 17. სტაჟირების შეწყვეტა

1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სტაჟირების პერიოდში, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა ან ხშირი არყოფნა, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს;

გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანად შესრულება;

დ) სამინისტროს შინაგანაწესის დარღვევა;

ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს სისტემაში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა;

ვ) სამინისტროს სისტემაში შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია;

ზ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; თ) გარდაცვალება.

2. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წინადადების საფუძველზე, ხოლო საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი საკუთარი ინიციატივით ან უშუალო ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე.

3. გადაწყვეტილება სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ ფორმდება მინისტრის/საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით.

მუხლი 18. სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის დასრულება

1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, სტაჟიორის ხელმძღვანელი აფასებს სტაჟიორს დანართი №4-ით გათვალისწინებული სტაჟიორის შეფასების ფორმის მიხედვით.

2. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, როდესაც საბოლოო შეფასება განისაზღვრება არანაკლებ 22 ქულით, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი (დანართი №5), რომელსაც ხელს აწერს მინისტრი/საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც საბოლოო შეფასება 22 ქულაზე ნაკლებია, სტაჟიორს მისივე მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ცნობა სტაჟირების გავლის შესახებ.

4. სასწავლო პრაქტიკის ვადის გასვლის შემდეგ, უშუალო ხელმძღვანელი აძლევს პრაქტიკანტს წერილობით დახასიათებას, რომლის საფუძველზეც ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი გასცემს ცნობას სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ.

 


დანართი №2

 

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ

1.

სახელი, გვარი

 

      ფოტოსურათი

2.

დაბადების ადგილი, თარიღი

 

 

3.

პირადობის მოწმობის ნომერი

 

4.

ოჯახური მდგომარეობა

 

5.

საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

-----------------------------------------------------------------------------------

6.

ოჯახის წევრები (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი)

ნათესაობა

სახელი, გვარი

სამუშაო ადგილი

მისამართი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7.

განათლება (როდის, რომელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრეთ)

როდიდან

როდემდე

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება

ფაკულტეტი

 

 

 

 

 

 

 

 

8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად?

 

9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით)

სპეციალობა

კვალიფიკაცია

დიპლომის №

 

 

 

 

 

 

10. რომელ უცხო ენას ფლობთ (სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად)

ენა

კითხვა

საუბარი

წერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

 

 

12. სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გსურთ სტაჟირების გავლა

 

13. შრომითი საქმიანობა

როდიდან-როდემდე

ორგანიზაციის – დაწესებულების დასახელება

თანამდებობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

14. თანახმა ვარ, რომ განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტებში ჩემს მიერ მითითებული პერსონალური მონაცემები სტაჟირების გავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში გადამოწმებულ იქნეს, გადაეცეს და/ან სხვაგვარად დამუშავდეს საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების/უწყებების მიერ

 

ხელმოწერა -------------------------

 

შევსების თარიღი --------------------------

 

 

დანართი №3

 

განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ

 

1.

სახელი, გვარი

 

 

2.

დაბადების ადგილი, თარიღი

 

 

3.

პირადობის მოწმობის ნომერი

 

 

4.

ოჯახური მდგომარეობა

 

 

5.

საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------

6.

ოჯახის წევრები (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი)

ნათესაობა

სახელი, გვარი

სამუშაო ადგილი

მისამართი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7.

განათლება

როდიდან

როდემდე

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება

ფაკულტეტი

 

 

 

 

 

 

 

 

სპეციალობა

კვალიფიკაცია

 

 

8. მიღებული გაქვთ თუ არა მონაწილეობა სასწავლო პროგრამებში საქართველოში ან უცხოეთში?  კი ------------ არა ------------

დადებითი პასუხის შემთხვევაში:

როდიდან

როდემდე

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება

სასწავლო პროგრამის დასახელება

 

 

 

 

 

 

 

 

9. რომელ უცხო ენას ფლობთ (სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად)

ენა

კითხვა

საუბარი

წერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

 

 

11. თანახმა ვარ, რომ განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტებში ჩემ მიერ მითითებული პერსონალური მონაცემები სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში გადამოწმებულ იქნეს, გადაეცეს და/ან სხვაგვარად დამუშავდეს საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების/უწყებების მიერ

 

 

ხელმოწერა   -----------------------------

 

შევსების თარიღი --------------------------

 


დანართი №4

 

სტაჟიორის შეფასების ფორმა

დაწესებულება (დასახელება): _________________________________________

 

სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული: _________________________________________

 

სტაჟიორის სახელი/გვარი: _________________________________________

 

სტაჟიორის ხელმძღვანელი: _________________________________________

 

სტაჟირების დაწყების თარიღი: _________________________________________

 

სტაჟირების დასრულების თარიღი: _________________________________________

 

შევსების თარიღი:                                                                                         

 

შეფასების კრიტერიუმები

არ ვეთანხმები

(1 ქულა)

ნაწილობრივ ვეთანხმები

(2 ქულა)

სრულიად ვეთანხმები

(3 ქულა)

1

იცავს ორგანიზაციული ქცევის ნორმებს

 

 

 

2

ფლობს კონკრეტული სფეროს შესაბამის თეორიულ ცოდნას

 

 

 

3

დავალებას ასრულებს ხარისხიანად

 

 

 

4

დავალებას ასრულებს დადგენილ ვადებში

 

 

 

5

ავლენს დამოუკიდებლად მუშაობის უნარს

 

 

 

6

ავლენს გუნდურად მუშაობის უნარს

 

 

 

7

ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე

 

 

 

8

ავლენს ტექნიკურ უნარ-ჩვევებს

 

 

 

9

ავლენს კრიტიკული

აზროვნების/ანალიზის უნარს

 

 

 

10

ავლენს ინიციატივის გამოვლენის უნარს

 

 

 

11

ავლენს კომუნიკაციის უნარს

 

 

 

 

ქულა:

 

 

 

დამატებითი კომენტარი/რეკომენდაცია სტაჟიორის შეფასებასთან დაკავშირებით:

-------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტაჟიორის ხელმძღვანელის ხელმოწერა: ------------------------------------

სტაჟიორის ხელმოწერა: ------------------------------------