„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 166
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.019874
166
31/03/2017
ვებგვერდი, 31/03/2017
470000000.10.003.019874
„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 166

2017 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 

„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 21/04/2015; 470000000.10.003.018554) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის:

1. მე-8 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განმახორციელებელი უფლებამოსილია, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად, დადგენილი წესით. ამასთან, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით, მათ შორის, ამ მუხლის მე-7 ან/და მე-8 პუნქტების გათვალისწინებით, გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. პროგრამის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დიაგნოსტიკის კომპონენტის ფარგლებში, დასრულებულ სამედიცინო მომსახურებად ჩაითვლება, როგორც ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ან ცალკეული ქვეკომპონენტის (დიაგნოსტიკა მკურნალობაში ჩართვის მიზნით ან/და  მკურნალობის პროცესის მონიტორინგის კვლევები) ფარგლებში პაციენტისათვის გაწეული დასრულებული სამედიცინო მომსახურების მოცულობა, ასევე ერთსა და იმავე მიმწოდებელთან ორივე ქვეკომპონენტის ფარგლებში პაციენტისათვის გაწეული დასრულებული სამედიცინო მომსახურების ერთიანი მოცულობა.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტი ვრცელდება პროგრამის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დიაგნოსტიკის კომპონენტის ფარგლებში 2017 წლის 1 იანვრიდან დამდგარ შემთხვევებზე, ასევე იმავე კომპონენტის ფარგლებში 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მიმდინარე შემთხვევებზე.“.

2. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა.ბ.დ) HCV გენეტიკური ტიპის განსაზღვრა ხაზოვანი ჰიბრიდიზაციის ან პჯრ მეთოდით; HBsAg, HBs Core total, G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, TSH (ინტერფერონის შემცველი მკურნალობის რეჟიმის შემთხვევაში), მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის:

ბ.ა) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯის (ALT), ბილირუბინის (პირდაპირი და საერთო), კრეატინინის, TSH (ინტერფერონის შემცველი მკურნალობის რეჟიმის შემთხვევაში) განსაზღვრა;“;

ბ.ბ) „ბ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ვ“ ქვეპუნქტი:

„ბ.ვ) მონიტორინგის პროცესში, კვლევების პერიოდულობა, 2017 წლის 1 აპრილამდე დაწყებული კვლევების შემთხვევაში, განისაზღვრება ამ პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო 2017 წლის 1 აპრილიდან მონიტორინგის პროცესის კვლევების პერიოდულობა განისაზღვრება №4 ცხრილის შესაბამისად;“;

ბ.გ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ლოჯისტიკური ღონისძიებები, რაც მოიცავს პაციენტისათვის გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას.“.

3. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურება, გარდა მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა, ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს დიაგნოსტიკური ჯგუფისათვის დადგენილი ღირებულებისა, №3, №4, №41 და №42 დანართების შესაბამისად.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. პროგრამის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გაწეული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 1 პაციენტზე 50 ლარის ოდენობით. მიმწოდებელ დაწესებულებას მომსახურება აუნაზღაურდება პაციენტის მიერ მკურნალობის კომპონენტის დასრულების შემთხვევაში მე-12 ან 24-ე კვირის კვლევებთან ერთად. ამასთან, აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტილ შემთხვევებზე.“.

4. 22-ე მუხლში  მოცემული „№3 ცხრილის“ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ცხრილი №4“:

„ცხრილი №4

 

მკურნალობის მონიტორინგი 12 და 24-კვირიანი რეჟიმებისათვის (ვრცელდება 2017 წლის 1 აპრილიდან დაწყებულ მკურნალობის მონიტორინგის კვლევებზე)

გამოკვლევები****

4 კვირა

8 კვირა

12 კვირა

16 კვირა

20 კვირა

24 კვირა

SVR 12-24

1

ექიმთან ვიზიტი

X

X

X

 

 

X

X

2

სისხლის საერთო ანალიზი

X

X**

X

 

 

X

 

3

ALT

X

X

X

X***

X***

X

 

4

ბილირუბინი (პირდაპირი)

 

 

X

 

 

X

 

5

ბილირუბინი (საერთო)

 

 

X

 

 

X

 

6

კრეატინინი

 

 

X

X**

X**

X

 

7

HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა

X

 

 

 

 

 

X

8

TSH 

 

 

X*

 

 

X*

 

*ინტერფერონის შემცველი რეჟიმის შემთხვევაში.

** მკურნალობის რიბავირინის შემცველი რეჟიმების დროს.

*** მკურნალობის რიბავირინის გარეშე რეჟიმების დროს.

**** კვლევების ჩატარება დასაშვებია დადგენილ ვადაზე ერთი დღით გვიან ან ადრე.“.

5. დანართი №2-ის (პირის მოსარგებლედ ცნობა/პაციენტთა რეგისტრაცია) 221 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

221. პაციენტის მიზეზით მკურნალობის დაწყების დაგვიანების შემთხვევაში (21 დღეზე მეტი ვადით),  პაციენტს მკურნალობის კომპონენტში ჩართვის უფლება ეძლევა რიგით მომდევნო კომისიის დასრულების შემდეგ.“.

6. დანართ №4-ის (დიაგნოსტიკური კვლევების ღირებულება (2016 წლის 10 ივნისიდან დაწყებული კვლევები)) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „დანართი №41“ და „დანართი №42“:

„დანართი №41

 

დიაგნოსტიკური კვლევების ღირებულება

(2017 წლის 1 აპრილიდან დაწყებული კვლევები)

დიაგნოსტიკური ჯგუფი

ღირებულება

(ლარი)

1

C ჰეპატიტის დადგენა (HCV RNA)

110

2

მკურნალობის კომპონენტში ჩართვამდე საჭირო  კვლევები (სრული პაკეტი მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელასტოგრაფიით)

378

3

მკურნალობის კომპონენტში ჩართვამდე საჭირო კვლევები (სრული პაკეტი მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელასტოგრაფიის გარეშე)

298

4

მკურნალობის კომპონენტში ჩართვამდე საჭირო კვლევები - TSH კვლევა (ინტერფერონის შემცველი მკურნალობის რეჟიმის შემთხვევაში)

9

5

მკურნალობის მონიტორინგი (12-კვირიანი მკურნალობის კურსი რიბავირინისა და ინტერფერონის შემცველი რეჟიმით)

236

6

მკურნალობის მონიტორინგი (12-კვირიანი მკურნალობის კურსი რიბავირინით ინტერფერონის გარეშე)

227

7

მკურნალობის მონიტორინგი (12-კვირიანი მკურნალობის კურსი რიბავირინის გარეშე)

218

8

მკურნალობის მონიტორინგი (24-კვირიანი მკურნალობის კურსი რიბავირინისა და ინტერფერონის შემცველი რეჟიმით)

304

9

მკურნალობის მონიტორინგი (24-კვირიანი მკურნალობის კურსი რიბავირინით ინტერფერონის გარეშე)

286

10

მკურნალობის მონიტორინგი (24-კვირიანი მკურნალობის კურსი რიბავირინის გარეშე)

277

11

HCV RNA მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად + ექიმთან ვიზიტი

130.


დანართი №42

მკურნალობის მონიტორინგის კვლევების ღირებულება

(2017 წლის 1 აპრილიდან დაწყებული კვლევები)

 

დიაგნოსტიკური ჯგუფი

ღირებულება

(ლარი)

1

მკურნალობის მონიტორინგის მე-4 კვირის კვლევები

144

2

მკურნალობის მონიტორინგის მე-8 კვირის კვლევები (რიბავირინის შემცველი რეჟიმი)

34

3

მკურნალობის მონიტორინგის მე-8 კვირის კვლევები (რიბავირინის გარეშე რეჟიმი)

25

4

მკურნალობის მონიტორინგის მე-12 კვირის კვლევები (ინტერფერონის შემცველი რეჟიმი)

58

5

მკურნალობის მონიტორინგის მე-12 კვირის კვლევები (ინტერფერონის გარეშე რეჟიმი)

49

6

მკურნალობის მონიტორინგის მე-16 კვირის კვლევები

5

7

მკურნალობის მონიტორინგის მე-20 კვირის კვლევები

5

8

მკურნალობის მონიტორინგის 24-ე კვირის კვლევები (ინტერფერონის შემცველი რეჟიმი)

58

9

მკურნალობის მონიტორინგის 24-ე კვირის კვლევები (ინტერფერონის გარეშე რეჟიმი)

49.

                                                                                                                          “.
 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი