„ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“ დამტკიცების შესახებ

„ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 28/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016205
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
28/03/2017
ვებგვერდი, 05/04/2017
300280000.16.009.016205
„ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (05/04/2017 - 25/10/2019)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №4

2017 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“ დამტკიცების შესახებ

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში  ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია



ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი

მუხლი 1. წესის მიზანი და ამოცანები
1. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების  გაანგარიშების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატისათვის (შემდგომში – ლიცენზიატი) ბუნებრივი გაზის დანაკარგების ნორმატიული ოდენობის გაანგარიშების პრინციპებსა და წესს.

2. ამ წესით გაანგარიშებული ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი მტკიცდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) დადგენილებით.

3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში, ასევე კომისიის მიერ 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“.


მუხლი 2. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი
1. ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი  წარმოადგენს ბუნებრივი გაზის დანაკარგის დასაშვებ ოდენობას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისას  და იანგარიშება ამ წესის შესაბამისად.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის კომპენსაციისთვის გაწეული ხარჯი ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით.

3. ყოველი სატარიფო წლისთვის (t+1) ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის ოდენობა განისაზღვრება ტრანსპორტირების ტარიფების გაანგარიშების წლის (t) წინა 3 წლის ფაქტობრივი დანაკარგების საშუალო (საშუალო არითმეტიკული) ოდენობით:

 

 

4. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირების სისტემაში ფაქტობრივი დანაკარგის ოდენობა იზრდება წინა წელთან შედარებით, კომისია უფლებამოსილია ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს გაზრდილი მოცულობა თუ ლიცენზიატი არ წარმოადგენს დასაბუთებულ განმარტებას დანაკარგის ზრდის გამომწვევი ფაქტორების შესახებ და მათი აღმოფხვრის გეგმას.

5. კომისია უფლებამოსილია ნორნატიული დანაკარგის ოდენობა დაადგინოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის ცალკეული გაზსადენ(ებ)ის მიხედვით.


მუხლი 3. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ჯამური დანაკარგები
ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი დანაკარგი ტრანსპორტირების სისტემაში იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 


მუხლი 4. ნორმატიული დანაკარგების დამტკიცება და ანგარიშგება
ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატებმა ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი  დანაკარგების შესახებ ინფორმაცია კომისიაში უნდა წარმოადგინონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.